"ომი კორონასთან", ანუ რატომ გახდა საჭირო ვირუსის წინააღმდეგ ასეთი მასშტაბური პრევენციული ღონისძიებების გატარება - კვირის პალიტრა

"ომი კორონასთან", ანუ რატომ გახდა საჭირო ვირუსის წინააღმდეგ ასეთი მასშტაბური პრევენციული ღონისძიებების გატარება

"მთავარი კითხვა, რომელიც ახლა ალბათ, ყველაზე აქტუალურია, არის ის, თუ რატომ გახდა საჭირო ამ კონკრეტულ ვირუსზე ასეთი მასშტაბური პრევენციული ღონისძიებების გატარება"

ნაწილობირვ მინავლდა ის ემოციები თუ შოკი, რომელიც კორონავირუსის გამოჩენისა და შედეგად დაწესებულ შეზღუდვებს მოჰყვა. რაღაცნაირად, თითქოს შევეგუეთ არსებულ მოცემულობას და ნელნელა ვიწყებთ მსჯელობას იმაზე, თუ რა გახდა მიზეზი ამ ყველაფრისა და როგორ შეიძლება დამთავრდეს პანდემია...!

ის, თუ როგორ შეიძლება დასრულდეს ეს ყველაფერი, ჯერ კიდევ არავინ იცის, რადგან როგორც წინა სტატიაში (ბმული) ვწერდი, ამ მასშტაბის გლობალიზაციის პირობებში, პანდემიის მართვის გამოცდილება არ გვაქვს და შესაბამისად მზა რეცეპტები ვერ იქნებოდა იმისთვის, თუ ვინ როგორ უნდა მოიქცეს და ვინ როგორ უნდა გადაარჩინოს საკუთარი ქვეყნის მოსახლეობა, ეკონომიკა, შეუნარჩუნოს სამუშაო ადგილები და ა.შ. ამაზე მსჯელობს და ფიქრობს ახლა ნახევარი დედამიწა, ანუ კაცობრიობის ის გონიერი ნაწილი, რომელსაც ეკონომიკა და მასთან მომიჯნავე საკითხები ეხება.

ამ სტატიის ამოცანა, ერთერთი ვერსიათაგანის შემოთავზებაა, რომელმაც შესაძლოა გარკვეული ახსნა მოგვცეს იმისა, თუ რატომ არის ასეთი საყოველთაო განგაში ატეხილი ამ კონკრეტული ვირუსის გავრცელების გამო.

რეაქცია, რომელიც აქვს მსოფლიოს კორონავირუსზე და რომელმაც თავიდანვე შექმნა წარმოდგენა თითქოს რეალურად გავრცელებულ ვირუსს, საინფორმაციო მხარდაჭერაც ჰქონდა, შესაძლოა განაპირობა იმან, რომ ჩინეთიდან არსებობდა ასეთი იარაღის გამოცდის საფრთხე და რაღაც მომენტში, იმით რომ ჩინეთმა დაფარა თავდაპირველი ინფორმაცია ვირუსის თვისებებისა და გავრცელების მასშტაბების შესახებ, აღქმული ყოფილიყო დასავლეთში როგორც - "ხელოვნური ეპიდემიური საფრთხე", რაზეც საჭირო იყო ძალიან მაშტაბური პრევენციული ხასიათის რეაგირება და ასეც მოხდა. ამავე დროს, დასავლეთის შიშები, ასევე შესაძლოა სულაც არ იყოს უსაფუძვლო რადგან ბევრი რამ მიუთითებს იმაზე, თითქოს ჩინეთმა გატესტა საერთო ეპიდემიური მზადყოფნა და გადადების მასშტაბები ან ძალის დემონსტრირება მოახდინა და ამავე დროს მოსინჯა ის ეფექტი, რომელიც შეიძლება მიზანმიმართულად ასეთი შესაძლებლობის (ბიოლოგიური, ბაქტერიოლოგიური იარაღი) გამოყენებას მოჰყვეს.

დამეთანხმებით, ამ კონკრეტულმა ვირუსმა, უამრავი რამ სხვაგვარად დაგვანახა და პირველ რიგში, ჩემთვის ყველაზე საინტერესო დაკვირვებად ის იყო, თუ რამდენად დაუცველები არიან ასეთი საფრთხის წინაშე ქვეყნის ლიდერები, რომლებიც ხშირად ხდებიან სხვადასხვა დესტრუქციული ძალების სამიზნე. იმაშიც დამეთანხმებით რომ აქამდე, არცერთი ვირუსული ეპიდემია არ ყოფილა ასე მოდებული მსოფლიო ლიდერებსა და მათი ოჯახების წევრებს. ესეც ძალიან უცნაური ამბავია და კიდევ უფრო ამძაფრებს იმ მტკიცებულების რეალისტურობას, რომ გავრცელებული ვირუსი, შესაძლოა - "ხელოვნური ყოფილიყო"!

ალბათ შემთხვევითი არ უნდა იყოს ისიც, რომ ამერიკული პოლიტიკური ელიტის ლექსიკაში ხშირად გამოიყენება სიტყვა "ომი კორონასთან" და მიღებულია ისეთი უპრეცედენტო ზომები სამხედროების მონაწილეობით, რომ მსგავსი რამ თავად ამერიკელებსაც კი მხოლოდ ფილმებში თუ უნახავთ. სამხედრო ანალიტიკურ გამოცემებში, აქტიურად განიხილავენ ვირუსის შედეგებს არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით, არამედ გლობალური ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისებითაც და ეს ცოტა არ იყოს უცნაური ამბავია. ამ თვალსაზრისით ძალიან საინტერესო იყო სენატორი ტომ კოტონის განცხადება, სადაც იმ ზარალის ანაზღაურების გზებზე საუბრობს, რომელიც კორონავირუსის შედეგად მიადგა მსოფლიო ეკონომიკას და ამაში დამნაშავედ პირდაპირ აცხადებს ჩინეთის კომუნისტურ პარტიას. ამავე დროს სვამს კითხვას - თუ როგორ უნდა აზღვევინონ ჩინეთის კომუნისტურ პარტიას, მიყენებული ზარალი!

ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დამნაშავე იდენტიფიცირებულია! ახლა ისღა დარჩა გასარკვევი - დანაშაული წინდაუხედაობითა და გაუფრთხილებლობით არის ჩადენილი თუ განზრახ! სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული ის, თუ როგორ და რა ხარისხით აზღვევინებენ ჩინეთს, მის ტერიტორიაზე წარმოქმნილი ვირუსის შედეგად მიყენებულ ზიანს.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, უამრავი სტატია წავიკითხე ამ საკითხთან დაკავშირებით. უცნაურობანი მართლაც ბევრია, აუხსნელი სტატისტიკური მოცემულობებიც საკმაოდ არის იმისთვის, რომ რიგით მოკვდავთ ათასგვარი კითხვა გაგვიჩინოს და შეთქმულების თეორებიც გაგვავითარებინოს, თუმცა ყველაზე რეალისტურ ვერსიად იმის ასახნელად თუ რატომ "შეგვყარეს მთელი დედამიწა სახლებში", ისევ ჩინეთისგან "შესაძლო რეალური ბიოლოგიური ან ბაქტერიოლოგიური იარაღის გამოყენების საფრთხე" და მასზე რეაგირების გარდაუვალი აუცილებლობა მგონია. წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი და ვერაფრი ხსნის იზოლაციის იმ მასშტაბებს და მასთან ერთად ეკონომიკურ კოლაფსს, რომელიც ამ იზოლაციას მოჰყვება გარდაუვლად. დასავლეთში არაერთხელ გაიჟღერა უკვე კითხვამ - გვემუქრებოდა კი იმის საპირწონე ან მეტი ბიოლოგიური საფრთხე, ვიდრე მისი პრევენციის მიზნით, ეკონომიკური კოლაფსი დავიყენეთ? ამ კითხვაზე პასუხი ცალსახად ჯერ არ არსებობს რადგან არ ვიცით ის საპროგნოზო შედეგი (და არც არასოდეს გვეცოდინება), რომელიც მიღებული ზომების გარეშე შეიძლებოდა დამდგარიყო.

დასკვნა-ვარაუდად შეიძლება ვთქვა, რომ კორონავირუსის პანდემიის ხარისხში აყვანა, შესაძლოა იმიტომ გამხდარიყო საჭირო, რომ ჩინეთის ქცევამ გააჩინა "ბიოლოგიური იარაღის" გამოყენების ეჭვი, რაზეც რეაგირება გარდაუვალი იყო და ალბათ, ამავე დროს ჩატარდა უნიკალური მასშტაბური წვრთნაც, მსგავსი კრიზისის შემთხვევაში ეფექტური პრევენციული ღონისძიებების გამოვლენის თვალსაზრისით, ან შესაძლოა ეს იყოს მზადება იმ რეალური ბიოლოგიური იარაღის გამოყენების შემთხვევისთვის, რომელსაც ადრე თუ გვიან, რომელიღაც "ყუმბარიანი მაიმუნი" აუცილებლად გამოიყენებს!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს