ჯიბის ქურდები საზოგადოებრივ ტრანსპორტში, უფრთხილდით ცალ მხარზე ქურთუკმოსხმულ მამაკაცებს!
ჯიბის ქურდები საზოგადოებრივ ტრანსპორტში, უფრთხილდით ცალ მხარზე ქურთუკმოსხმულ მამაკაცებს!

ბოლო ხანს ხშირად მესმოდა, რომ ქალაქში ჯიბის ქურდები მომრავლდნენ, მაგრამ ამაზე ნამდვილად ვერ დავწერდი, ერთი კვირის განმავლობაში ორ შემთხვევას რომ არ შევსწრებოდი. ორივე შემთხვევა სამარშრუტო ტაქსიში მოხდა, ერთი 135-ში, მეორე კი 2-ში.

პირველი შემთხვევისას ყაზბეგის გამზირის ბოლოში ტრანსპორტში ავედი თუ არა, დავინახე, ნახევრად ცარიელ სამარშრუტოს შუაში ახალგაზრდა კაცი იდგა, ცალ მხარზე ქურთუკმოსხმული და უცნაურ ბარიერს ქმნიდა იმათთვის, ვინც უკანა მხარეს გადასვლას ცდილობდა. მათ შორის ვიყავი მეც, ვუთხარი, - გადაწეულიყო, -
ზრდილობიანად მომიბოდიშა, - ჩავდივარ და იქნებ თქვენ გადახვიდეთო, რა თქმა უნდა, წვალებით გადავლახე "რუბიკონი" და უკან დავაჯექი, ნელ-ნელა სამარშრუტო ხალხით გაივსო, რატომღაც ჩემი ყურადღება მიიქცია იმან, რომ კაცი, რომელიც ამბობდა, მალე ჩავდივარო, ისევ ისე იდგა...

მარჯანიშვილის მეტროსთან, სამარშრუტო ახალი დაძრული იყო გაჩერებიდან, ვიღაც ისევ რომ
აყვირდა, - გააჩერეთ! გააჩერეთო!.. ამ მომენტიდან ცოტა ხანში, ქალმა, რომელიც ჩემ წინ დაჯდა, აღმოაჩინა, რომ ჩანთა გახსნილი ჰქონდა, მალევე კი ნახე ისიც, რომ საფულეც ამოეცალათ.


ქალი ტიროდა, - სხვისთვის მისაცემი ფული მქონდაო, გარშემო მგზავრებმა უცებ გაიხსენეს ქურთუკმოსხმული მამაკაცი, რომელიც უცნაურად იყო გახირული და ფაქტობრივად, ყველა ამსვლელ-ჩამსვლელს უშლიდა ნერვებს, მერე კი მოულოდნელად ლამის ყველას გადაურა და საოცარი სისწრაფით ჩავიდა სატრანსპორტო საშუალებიდან, როგორც აღმოჩნდა, ფეხზე დგომისას ქალის გვერდით სწორედ ის მამაკაცი იდგა...

იქვე ითქვა, რომ ეს წვრილი ქურდბაცაცები ქურთუკს ვითომ შემთხვევით აფარებენ ჩანთას და ისე "მუშაობენ".

ეს რომ ნამდვილად ასეა, უკვე მეორე შემთხვევაში საკუთარი თვალით ვნახე
. ამჯერად სამარშრუტოში ასულს, ეგრევე თვალში მომხვდა ზუსტად იგივე სცენა, ცალ მხარზე ქურთუკმოსხმული კაცი, ოღონდ ამჯერად მეტი დამაჯერებლობისთვის, რომ ვითომ ჩასვლას აპირებდა, ხელში 5 -ლარიანი ეჭირა.

ვინაიდან, ასეთ ვითარებას ორიოდე დღის წინ, ერთხელ უკვე შევესწარი, 35-წლამდე მამაკაცი ჩემი დაკვირვების ობიექტად იქცა. კაცი  ქალს, რომელიც თითო სკამის ჩაყოლების მხარეს იჯდა, თავზე ედგა. იმ დროს, როდესაც ერთ-ერთი მგზავრი ჩადიოდა, სამარშრუტოს ვიწრო გასასვლელში ვითომ სხვისთვის ადგილის დასათმობად ისე გადაიხარა, რომ ქალის კალთას, სადაც ჩანთა ედო, მთლიანად გადააფარა ქურთუკი და ის იყო შეუდგა საქმე, რომ მოვქაჩე და ვკითხე - რას შვრები-მეთქი? - მობრუნდა შეშლილი სახით, - რა შენი საქმეაო? - კბილებში ჩუმად გამოსცრა და სასწრაფოდ დაიძრა კარისკენ. ქალს ვუთხარი, - ნახეთ, ყველაფერი თუ გაქვთ ადგილზე-მეთქი, - შეშინებულმა დაიწყო ჩანთის თვალიერება, გახსნაც ვერ მოესწრო ქურდბაცაცას, რომელიც ვიდრე დანარჩენი მგზავრები გონს მოვიდნენ, სასწრაფოდ ჩახტა სამარშრუტოდან.

მოკლედ, სავარაუდოდ, იგივე ვითარება იქნება ავტობუსებშიც, შესაძლოა, მეტროშიც, ამიტომ ვინც მგზავრობთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, გაფრთხილდით... როგორც ჩანს, ჯიბის ქურდები სოკოებივით მომრავლდნენ, ჩვენს სამართალდამცავებს კი სძინავთ...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

მკითხველის კომენტარი (38)
სალომე
04 ნოემბერი 2018 22:36
2 დღის უკან ამომაცალეს კოსმეტიკის ჩანთ ეტყობა საფულე ეგონათ . ისე დამენანა ჩემი კოსმეტიკა :( თან ამჟამდ არ ვმუშაობ და ჩემთვის ზარალია :(( ნაგვები !
მე
18 ოქტომბერი 2017 15:33
"რვა სული ქურდისგან დაფასებული და ჩაკოცნილი" რომ იყრის კენჭს თბილისის მერის პოსტზე და დიდი შანსია გახდეს კიდეც მერი.. იკითხეთ ახლა როგორ და რატომ მომრავლდენენ დამნაშავეები...
მაშა, მაშა!!!
17 ოქტომბერი 2017 14:39
როგორც იქნა, დაგვიბრუნდა, დაგვიბრუნდა ის სანატრელი დრო!
ბევრს ჩვენგანს კარგად გვახსოვს მილიცია-პოლიციასთან შეკრული ქურდ-ბაცაცების სახეები (პირდაპირი გაგებითაც) მეტროპოლიტენში თუ ბაზრობებზე, ავტობუსებსა და მარშრუტკებში!...

ხომ გვპირფებოდა "ოცნება", აღვადგენ სამართლიანობასო! კიდევ ვინმე იტყვის, სიტყვის პატრონები არ არიანო?!! თან, ამ დღეებში ციხიდან ბოლო ტერორისტებსაც უშვებენ (თურმე ასე უნდა დალაგდეს რუსეთთან ურთიერთობები!).
პ.ს. არა, ერთი პირობა ნამდვილად არ შეუსრულებიათ - ჩაზნექილი საკამების ნოსტალგია გვკლავს! ამასაც ეშველება და მაშინ ივერია მთლად გაბრდღვიალდება!!!

halagaji
17 ოქტომბერი 2017 13:57
ვინ გაბედავდა იმ ( გიჟის) დროს ჩვენ რომ ვეზახით ჯიბეში ხელის ჩაყოფას?! ხო მოვაცილეთ აქურობას,კრემლის დაკვეთა შესრულებულია...))
მაცი
17 ოქტომბერი 2017 12:50
პოლიცია არ დასუსტებულა, როგორც თხოვენ ისე მუშაობს, იჭერენ კრიმინალებს მაგრამ მათ სასამართლო დარბაზებიდან ათავისუფლებს მოსამართლე, გირაოს სანაცვლოდ.
ერთი სიტყვით ბესელიას და მისნაირების დამსახურებაა რაც ხდება, სანამ ესენი არიან საშველი არ იქნება...
ხათუნა
17 ოქტომბერი 2017 12:39
ვაი თქვენს პატრონს............
---
17 ოქტომბერი 2017 11:41
ვფიქრობ, შსს-ს მინისტრი სუსტია და კრიმინალის მომრავლება ზუსტად მისი ბრალი უნდა იყოს... აშკარად ეტყობა ქვეყანას კრიმინალების თარეში და სანამ დროა ამას შსს-მ უნდა მიხედოს, ტორემ მერე გვიან იქნება.
ოთარი
17 ოქტომბერი 2017 11:08
რაც ხელისუფლებაში ოცნება მოვიდა კრიმინალი ყვავის, ყველა გამოუშვეს ციხეებიდან ჰოდა ამას ვერ ვეკიდებით გაგებით როგორც ოლიგარქმა გვითხრა. ასე იქნება მანამ სანამ ოცნება იქნება ამ ქნეყანაში მმართველი პარტია. გაიღვიძე ერო სანამ დროა, მერე გვიან იქნება.
საბჭოთა კავშირის მოქალაქე
16 ოქტომბერი 2017 23:10
როგორი ნაცნობი მეთოდია! ზუსტად ასე მუშაობდნენ საბჭოთა კავშირის დროს და მერე ხომ კიდევ უფრო გაბლატავდნენ. დავიწყება ვერ მოვასწარით, ისე დაბრუნდა :(
სოსო
16 ოქტომბერი 2017 22:43
მგონი მართული ქაოსია,ხალხის გასამწარებლად..რაც შეეხება ტელეფონების აღმოჩენას,ამ ზაფხულს ვიღაცის დაკარგული ტელეფონი ვიპოვე მინდვრის გზაზე,დაორთქლილი და დაზიანებული იყო,ამიტომ ვერ გავარჩიე,მუშაობდა თუ არა,ნახევარი საათის შემდეგ ტელეფონის პატრონის ახლობელმა დარეკა ამ ტელეფონზე ,მე ვუპასუხე და რაკი გავიგე ვისი იყო,რა თქმა უნდა უთხარი ვინც ვიყავიდა სოფელში დაბრუნების მერე ტელეფონის დაბრუნებაც შევპირდი,სულ რამდენიმე წუთის შემდეგ კი უკვე პოლიციიდან დარეკეს,რაკი ტელეფონი ამუშავდა,მათაც გამომკითხეს ვინ ვიყავი და ასე დამთავრდა ეს ამბავი.

აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები