"მალავდა, რომ ცოლ-შვილი ჰყავდა" - რატომ იტყუებიან დაქორწინებული მამაკაცები და როგორ ხდებიან ქალები მათი ტყუილის მსხვერპლი?!
"მალავდა, რომ ცოლ-შვილი ჰყავდა" - რატომ იტყუებიან დაქორწინებული მამაკაცები და როგორ ხდებიან ქალები მათი ტყუილის მსხვერპლი?!
რატომ იტყუებიან დაქორწინებული მამაკაცები, რომ ცოლ-შვილი არ ჰყავთ, უფრო სწორედ, რატომ თამაშობენ ხშირად თავისუფალი, უდარდელი მამაკაცის როლს და ასე ცდილობენ ქალის მოხიბვლას, მერე კი... რა აღარ ხდება.

ყველას ეს არ შეეხება, რა თქმა უნდა, თუმცა უმეტესობას ალბათ კი...

ჩემთვის ეს უღირსი საქციელია, თუმცა ხშირად მომისმენია, მამაკაცები გენდერულ სოლიდარობას როგორ იჩენენ და ამ საქციელს ამართლებენ, უსუსურად, მაგრამ მაინც... მაგალითად ასე, რომ მამაკაცს მრავალფეროვნება სჭირდება და ხანდახან ცხოვრება უნდა გადაიხალისოს...

ამბავი რომელსაც ახლა მოგიყვებით, ნამდვილია და ჩემს უახლოეს მეგობარს გადახდა.

თავშივე ვიტყვი,
რომ ნატა გონიერი, განათლებული და საკმაოდ წარმატებული გოგოა, რომელსაც წლების განმავლობაში გამოუსწორებელ წუნიად ვიცნობდით, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს გაგვიმხილა, რომ შეყვარებული იყო, უფრო სწორედ, ადვილად შევატყეთ ბედნიერებით გაბრწყინებულ თვალებსა და გამუდმებით მობილური ტელეფონის თვალიერებით და მერე თვითონაც აღიარა... როგორც გაირკვა, ბიჭი ერთ-ერთი საქმიანი შეხვედრისას გაიცნო, შემდეგ კი "ფეისბუკით"რამდენიმე კვირიანი მიწერ-მოწერისას ისე დაახლოვდნენ, რომ ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებდნენ და პირველმა პაემანმაც არ დააყოვნა...

მოკლედ, მალე პაემნები გახშირდა, საიდანაც ჩემი მეგობარი უფრო და უფრო მეტად შეყვარებული ბრუნდებოდა, მალე რამდენიმე მეგობარსაც გაგვაცნო, რაღა დავმალო და ახალგაზრდა კაცმა ჩვენს
სკეპტიკურად განწყობილ მზერასა და ჩამჭრელ კითხვებსაც გაუძლო და საყვარელი ქალის დაქალების გულიც მოინადირა.

ეჭვი ოდნავადაც არაფერში შემპარვია, ისეთი ბედნიერები ჩანდნენ ერთად, ველოდი, რომ მალე ქორწინების თარიღსაც გვამცნობებდნენ... მისი ასავალ-დასავალის მოკითხვა აზრადაც არავის მოგვსვლია, თუმცა ალბათ ადვილად გავარკვევდით ვინ იყო და რას წარმოადგენდა, თბილისი ხომ მილიონიანია, თუმცა მაინც პატარა ქალაქია...

მათი ურთიერთობაც უფრო და უფრო მძაფრდებოდა და ღრამვდებოდა, ნატა უკვე მასთან ერთად საცხოვრებლად გადასვლაზე ლაპარაკობდა, ამბობდა, ყველაფერი ისე კარგად არის, მეშინია, რამე არ მოხდესო...

და მოხდა კიდეც, თუმცა მანამდე ერთ დღეს შეფიქრიანებული მომადგა, ამდენხნიანი ურთიერთობის შემდეგ მის არცერთ მეგობარს და ახლობელს არ ვიცნობ და განა ეს ნორმალურიაო... ეს მართლაც არ იყო ნორმალური, ჰოდა, პირველი ეჭვი, რომ შეიძლება უნაკლო ზურას ცოლ-შვილი ჰყოლოდა, მე ვთქვი ხმამაღლა... ნატა გადაირია, ქვა აააგდო და თავი შეუშვირა, ცოლი რომ ჰყავდეს ჩემთან გატარებული ღამეებისას არ მოიკითხავდაო... ერთხელაც არასდროს დაურეკია ვინმეს, რომ არ ეპასუხა ან საეჭვოდ აერიდებინა თავი ჩემთან ერთად ლაპარაკისთვისო და კიდევ არაერთი მიზეზი...

... როგორც მერე ნატამ მითხრა, სცადა ზურასგან გაეგო სიმართლე, პირდაპირ უთხრა, ეჭვი მაქვს, ცოლ-შვილი გყავსო, როგორც ჩანს, იმდენი ნამუსი კი ეყო, რომ მეტად აღარ გაეგრძელებინა თავისუფალი კაცის როლის თამაში და აღირა, რომ ცოლიც ჰყავდა და სამი შვილიც, თუმცა თვითონაც ისე იყო უკვე გაბმული თავისსავე დაგებულ ხაფანგში, როდესაც ჩემმა მეგობარმა მასთან ურთიერთობის გააწყვეტა მტკიცედ გადაწყვიტა, ლამის გადაირია... სახლიდანაც კი წამოვიდა, რომ როგორმე ნატას გული ისევ მოეგო, თუმცა ჩემდა გასაკვირადაც კი, ჩემი მეგობარი, რომელიც მართლა პატარა გოგოსავით ყურებამდე იყო შეყვარებული, ქვა და რკინად იქცა და ახლოს აღარ გაიკარა, თუმცა მე ხომ ვიცი, რამდენ გათენებულ ღამედ, ცრემლად და ტკივილად დაუჯდა ეს... ნატა ამბობდა, რომ არაფრით დაანგრევდა ოჯახს და არ წაართმევდა შვილებს მამას...

ეს ნატაა ასეთი პრინციპების გოგო, თუმცა სხვა ქალი ალბათ სხვანაირად მოიქცეოდა.

ასე რომ, მამაკაცებო, ვიდრე ახალი ქალის "შებმას" მორიგი ტყუილით შეეცდებით, დაფიქრდით, რამდენ ადამიანს შეიძლება მიაყენოთ ტკივილი: შვილებს, ცოლს, რომელსაც სიყვარულს ეფიცებით, თქვენგან მოტყუებულ მორიგ ქალს, რომელსაც ასევე სიყვარულს უხსნით და საკუთარ თავსაც კი...

222
17 ოქტომბერი 2017 17:19
რა მიკვირს იცით,არ დამიწყოთ ეხლა ლანზღვა ჯიგრულად ვკითხულობ და მაინტერესებს, ბიჭს რომ შეხდებიან რამოდენიმე დღეში გამით ერთად რჩებიან შემდეგ ფეხძიმდებიან ეს 2 თვეში ან უფრო ადრე და შემდეგ ხვდებიან რომ ან ბიჭს არ უნდა ან ცოლიანი ყოფილა,ასე უტვინოაა ეს ბრბო თუ რაიმ,ე განსაკუთრებული მოთხოვნა გააჩნია,არ შეიზლება თუ გიყვარს და გიჯდები უბრალოდ ერთად ყოფნით დატკბეთ და სექსისთვის ქორწილის შემდეგ იფიქროთ?
ჯიმი
05 ოქტომბერი 2017 20:31
ვერ დაგეთახმებით, ამ კომენტარის ავტორებს, მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია, სულელს რომ დაიჭერ უნდა გამოიყენო, როგორც შეგეძლება
nia
05 ოქტომბერი 2017 14:24
Msgavs situaciashi mec var.ertxel shevxvdit.mis mere meubneba rom vuyvarvar.mec miyvars magram shexvedras agar chqarobs.me ki lodinit davigàle.ar vcnob aravis mis natesavs.mokled ar vici ea vqna
ყველაზე მეტად რომელი სამთავრობო სტრუქტურების გაერთიანებაა თქვენთვის მიუღებელი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ყველაზე მეტად რომელი სამთავრობო სტრუქტურების გაერთიანებაა თქვენთვის მიუღებელი?