ფუნდამენტური არჩევანის წინაშე: არსებობა - დასავლური თუ რუსული ყაიდით! - სად მივყავართ გეოპოლიტიკურ "ოცნებას"
25-05-2020
ფუნდამენტური არჩევანის წინაშე: არსებობა - დასავლური თუ რუსული ყაიდით! - სად მივყავართ გეოპოლიტიკურ "ოცნებას"
საკითხის აქტუალობა ლოგიკურია, განსაკუთრებით ახლა და ამ მოცემულობაში, როდესაც ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვანი და შინაარსობრივი თვალსაზრისით, ერთგვარად ფუნდამენტური არჩევანის წინაშე დგას, მომავალი არსებობა - დასავლური თუ რუსული ყაიდით!
პერიოდულად, ვიდრე "ქართული ოცნების" ხელისუფლება დასავლეთთან ღია კონფრონტაციაზე გადავიდოდა, დასავლურ მედიაში განიხილებოდა, საქართველოს შესახებ გამოთქმული მოსაზრება, სადაც, ავღანეთიდან და სირიიდან, აშშ-ის საჯარისო შენაერთებისა და NATO-ს დანაყოფების გაყვანის შემდეგ, მათი განთავსებისთვის ყველაზე ხელსაყრელ ადგილად - საქართველო სახელდებოდა. ეს კი იმ პირობებში, როდესაც, ირანსა და აშშ-ის
შორის, ომის ალბათობა ძალიან დაბალი იყო.
აღნიშნული განხილვების შემდეგ, ირანსა და აშშ-ის შორის დაპირისპირება ხარისხობრივად გაიზარდა და რისკი მათ შორის ბრძოლის ცხელი ფაზის წარმოშობისაც, იმავე პროპორციით გაიზარდა. თუკი მოხდება ვითარების ასეთი ესკალაცია, მოხდება ერაყის ტერიტორიაზე და დიდი ალბათობით, დასავლური კოალიციის პირდაპირ ინტერვნეციას, ირანის ტერიტორიაზე არც
უნდა ველოდეთ. ყოველ შემთხვევაში კონფრონტაციის პირველ ეტაპზე...

ბუნებრივად იწვევს ამ საკითხის განხილვა ინტერესს აქ, საქართველოში და შესაბამისად ქართულ მედიაშიც. საკითხის აქტუალობა ლოგიკურია, განსაკუთრებით ახლა და ამ მოცემულობაში, როდესაც ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვანი და შინაარსობრივი თვალსაზრისით, ერთგვარად ფუნდამენტური არჩევანის წინაშე დგას, მომავალი არსებობა - დასავლური თუ რუსული ყაიდით!

დღევანდელ მოცემულობაში, ის რომელიც არსებობს დედამიწაზე, გარდაუვალია "ბლოკური" საგარეო პოლიტიკის გარეშე არსებობა და ამიტომ, ზემოთ დასახელებული, ჩვენთვის ფუნდამენტური არჩევანიც, აქედან მომდინარეობს. ორივე გზა, თავის მოკავშირეებსა და პოლიტიკური მართვის სტრუქტურას, სოციალური პოლიტიკის ძირითად შემადგენელსა და მსოფლმხედველობით პოზიციას გულისხმობს, რომელსაც, როგორც არ უნდა იყოს, სჭირდება მოკავშირის ხელშეწყობა და ეს ხელშეწყობა, პირველ რიგში ჩვენს უსაფრთხოებას ეხება, რომელიც ისე უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს, რომ ჩვენი პარტნიორების გეოპოლიტიკურ კონტექსტსს ესადაგებოდეს. ამისათვის კი ძალიან დიდი რესურსი, ძალისხმევა და გაბედული პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმაა საჭიროა.

ჩვენი პარტნიორების მხრიდან დასავლეთში, საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ძალების განთავსება, თუკი მართლაც განიხილება, ეს პირველ რიგში გულისმობს ამ პარტნიორებთან დაუყოვნებლივი მოლაპარაკების დაწყების აუცილებლობას, უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ, რომელიც საქართველოს, როგორც სახელმწიფოს უნდა რომ გაატაროს რეგიონში და ეს პოლიტიკა, სინქრონშია მოსაყვანი დასავლეთთან. მით უმეტეს, რომ ჯერ ქვეყანას ასეთი გამოცდილება არ ჰქონია და საჭიროა, მთელი რიგი უსაფრთხოების საკითხების ისე გადაგეგმვა, რომ ექსპერტებისა და საშუალო დიპლომატიური რანგის პერსონებიდან, საკითხის განხილვა გადავიდეს უფრო მაღალი რანგის პოლიტიკურ სიბრტყეში.

გამომდინარე იმ მოცემულობიდან, რომელიც ამ დროისთვის, ახლო აღმოსავლეთშია შექმნილი, ცხადია, დასავლეთი სრულად რეგიონს ვერ ჩამოშორდება. რაოდენ დიდი სურვილიც არ უნდა ჰქონდეს, გაეთიშოს ამ რეგიონში მიმდინარე ზოგიერთ პროცესს, ირანისა და რუსეთის აქტიურობა არ მისცემს მას შესაძლებლობას რეგიონი სრულად დატოვოს. თუკი ამ მოცემულობას მივიღებთ მხედველობაში, შესაძლო განთავსების ადგილად - საქართველო, ხელსაყრელი ლოკაციაა, როგორც პოლიტიკური გავლენის შენარჩუნების თვალსაზრისით, ისე სამხედრო თვალსაზრისით, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობისა იქნება და არა ტაქტიკური, როგორც ამას ადგილობრივი პრორუსული ძალები გვითარგმნიან! ამ ორ ტერმინს შორის კი უაზარმაზარი სხვაობაა და არაფრისდიდებით არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო, იმ მომენტიდანვე, როდესაც ქართულ მიწაზე პირველი ოფიციალური "ამერიკული სამხედრო ბაზა გაიხსნება" , ირანული და რუსული რაკეტების "პრიორიტეტული სამიზნე" გახდება. ასეთი მტიკიცებულების ტრანსლირება ახლა, ამ მოცემულობაში, პირველ რიგში კონკრეტულად შიშზე დაფუძნებული ანტიდასავლური აზრის გავრცელებას ემსახურება და ბუნებრივია ის ვერ იქნება "პროქართული" (სახელმწიფოებრივი) პოზიციის მატარებელი და აი რატომ...

იმისათვის, რომ რუსეთმა ან ირანმა, საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებს შეუტიოს, უნდა მოხსნას მყისიერი რეაგირების შესაძლებლობა დასავლეთ კოალიციისთვის, ბალტიისპირიეთსა და არაბეთის ნახევარკუნძულზე. რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოზე იერიშამდე, მათ ერთდროული იერიშები უნდა მიიტანონ ზემოაღნიშნულ რეგიონებში არსებულ ამერიკულ და დასავლეთ კოალიციის სამხედრო ობიექტებზე, რომლებსაც სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნიათ და მიმდინარე რეჟიმში წყვეტენ, რეგიონში წარმოქმილ ტაქტიკურ ამოცანებსაც. შესაბამისად, ამ ბაზებთან და რეგიონებთან მისასვლელად დასავლეთს სჭირდება ერთგვარი ლოგისტიკური "პლაცდარმი", როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო კომპონენტით და ამ თვალსაზრისით საქართველო, თავისი მდებარეობით რა თქმა უნდა რომ ხელსაყრელია და შესაბამისად, ამიტომაც არის შესაძლებელი ახლა, მართლაც გამოვიდეს ეს ძალზედ მნიშვნელოვანი თანამშრომლობა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, გახდეს იმდენად დაცული, რომ ვიდრე რუსეთი საქართველოს "წყენინებას" გადაწყვეტს, მინიმუმ სამჯერ მაინც დაფიქრდეს!

იმას რომ საქართველო კვლავაც აქტუალური მიმართულებაა აშშ-ისთვის, მიანიშნებს, ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაცია - საქართველოსთვის გამოყოფილი თითქმის ხუთ მილიარდიანი დახმარების შესახებ მომავალი წლების განმავლობაში, რომელიც საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის კარგი ამბავი არ არის ბმული. ბოლო პერიოდში დასაველთთან ღიად წარმოებული პოლემიკა, ამ ხელისუფლების პირობებში თანმდევი, შეფარული პროცესი იყო, რომლის ბოლო, თვალსაჩინო რეციდივი, ბიძინა ივანიშვილის სულ ბოლო ინტერვიუში გამოთქმული მუქარა იყო, როდესაც მან განაცხადა, რომ ღია წერილით მიმართავს აშშ-ის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, არასამთვრობოების "დასაოკებლად"...!
სინამდვილეში, ზემოაღნიშნული ფინანსური დახმარება მიანიშნებს ბიძინას და მის პოლიტიკურ ძალას იმაზე, რომ მათთვის ეს თანხა არ არის და ის ქვეყანას, შესაბამისად, მათზე ეფექტური ხელისუფლების მიერ უნდა მოხმარდეს, რომელიც დასავლეთთან ინტეგრაციის გზაზე დგას. ბოლო აკორდად ამ პოლემიკაში კი იმ შეთანხმების დარღვევა უნდა მივიჩნიოთ, რომლის მიხედვით ქვეყანაში უნდა შეცვლილიყო საარჩევნო სისტემა და გათავისუფლებულიყვნენ პოლიტიკური პატიმრები. ამ შეთანხმების დარღვევა და შედეგად მოყოლილი მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებები, ალბათ გახდა დასავლეთისთვის ის ბოლო წერტილი, რომელმაც ყოველგვარი იმედი გადაწურა იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, გაურკვეველ გეოპოლიტიკურ სქემებშია გახლართული, რომელშიც უპირატესი გავლენა - რუსულ ინსტრუმენტებსა და ინტერესებს აქვთ.

უფრო სრული წარმოდგენა რომ შეგიქმნათ იმის შესახებ, თუ რა სახისა და რაოდენობის სამხედრო ძალა შეიძლება განთავსდეს საქართველოს ტერიტორიაზე, ვარაუდის დონეზე შეიძლება ითქვას, რომ ეს არი იქნება ავღანეთიდან ან სირიიდან გამოყვანილი "ქვეითთა მასა". დიდი ალბათობით, ჩვენს ტერიტორიაზე ძირითადად საავიაციო და NATO-ს სწრაფი რეაგირების მცირე ძალები განლაგდებიან, რომელთა დანიშნულება იქნება ამიერკავკასიის რეგიონში სტაბილურობის უზრუველყოფა და სტრატეგიულ მიმართულებებზე გარკვეული "დაბალი ინტენსივობის სამხედრო ოპერაციების წარმოება" - რომელიც გულისხმობ საჰაერო და რადიოლოკაციური დაზვერვითი საშუალებების განთავსებას, ჰაერთავდაცვითი ძალების განლაგებას და ა.შ.

პარტია, "ქართული ოცნების" მიერ წარმოებული საგარეო პოლიტიკა კი, ძალიან დიდი პრობლემაა პირველ რიგში ქვეყნისთვის და შემდეგ უკვე ამავე პოლიტიკური ძალისთვის, რადგან მათ გადაუხვიეს გზას, რომელსაც ქვეყანა დაადგა სსრკ-ის დაშლის შემდეგ. ამ "გზიდან აცდენის" შედეგად, მათ უარი თქვეს ქართველი ერის მიერ გაცხდებული, დასავლეთ სამყაროში ინტეგრირების კურსის პრიორიტეტულობაზე, რომელიც ძალზედ რთული გზაა, რუსეთთან მეზობლობის პირობებში და ამიტომ, გარკვეულწილად პოლიტიკურ "ვაჟკაცობას" მოითხოვს, რომ ეს კურსი და შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეთა გადაწყვეტილება, აღსრულებულ იქნას.

ამჟამინდელი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა, ჩვენ გვაქცევს არასანდო განწყობების მქონე სახელმწიფოდ, რომლის პოლიტიკური აქტორების ერთი ნაწილი, რუსული ანუ მტრულად განწყობილი ინტერესების პირისპირ აღმოჩენის შემთხვევაში, შიშით ძრწის და არ ჰყოფნის გამბედაობა ითამაშოს იმ წესებით, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის მოსახლეობის აბსულუტური უმრავლესობის გადაწყვეტილების აღსრულებას... შესაბამისად, ამჟამინდელი ხელისუფლების გეოპოლიტიკური "ოცნება" საზიანო შედეგის მომტანია ქვეყნისთვის და მიგვიყვანს ისეთ შედეგამდე, რომლისგან თავის დაღწევისთვის, უზარმაზარი მსხვერპლის გაღება მოგვიწევს!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
George George
03 ივნისი 2020 14:55
ავტორის მსჯელობა სწორადაა გათვლილი და ახლოს დგას რეალობასთან!
Koba
30 მაისი 2020 09:48
Namdvilad sainteresoa ocneba unda moshordes politikas
ალექს
30 მაისი 2020 06:05
აი ეხლა ესენი სულ ფუჭი მსჯელობებია, სტატიკური ინერცია რუსეთთან გვაბამს სამართლის სისტემით, ისაა პრობოლშევიკური-ცრუ ლეგისტური და ისაა რომ განსაზღვრავს საარჩევნო და ეკონომიკურ სისტემებსაც -ისინიც რუსულია ! ამდენად დასავლური მხოლოდ სურვილია, ისიც ხალხის, და არა მმართველობის-ასი წელია ისიც რუსულია =70+30 !

რედაქტორის რჩევით
როგორ აფსებთ ოპოზიციური პარტიების ბოიკოტს არჩევნების მეორე ტურში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფსებთ ოპოზიციური პარტიების ბოიკოტს არჩევნების მეორე ტურში?
თვის კითხვადი სტატიები