"მალავდა, რომ ცოლ-შვილი ჰყავდა" - რატომ იტყუებიან დაქორწინებული მამაკაცები და როგორ ხდებიან ქალები მათი ტყუილის მსხვერპლი?!
"მალავდა, რომ ცოლ-შვილი ჰყავდა" - რატომ იტყუებიან დაქორწინებული მამაკაცები და როგორ ხდებიან ქალები მათი ტყუილის მსხვერპლი?!
რატომ იტყუებიან დაქორწინებული მამაკაცები, რომ ცოლ-შვილი არ ჰყავთ, უფრო სწორედ, რატომ თამაშობენ ხშირად თავისუფალი, უდარდელი მამაკაცის როლს და ასე ცდილობენ ქალის მოხიბვლას, მერე კი... რა აღარ ხდება.

ყველას ეს არ შეეხება, რა თქმა უნდა, თუმცა უმეტესობას ალბათ კი...

ჩემთვის ეს უღირსი საქციელია, თუმცა ხშირად მომისმენია, მამაკაცები გენდერულ სოლიდარობას როგორ იჩენენ და ამ საქციელს ამართლებენ, უსუსურად, მაგრამ მაინც... მაგალითად ასე, რომ მამაკაცს მრავალფეროვნება სჭირდება და ხანდახან ცხოვრება უნდა გადაიხალისოს...

ამბავი რომელსაც
ახლა მოგიყვებით, ნამდვილია და ჩემს უახლოეს მეგობარს გადახდა.

თავშივე ვიტყვი, რომ ნატა გონიერი, განათლებული და საკმაოდ წარმატებული გოგოა, რომელსაც წლების განმავლობაში გამოუსწორებელ წუნიად ვიცნობდით, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს გაგვიმხილა, რომ შეყვარებული იყო, უფრო სწორედ, ადვილად შევატყეთ ბედნიერებით გაბრწყინებულ თვალებსა და გამუდმებით მობილური ტელეფონის თვალიერებით და
მერე თვითონაც აღიარა... როგორც გაირკვა, ბიჭი ერთ-ერთი საქმიანი შეხვედრისას გაიცნო, შემდეგ კი "ფეისბუკით"რამდენიმე კვირიანი მიწერ-მოწერისას ისე დაახლოვდნენ, რომ ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებდნენ და პირველმა პაემანმაც არ დააყოვნა...

მოკლედ, მალე პაემნები გახშირდა, საიდანაც ჩემი მეგობარი უფრო და უფრო მეტად შეყვარებული ბრუნდებოდა, მალე რამდენიმე მეგობარსაც გაგვაცნო, რაღა დავმალო და ახალგაზრდა კაცმა ჩვენს სკეპტიკურად განწყობილ მზერასა და ჩამჭრელ კითხვებსაც გაუძლო და საყვარელი ქალის დაქალების გულიც მოინადირა.

ეჭვი ოდნავადაც არაფერში შემპარვია, ისეთი ბედნიერები ჩანდნენ ერთად, ველოდი, რომ მალე ქორწინების თარიღსაც გვამცნობებდნენ... მისი ასავალ-დასავალის მოკითხვა აზრადაც არავის მოგვსვლია, თუმცა ალბათ ადვილად გავარკვევდით ვინ იყო და რას წარმოადგენდა, თბილისი ხომ მილიონიანია, თუმცა მაინც პატარა ქალაქია...

მათი ურთიერთობაც უფრო და უფრო მძაფრდებოდა და ღრამვდებოდა, ნატა უკვე მასთან ერთად საცხოვრებლად გადასვლაზე ლაპარაკობდა, ამბობდა, ყველაფერი ისე კარგად არის, მეშინია, რამე არ მოხდესო...

და მოხდა კიდეც, თუმცა მანამდე ერთ დღეს შეფიქრიანებული მომადგა, ამდენხნიანი ურთიერთობის შემდეგ მის არცერთ მეგობარს და ახლობელს არ ვიცნობ და განა ეს ნორმალურიაო... ეს მართლაც არ იყო ნორმალური, ჰოდა, პირველი ეჭვი, რომ შეიძლება უნაკლო ზურას ცოლ-შვილი ჰყოლოდა, მე ვთქვი ხმამაღლა... ნატა გადაირია, ქვა აააგდო და თავი შეუშვირა, ცოლი რომ ჰყავდეს ჩემთან გატარებული ღამეებისას არ მოიკითხავდაო... ერთხელაც არასდროს დაურეკია ვინმეს, რომ არ ეპასუხა ან საეჭვოდ აერიდებინა თავი ჩემთან ერთად ლაპარაკისთვისო და კიდევ არაერთი მიზეზი...

... როგორც მერე ნატამ მითხრა, სცადა ზურასგან გაეგო სიმართლე, პირდაპირ უთხრა, ეჭვი მაქვს, ცოლ-შვილი გყავსო, როგორც ჩანს, იმდენი ნამუსი კი ეყო, რომ მეტად აღარ გაეგრძელებინა თავისუფალი კაცის როლის თამაში და აღირა, რომ ცოლიც ჰყავდა და სამი შვილიც, თუმცა თვითონაც ისე იყო უკვე გაბმული თავისსავე დაგებულ ხაფანგში, როდესაც ჩემმა მეგობარმა მასთან ურთიერთობის გააწყვეტა მტკიცედ გადაწყვიტა, ლამის გადაირია... სახლიდანაც კი წამოვიდა, რომ როგორმე ნატას გული ისევ მოეგო, თუმცა ჩემდა გასაკვირადაც კი, ჩემი მეგობარი, რომელიც მართლა პატარა გოგოსავით ყურებამდე იყო შეყვარებული, ქვა და რკინად იქცა და ახლოს აღარ გაიკარა, თუმცა მე ხომ ვიცი, რამდენ გათენებულ ღამედ, ცრემლად და ტკივილად დაუჯდა ეს... ნატა ამბობდა, რომ არაფრით დაანგრევდა ოჯახს და არ წაართმევდა შვილებს მამას...

ეს ნატაა ასეთი პრინციპების გოგო, თუმცა სხვა ქალი ალბათ სხვანაირად მოიქცეოდა.

ასე რომ, მამაკაცებო, ვიდრე ახალი ქალის "შებმას" მორიგი ტყუილით შეეცდებით, დაფიქრდით, რამდენ ადამიანს შეიძლება მიაყენოთ ტკივილი: შვილებს, ცოლს, რომელსაც სიყვარულს ეფიცებით, თქვენგან მოტყუებულ მორიგ ქალს, რომელსაც ასევე სიყვარულს უხსნით და საკუთარ თავსაც კი...

მკითხველის კომენტარი (42)
222
17 ოქტომბერი 2017 17:19
რა მიკვირს იცით,არ დამიწყოთ ეხლა ლანზღვა ჯიგრულად ვკითხულობ და მაინტერესებს, ბიჭს რომ შეხდებიან რამოდენიმე დღეში გამით ერთად რჩებიან შემდეგ ფეხძიმდებიან ეს 2 თვეში ან უფრო ადრე და შემდეგ ხვდებიან რომ ან ბიჭს არ უნდა ან ცოლიანი ყოფილა,ასე უტვინოაა ეს ბრბო თუ რაიმ,ე განსაკუთრებული მოთხოვნა გააჩნია,არ შეიზლება თუ გიყვარს და გიჯდები უბრალოდ ერთად ყოფნით დატკბეთ და სექსისთვის ქორწილის შემდეგ იფიქროთ?
ჯიმი
05 ოქტომბერი 2017 20:31
ვერ დაგეთახმებით, ამ კომენტარის ავტორებს, მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია, სულელს რომ დაიჭერ უნდა გამოიყენო, როგორც შეგეძლება
nia
05 ოქტომბერი 2017 14:24
Msgavs situaciashi mec var.ertxel shevxvdit.mis mere meubneba rom vuyvarvar.mec miyvars magram shexvedras agar chqarobs.me ki lodinit davigàle.ar vcnob aravis mis natesavs.mokled ar vici ea vqna
ნატა
05 ოქტომბერი 2017 10:29
ტყუილია და შეთხზული ისტორიაა ან რაღაც მიზნით დაწერილი. ჩემი აზრით ეს ნატა და ზურა ცოლ-ქმარია და თქვენ ალბათ ბოროტისმსურველი
marina
18 ივლისი 2017 00:31
არც კაცს ეპატიება და არც კალს დაკორცინებამდე არ არის გრეხი გაიკიტხოტ ერტმანეტზე რამე
ნატალი
19 აპრილი 2017 11:40
კაცებს მზაკვრობაში და ამჩატებაში ქალებმა გაუსწრეს, გაიცანი მისი ოჯახი თუ დაქორწინება გსურთ, არ გაინტერესებთ ვისი გაზრდილია და როგორი შვილები გეყოლებათ? რატომ ჩქარობთ, სექსით გინდათ დააბათ თუ მწვანეა და გაყვითლდება მალე თუ არ გამოიყენებთ!!!
Nani
09 მარტი 2017 01:16
Uმეტესობას ეხება კი.კველა Iტკვილება.
ათენა
09 თებერვალი 2017 12:12
შვილის სიყვარულთან ახლოს არ მოდის კაცის სიყვარულიო... :) კი მოდის და თან ძალიან ახლოს, მაგრამ ვერ აჭარბებს და ეგაა :) ქალისთვის, მარტივად რომ ვთქვა, ძალიან რთულია საყვარელი მამაკაცის გარეშე ცხოვრება, მაგრამ თუ ეს სიყვარული რამენაირად მისი შვილის/შვილების ინტერესებს აზიანებს, ის უკანა პლანზე გადასწევს საკუთარ გრძნობებს!

საკუთარ თავზე ზრუნვა არაა, სხვაზე ზრუნვააო :) კონკრეტულად ზურას მაგალითზე იმას ვიტყვი, რომ საზრუნავი ჯერ შვილები ჰყავს, რაზეც პასუხისმგებლობა აქვს აღებული ღვთის, ქვეყნის და იმ ქალის წინაშე, რომელზეც დაქორწინდა! მაინც როგორ იზრუნებს 3 შვილზე, კვირაში სამჯერ თითო საათით გაასეირნებს და ალიმენტს გადაუხდის? და თქვენ ფიქრობთ, რომ ესაა მამობა? იქნებ ბავშვი მამასთან ჩახუტების გარეშე ვერ იძინებს? ეს მსხვერპლი კიარაა? შვილების გაწირვაა საკუთარი თავისთვის ზუსტად! იმიტომ, რომ სხვა ქალთან ყოფნა მოგინდა! კაცმა შეიძლება ასეთი "მსხვერპლი" გაიღოს უპირობო სიყვარულის სახელით, მაგრამ 2-3 წლის შემდეგ სხვა შეუყვარდეს! ქალმა კი შეიძლება შვილები ვერ მიატოვოს, რადგან გააზრებული აქვს საკუთარი პასუხისმგებლობა, მაგრამ მართლაც დარდში გაატაროს მთელი ცხოვრება და მხოლოდ ერთი კაცი უყვარდეს! და თქვენ ამბობთ, რომ ქალს კაცის სიყვარული არ შეუძლია! უბრალოდ ძალიან მიშლის ნერვებს ეს ფრაზა :)

ისე, კოლხი მედეა გაიხსენეთ, როგორ დაუფასა უპირობოდ მოყვარულმა იაზონმა მართლაც უპირობო სიყვარული! კაცები არა ხართ სანდონი :) ესეცაა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ქალმა თავი არ უნდა დაკარგოს!

კომპლიმენტისთვის გმადლობთ :)
ათენას
08 თებერვალი 2017 12:30
კომპლიმენტი იყო, გმირი კი არ არის,ეს მსხვერპლზე წასვლის მზაობას ნიშნავს,სიყვარული სიყვარულია,არ აქვს მნიშვნელობა ვინ გიყვარს,მთავარია რაზე წახვალ ამ სიყვარულის გამო.ის ფაქტი,რომ ქალისათვის შვილის სიყვარულთან ახლოს არ მოდის კაცის სიყვარული, მხოლოდ ჩემს სიმართლეს ადასტურებს.,დეპრესიაში ყოფნა და მთელი ცხოვრება ტირილი არ ნიშნავს გრძნობის სიღრმეს, ადამიანის შეყვარება და მასთან ყოფნის სურვილი,მოვალეობებზე უარის თქმა რატოა?! ქალს მოვალეობის გრძნობა აკავებსო ამბობთ და კაცს საკუთარი თავის გარდა ფეხებზე ჰკიდიაო ყველაფერი, აი სად სცდებით,საკუთარ თავზე ზრუნვაა სხვისი სიყვარული?! საკუთარ თავზე ზრუნვაა,შენი შვილებისაგან შორს იყო,იმიტომ რომ საყვარელი ადამიანის გვერდით აღმოჩნდე? თუ ეს საყვარელი ადამიანისათვის ზრუნვა უფროა?!ვიტყოდი,რომ ზურა უბრალოდ აფერისტი კაცია,რომელმაც ქალი შეაბა,თავისი მიიღო და დაივიწყა,ოჯახიდან წამოსვლა რომ არ შეეთავაზებინა,ვიმეორებ ეს გმირობა არ არის,მსხვერპლია,სიყვარულისათვის გაღებული. ქალებს როგორ აქვთ მოვალეობის გრძნობა კაცზე მეტად განვითარებული?! ეს სქესზე არ არის დამოკიდებული,დედობრივი ინსტინქტი კი ბატონო,მაგრამ მოვალეობის გრძნობა სხვა რამეა. რა იცით სად დაბრუნდება ზურა?! შვილებზე იზრუნებს,რა თქმა უნდა და პრობლემა ესაა,აქ უშლის დედობის ინსტინქტი ნატას, ზურა მართლა შეიყვაროს,ზურას შვილები მისი შვილების კონკურენტები იქნებიან,ამიტომ ვამბობ,კაცის სიყვარული არ შეუძლიათ მეთქი ქალებს, კაცებმა ეს უნდა იცოდნენ,და შესაბამისად მოიქცნენ. სულ ესაა :)))
ათენა
08 თებერვალი 2017 11:13
ათენა-ს-ს!

სიმართლე გითხრათ, ვერ გიცანით :) მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. არ მწყენია, პირიქით - გმადლობთ, რომ ჩემთვის ასე გაისარჯეთ და შეეცადეთ აგეხსნათ კაცებისა როგორ უნდა გავიგო :)

თავდაპირველად, მინდა ვთქვა, რომ წარმოუდგენელია დედა-შვილური და სტატიაში მოყვანილი ურთიერთობის ერთმანეთთან შედარება! ეს აბსოლუტურად სხვადასხვა რამეა!

რაც შეეხება "უპირობო" სიყვარულს, ბოლომდე ვერ გაგიგეთ. რადგან ზურამ 3 შვილი მიატოვა გმირია?! ამ ქვეყნად ჩვენ მხოლოდ სიყვარულისთვის და ტკბობისთვის არ ვართ მოვლენილნი, სამწუხაროდ! ჩვენ მოვალეობები გვაკისრია! და ეს ქალებს უკეთ გვაქვს გათავისებული, ვიდრე კაცებს! თუ ქალს ბოდიში და ფეხებზე ვერ ჰკიდია ყველა და ყველაფერი საკუთარი თავის გარდა, ეს იმას ნიშნავს, რომ სიყვარული არ შეუძლია? ძალიან ცდებით :)
რაც შეეხება კონკრეტულად ნატას შემთხვევას: ურთიერთობის განახლების შემთხვევაში, ეს ჩვენი ზურა რაღაც დროის შემდეგ შვილებთან დაბრუნდება, როგორც ხდება ხოლმე უმეტეს შემთხვევაში, ნატას კი მინიმუმ მძიმე დეპრესია ელოდება. ან შეიძლება ვიღაც ნიტა გამოჩნდეს და იმან ჩაითრიოს უპირობო სიყვარულით :)
ქალებმა იმდენად ძლიერი სიყვარული ვიცით, რომ კაცები ვერასდროს ჩაწვდებიან ამას და ქალი ყოველთვის გულნატკენი დარჩება (ნორმალურ და ნამდვილ ქალებზე მაქვს საუბარი და არა ქაჯებზე). კაცი ვერ სწვდება ქალის ემოციების სიღრმეებს, ან მისი ბუნებაა ასეთი ზედაპირული და რა ქნას? მესმის ეგეც :)

ლიტერატურა რომ მოიყვანეთ მაგალითად, მეგობარო, ნეტა სიყვარული ცხოვრებაშიც მართლა ისეთი იყოს, როგორიც წიგნებში და ფილმებშია...

P.S. ნამდვილი ქალი ხარო, ეგ კომპლიმენტი იყო, თუ იმ მონოლოგის დასასრული, სადაც ქალები სიყვარულის უუნარობაში გვამხილეთ? :)))

თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები