2015 წელს ჩინეთში SARS-ის ვირუსის საბრძოლო გამოყენება განიხილებოდა? - კვირის პალიტრა

2015 წელს ჩინეთში SARS-ის ვირუსის საბრძოლო გამოყენება განიხილებოდა?

"ჩინელი მეცნიერები და მაღალი რანგის ოფიციალური პირები განიხილავდნენ SARS-ის ვირუსის ბიოლოგიურ იარაღად გამოყენების შესაძლებლობას"

ავსტრალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, მოძიებულია დოკუმენტი, სადაც აღწერილია ჩინელი მეცნიერებისა და მაღალი რანგის ოფიციალური პირების მიერ, SARS-ის ჯგუფის ვირუსების "ახალ ბიოლოგიურ იარაღად" გამოყენების განხილვის დეტალები, მესამე მსოფლიო ომის კონტექსტში.

თავად დაკუმენტი ჯერ არ გასაჯაროებულა და ის სრული სახით მზის სინათლეს ამ წლის სექტემბერში იხილავს, როდესაც გამოქვეყნდება ავსტრალიელი მკვლევარი ჟურნალისტის, შარი მარკსონის (wiki-ლინკ) წიგნი სახელწოდებით - "What really happened in Wuhan".

ავსტრალიური გამოცემა, რომელიც დოკუმენტს გაეცნო, ავრცელებს ინფორმაციას, რომ 2015 წელს, ჩინელი მეცნიერები და მაღალი რანგის ოფიციალური პირები გახილავდნენ SARS-ის ვირუსის ბიოლოგიურ იარაღად გამოყენების შესაძლებლობას. განხილვაში მონაწილეთა აზრით, "მესამე მსოფლიო ომში ბიოლოგიური იარაღი გამოყენებული იქნება და ამ თვალსაზრისით, SARS-ის ჯგუფის ვირუსი შესაძლოა გახდეს - "ახალი თაობის ბიოლოგიური იარაღი!" (წყარო)

გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ავსტრალიის სტრატეგიული პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორის, პიტერ ჯენინგსის განცხადებით, დოკუმენტის ნამდვილობის ძალიან დიდი ალბათობაა, თუმცა მისი მრავალმხრივი შესწავლა საჭიროა, სხვადასხვა ანალიტიკური სამსახურების მიერ.

დოკუმენტი თუ ფიზიკურად შესაბამისობაშია, ჩინეთის სახელმწიფოში ადმინისტრირების სტანდარტებთან, მისი ნამდვილობის ან, უფრო სწორად, რეალურობის ეჭვქვეშ დაყენება შეიძლება დაშვებით, რომ დოკუმენტში აღწერილი პროცესი, ერთ-ერთი მორიგი განხილვა იყო, რომელიც, სავარაუდოდ, ყველა ქვეყნის ხელისუფლებებისა და მეცნიერების მიერ განიხილება. თუმცა ის, რომ კონკრეტულად ამ ჯგუფის ვირუსების გამოყენებას ეხება მსჯელობა, ბუნებრივია, უკვე აჩენს ეჭვს ჩინეთის მხრიდან გარკვეული მანიპულაციების თაობაზე. ეჭვს ამძაფრებს ისიც, რომ აღნიშნულ განხილვაში ჩინელი მეცნიერები განიხილავენ მისი მოქმედების ეფექტს და შესაძლო გავრცელების "სრულიად უცნობ მეთოდს", რომელიც შემდეგ თავად განვითარდება, როგორც ადამიანის ბუნებრივი დაავადება! (იხ. ზემოთ მითითებული წყარო)

დოკუმენტში მოცემული ინფორმაციის სანდოობას ის გარემოებაც ხდის სარწმუნოს, რომ ვირუსის წარმოშობის შესახებ ჯანმოს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ჯერჯერობით აქამდე არსებული ვერსიებიდან არც ერთი დადასტურებული არ არის. ასევე, ეჭვს ბადებს ამ გამოძიებაში თავად ჩინური მხარის ქმედებები, რომელიც წლის დასაწყისში ჯანმოს ექსპერტების ვიზიტისთვის ხელის შეშლასა (წყარო) და გამოძიების პროცესში, უნდილ ჩართულობაში გამოიხატებოდა (ბმული). ჯანმოს ექსპერტების ოთხკვირიანმა მუშაობამ ჩინეთში და კონკრეტულად - უჰანში, ვირუსის წარმოშობა-გავრცელების არც ერთი ვერსია არ დაადასტურა გადაწყვეტით. საგამოძიებო ჯგუფში, ავსტრალიის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ ბლოგში, ის დეტალურად იხსენებს გაწეულ სამუშაოს, მის შედეგებსა და ჩინელ კოლეგებთან კომუნიკაციას. (ბმული)

საინტერესო ის არის, რომ ყველა ოფიციალურ წყაროში, რომელიც ჯანმოს მიერ არის გავრცელებული, საბოლოოდ დადასტურებულ პირველწყაროზე გადაწყვეტილება არ არის. (ბმული) ჯერ კიდევ დასაშვებია ყველა ვერსია, ისიც კი, რომ საერთოდ, ჩინეთში პირველი შემთხვევის დაფიქსირებამდე, ვირუსი შესაძლოა სხვა ქვეყანაში წარმოიშვა და ჩინეთში მისი მასშტაბური გავრცელება მოხდა. ასევე, გამოირიცხა უჰანის ბაქტერიოლოგიური კვლევითი ლაბორატორიიდან ვირუსის "გაქცევის" ვერსია. ლაბორატორიის უსაფრთხოების აუდიტმა ასეთი შესაძლებლობა პრაქტიკულად გამორიცხა. მოკლედ, რაც უფრო უღრმავდებიან საკითხს, მით უფრო მეტი კითხვა ებადებათ, ვიდრე პასუხებს პოულობენ.

ასეთი კითხვების ერთი სიბრტყეა მისი პოლიტიკური შემადგენელი. ზემოხსნებულ დოკუმენტში განიხილება SARS-ის დამაზიანებელი ეფექტი, რომელიც მსოფლიოს ჯანდაცვის სიტემას დატვირთვის გამო მიადგება! ეს კი სოციალურ მექანიკაში ნიშნავს იმას, რაც მივიღეთ გასული წლის დასაწყისში, პანდემიის ოფიციალურად გამოცხადებისას, როდესაც სამედიცინო დაწესებულებები გადავიდნენ ეპიდემიის მართვისთვის საგანგებო რეჟიმებზე და "გეგმური" მედიცინა, პრაქტიკულად, გაჩერდა. ეს კი გამოწვეული იყო, ძირითადად, ორი მიზეზით - პირველი, თავად ვირუსის შიშით, როდესაც კლინიკებში მხოლოდ გადაუდებელი პროცედურები იწარმოებოდა და მეორე, უბრალოდ, რესურსის არქონის გამო, როგორც ადმინისტრირების, ისე - პრაქტიკულ დონეზე. ხოლო ის, რაც იყო, ეპიდემიასთან ბრძოლამ წაიღო ან, უბრალოდ, გამოცდილება არ ჰქონდა არავის, არც ერთ დონეზე, თუ როგორ უნდა ემოქმედათ. ცალკე დამაზიანებელია ეკონომიკური ეფექტი, რომელიც პარალიზებულს ხდის უამრავ ჩვეულ სოციალურ აქტივობას - ტურიზმს, სავაჭრო ურთიერთობებს, ფიზიკურ სერვისზე ორიენტირებულ ინდუსტრიებს და ა.შ. პრაქტიკულად, ყველა ის ნეგატიური ეფექტია, გარკვეული დოზით, რომელიც შეირაღებული კონფლიქტისას დგება საომარ მოქმედებებში ჩართულ ქვეყნებში!

შესაბამისად, მიუხედავად ახლა გამოქვეყნებული მტკიცებულებებისა, ფაქტია, რომ ამ ვითარების გამოყენება პოლიტიკური პროცესების შესაბამისად ხდება და სხვაგვარად ვერც იქნება. პანდემიამ ადგილობრივ და საერთაშორისო ადმინისტრაციებისთვის სრულიად სხვა ყოფითი რეალობა და სოციალური მექანიკა წარმოშვა, რომელშიც "ექსპერტი" უბრალოდ ვერავინ იქნებოდა. ასეთ მოცემულობაში კი მანიპულაციები და ძალაუფლების უკონტროლოდ მიღება, შესაძლოა, თავისთავად მოხდეს, ერთგვარად - ბუნებრივად! თანაც მოცემულობაში, რომელშიც რიგით ადამიანს უშუალო საფრთხის ფიქსირების და კონტროლის არანაირი ობიექტური შესაძლებლობა/ინსტრუმენტი არ გააჩნია.

და ბოლოს... არავინ ვიცით, ეს ყველფერი, რაც ახლა ჩვენს თავს ხდება, მთელი დედამიწის მასშტაბით, რეალურად რა პროცესია, როგორ შედეგამდე მიგვიყვანს ის და რა სახის ტრანსფორმირებით გავალთ აქედან სრულიად კაცობრიობა. ერთი რამ ფაქტია, ვითარება ამ ეტაპისთვის იქამდეა მისული, რომ გვჭირდება პენიცილინის გამოგონების დარი გამოგონება, რათა თავი დავაღწიოთ ამ გაუგებარ მდგომარეობას და შევეცადოთ, აღვადგინოთ ის სოციალური, პოლიტიკური თუ ეკონომიკური ცხოვრება, რომელიც აქამდე ჩვენთვის ჩვეული იყო. ან როგორც მინიმუმ, მისი მიმსგავსებული ვერსია, რომელიც გაცილებით მეტად დაგვაზღვევს ეპიდემიებისა და შედეგად გამოწვეული ყველა ფორმაციის "შოკებისგან"!

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს