ვიდრე მსოფლიო ვირუსს ებრძვის - სირიის, ერაყის, ISIS-ის პრობლემები და... სხვა ამბები დედამიწიდან, რომელიც არ შეცვლილა! - კვირის პალიტრა

ვიდრე მსოფლიო ვირუსს ებრძვის - სირიის, ერაყის, ISIS-ის პრობლემები და... სხვა ამბები დედამიწიდან, რომელიც არ შეცვლილა!

ახალი კორონავრუსის გავრცელებისა და შედეგად გამოწვეული პანდემიის ფონზე, მთელი კაცობრიობის ყურადღება ახლა ბუნებრივად მიპყრობილია იმ შედეგებზე, რომლებიც პანდემიას და მისით გამოწვეულ შეზღუდვებს მოჰყვა.

განხილვის საკითხია ყველაფერი, დაწყებული თავად ვირუსის წარმომავლობიდან, დამთავრებული ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვით, რომელიც ბუნებრივია ამ პირობებში აქტუალური გახდებოდა, თუმცა, პანდემიის მიუხედავად, არსად წასულ ის მსოფლიო, რომელიც პანდემიამდე არსებობდა და არც ის პრობლემები გამქრალა სადმე, რომელიც მანამდე გვაწუხებდა.

ამ სტატიაში, ძირითადად მინდა შევეხო იმ გეოპოლიტიკურ პროცესებს, რომლებზეც პანდემია ვერ და არ აისახა, რადგან ეს პრობლემები გაცილებით დიდი მასშტაბის არის და შედეგებიც შესაბამისი აქვს - ქვეყნების გეოპოლიტიკური ინტერესები ჯერჯერობით ისევ უცვლელია და ამ თვალსაზრისით ბრძოლა, რომელიც მანამდეც მიმდინარებდა, ისევ ისე, ან ზოგიერთ შემთხვევაში გაცილებით უფრო მწვავე ფორმებშია გადასული.

ჩვენთვის, საქართველოსთვის, ძალიან აქტუალური უნდა იყოს ახლო აღმოსავლეთის საკითხი, რადგან იქ დასავლეთის და კერძოდ საქართველოს სტრატეგული პარტნიორის, აშშ-ის მოქმედებებს ჩვენს რეგიონულ ვითარებაზე პირდაპირი გავლენა აქვს. ახლო აღმოსავლეთში კი კორონა მეათე ხარისხოვანი პრობლემაა და ადამიანები იქ ყოველდღიური თვითგადარჩენის რეჟიმში არიან რადგან, შეტაკებები სირიაში ისევ მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ამჟამად არსებული ინფორმაციით, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, შეტაკებების ინტენსივობა დაბალია თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სირიაში ომი დამთავრდა. ახლა მოვლენათა ეპიცენტრი იდლიბი და მისი შემოგარენია, ხოლო მთავარი აქტორები, თურქეთი და ასადის არმია, მხარდაჭერილი შიიტური დაჯგუფებებისა და რუსული ავიაციით. როგორც ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, შეტაკებები ძირითადად მიმდინარეობს ასადი არმიასა და მცირე დაჯგუფებებს შორის, რომლებსაც ან თურქეთი აკონკტროლებს ან არავინ. ასევე პერიოდულად ხდება შეტაკებები თურქეთის მხარდაჭერილი ძალებისა და რადიკალ ისლამისტთა აქაიქ შემორჩენილ დაჯგუფებებს შორის. ერთერთი ასეთი შეტაკებისას 13-14 აპრილს, ასადის არმიისა და რუსების მტკიცებით, პროთურქულმა დანაყოფმა ვეღარ გააღწია სამშვიდობოს და ასადის არმიას ჩაბარდა ტყვედ ბმული.

სირიაზე მეტად, მნიშვნელოვანი მოვლენები მიმდინარეობს ერაყის ტერიტორიაზე, სადაც ირანული გავლენა აშკარად მატულობს და სამხედრო შინაარსის პროცესებზე მეტად, ახლა აქტუალური პოლიტიკური პროცესებია, რომელიც პირდაპირ ემუქრება ამერიკულ ინტერესებს ამ ქვეყანაში და მოწოდებულია, ირანის გავლენების კიდევ უფრო გაზრდაზე, როგორც უმაღლეს სახელისუფლებო შტოებში ისე სამხედრო თვალსაზრისით (მიმდინარე ანგარიში ერაყის შესახებ). ერაყში საპროტესტო აქციები გასული წლის სექტემბრიდან მიმდნარეობს და რამდენჯერმე ისეთ სისატიკემდე მივიდა, რომ სამართალდამაცავებმა ცეცხლსასროლი იარაღიც კი გამოიყენეს. საპროტესტო გამოსვლების ძირითადი მოტივი იყო კორუფცია, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და ცხოვრების გაუსაძლისი პირობები. საპროტესტო გამოსვლები, ყურადღების მიღმა არ დარჩენია ირანს და რა თქმა უნდა, რომ შეეცადა მათზე გავლენის მოპოვებას, ეს გამოუვიდა კიდეც რადგან ერაყში, მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილია შიიტი და ის გარკვეულწილად, ირანული პროპაგანდისთვის მოწყვლადი სეგმენტია, რომლითაც საკმაოდ აქტიურად მანიპულირებს თეირანი და პოლიტიკურ პროცესებშიც ცდილობს საკუთარი, გრძელვადიანი ინტერესების გათვალისწინების იძულებას.

საპროტესტო აქციების შედეგად, ქვეყანაში შეიცვალა ხელისუფლება და აგერ უკვე ორი თვეა ერაყის ახალი ხელისუფლება ცდილობს კოალიციური მთავრობის ფორმირებას, რომელიც უნდა ფორმირდეს სამი ძირითადი ეთნო-რელიგიური ჯგუფის ინტერესების გათვალისწინებით, ესენი არიან შიიტები, სუნიტები და ერაყელი ქურთები. პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთმა კანიდადტმა (ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მესამე კანდიდატია ახლა წარდგენილი), ამ რამდენიმე დღის წინ ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ ვერ შესძლო კოალიციური მინისტრთა კაბინეტის ფორმირება და გადადგა. მის შემცვლელად კი ერაყის დაზვერვის შეფი მუსტაფა ალ-კაზემი დასახელდა, რომელსაც რამდენიმე დღე აქვს დარჩენილი იმისთვის, რომ მინისტრთა კაბინეტის ფორმირება მოახერხოს ბმული.

მიუხედავად იმისა, რომ კაზემი დაზვერვის შეფი იყო და სავარაუდოდ, ის კავშირში უნდა იყოს ერაყის ტერიტორიაზე მოქმედ დასავლურ ძალებთან, ირანელები და შესაბამისად, ადგილობრივი შიიტები, ქურთებიც წყარო და სუნიტებიც მას მხარდაჭერას უცხადებენ. უცნაურია ის, რომ მის გამოსვლებში, ანტიამერიკული განცხადებებიც ისმის, რომელიც დიდი ალბათობით შიიტური ნაწილის გულის მოსაგებად კეთდება და რა თქმა უნდა, რომ ამ განცხადებებს აღტკინებული ავრცელებს ირანული მედია წყარო. მისი პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია, ქვეყნიდან უცხო ქვეყნის სამხედრო დანაყოფების სრულად გაყვანა წყარო. ამ საკითხთან დაკავშრებით, კაზემის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია რომ ის აპირებს სერიოზული დისკუსიის გამართვას აშშ-თან. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მთელი ამ პოლიტიკური ვაკხანალიის პირობებში, ერაყში, ირანელი მაღალჩინოსნების ვიზიტებიც გააქტირებულია. მაგალითისთვის, ამ რამდენიმე დღის წინ (1 აპრილს 2020), ბაღდადს სტუმრობდა ირანელი გენერალი ისმაილ განი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიტიკურ ჯგუფებს შორის განხეთქილების მოსაგვარებლად იყო ჩასული. რაც თავისთავად მიუთითებს ირანის ძალიან დიდი გავლენაზე ერაყის პოლიტიკურ ისტებლიშმენტზე.

ზემოაღწერილ პოლიტიკურ ვითარებას, ფონად გასდევს ადგილობრივი ექსპერტების განცხადებები, რომ აშშ-ი და ირანი ემზადებიან ერაყის ტერიტორიაზე შეტაკებებისთვის და ეს შეტაკება გარდაუვალია. ამავე შინაარსის განცხადება ვიხილეთ რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, როდესაც უწყების წარმომადგენელმა დევიდ შენკერმა განაცხადა, რომ ერაყში, ამერიკელი სამხედროები, ირანული ძალებისგან დარტყმის საფრთხი ქვეშ იმყოფებიან წყარო. ამ განცხადებიდან მეორე დღეს, ზუსტად ანალოგიური შინაარსის განცხადება გააკეთეა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და ირანი გააფრთხილა, თავი შეიკავოს ამერიკულ სამხედროებზე თავდასხმებისგან. ირანელების აქტივობასა და მუქარას, რა თქმა უნდა, რომ აშშ-ი ვერ დატოვებს უყურადღებოდ და შესაბამის ზომებს იღებს საკუთარი სამხედრო ბაზებისა და ზოგადად, ირანისგან მომდინარე საფრთხისგან თავის დაცვის მიზნით. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ერაყში ანტისარაკეტო სისტემების შეტანა და განთავსება წყარო.

გამომდინარე ზემოთქმულიდან, ლოგიკური იქნება უახლოეს მომავალში ახლო აღმოსაველთის რეგიონში, ყველაზე აქტუალური წერტილი გახდეს ერაყი და იქ განვითარებული მოვლენები, ამის ძალიან დიდი ალბათობა არსებობს და რისკიც ძალიან მაღალია მას შემდეგ რაც მსოფლიოში ნავთობის ფასების უჩვეულო, უპრეცედენტო ვარდნა მოხდა.

მეორე ასეთი ტერიტორია შესაძლოა ასევე გახდეს ლიბია, რომელშიც სამოქალაქო ომი არ შეჩერებულა და დაპირისპირებული ძალები ისევ გააფთრებით უტევენ ერთმანეთს ბმული. აქვე ჩარეულები არიან თურქეთი და რუსეთი, რომლებიც საპირისპირო ძალებთან მოკავშირეობენ და ცდილობენ გარდატეხის შეტანას ამ კონფლიქტში თუმცა, ჯერ მხოლოდ ის ხდება რომ შეტაკებები მიმდინარეობს და თითქმის ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია ხალიფა ჰაფტარისა და ნაციონალური ერთობის არმიების შეტაკებების შესახებ. ბოლო ასეთი ინფორმაციის თანახმად, ჰაფტარის არმია, ტრიპოლიზე ახალი შეტევისთვის ემზადებოდა, რომელიც ამ დღეებში უნდა დაიწყოს!

ალბათ ამავე სტატიის კონტექსტშია მოსახსენებელი ISIS-ის პრობელემაც, რომელიც ახლო აღმოსაველთის რეგიონიდან პრაქტიკულად გაქრა, თუმცა ახალი ძალით იჩინა თავი აფრიკაში და საკმაოდ აქტიურად მოქმედებენ. იღებენ ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებს, აწყობენ სასაკლაოებს და ადგილობირივი სამხედრო ფორმირებები ცდილობენ საკუთარი ძალებით გაუმკლავდნენ რადიკალ ისლამისტებს. ტერორისტების სამოქმედო არეალი, ძირითადად დასავლეთ აფრიკაა და თითქმის ყოვედღიურად ვრცელდება ინფორმაცია მათი აქტივობების შესახებ, რომელსაც რა თქმა უნდა რომ ისეთივე სისასტიკით ჩადიან ტერორისტები, როგორც ამას სიარასა და ერაყში აკეთებდნენ. მაგალითისთვის დღეს (16 აპრილს) ნიგერიაში, ხუთი სამხედრო ოფიცერი მოკლეს და ასეთი შინაარსის "ნიუსები" ახლა აფრიკის ყოველდღიურობაა წყარო! ასე ჩანს, აფრიკა მალე გახდება რადიკალ ისლამისტთა მთავარი მოქმედების არეალი რადგან საკითხის აქტუალობა ბოლო თვეების განმავლობაში, მხოლოდ მზარდია და ჯერ კლებისკენ არ წასულა რადგან არც საერთაშორისო ძალების მხრიდან წამოწყებულა რაიმე მასშტაბური ოპერაცია, ამ პრობლემის მოსაგვარებლად!

რა თქმა უნდა, მსოფლიოს კიდევ აქვს სხვა პრობლემური წერტილები აღმოსავლეთ ევროპასა და აზიაში, სადაც რეგიონის მცრე ქვეყნებს დარეულები არიან, პირველის შემთხვევაშუ რუსეთი და მეორეს შემთხვევაში ჩინეთი. არსად წასულა მთავარი "ყუმბარიანი მაიმუნი" კიმ ჩენ ინი, რომელმაც ამასწინათ კიდევ ორი რაკეტა გაისროლა გაურკვეველი მიზნითა და მიმართულებით... და ა.შ.

როგორც ხედავთ, მიუხედავად იმისა რომ ჩვენი გონება ახლა შთანთქმულია ახალი კორონავიურსის გავრცელებითა და მისი მომაკვდინებელი შედეგების თვალთვალით, მსოფლიოში პროცესები მიმდინარეობს და მიმდინარეობს ისევ ძველი კონტექსტით, რომელზეც ჯერ კორონაპანდემიამ ვერანაირი გავლენა ვერ იქონია, თუმცა ის, რომ მსოფლიო ეკონომიკას სერიოზული პრობლემები უდგას და მთელი რიგი ქვეყნების რეცესია გარდაუვალი ჩანს, ალბათობა რომ დესტრუქტივიზმი იმატებს გეოპოლიტიკაში, ძალიან დიდია, კონტურები ამ დესტრუქტივიზმისთვის ისედაც ფორმირებული იყო და ახლა ეკონომიკური გამწვავების მოლოდინში, არავინ ვიცით, ეს კონტურები საბოლოოდ რა სახეს შეიძენს!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს ახალი კორონავრუსის გავრცელებისა და შედეგად გამოწვეული პანდემიის ფონზე, მთელი კაცობრიობის ყურადღება ახლა ბუნებრივად მიპყრობილია იმ შედეგებზე, რომლებიც პანდემიას და მისით გამოწვეულ შეზღუდვებს მოჰყვა.