ჯიბის ქურდები საზოგადოებრივ ტრანსპორტში, უფრთხილდით ცალ მხარზე ქურთუკმოსხმულ მამაკაცებს!
ჯიბის ქურდები საზოგადოებრივ ტრანსპორტში, უფრთხილდით ცალ მხარზე ქურთუკმოსხმულ მამაკაცებს!

ბოლო ხანს ხშირად მესმოდა, რომ ქალაქში ჯიბის ქურდები მომრავლდნენ, მაგრამ ამაზე ნამდვილად ვერ დავწერდი, ერთი კვირის განმავლობაში ორ შემთხვევას რომ არ შევსწრებოდი. ორივე შემთხვევა სამარშრუტო ტაქსიში მოხდა, ერთი 135-ში, მეორე კი 2-ში.

პირველი შემთხვევისას ყაზბეგის გამზირის ბოლოში ტრანსპორტში ავედი თუ არა, დავინახე, ნახევრად ცარიელ სამარშრუტოს შუაში ახალგაზრდა კაცი იდგა, ცალ მხარზე ქურთუკმოსხმული და უცნაურ ბარიერს ქმნიდა იმათთვის, ვინც უკანა მხარეს გადასვლას ცდილობდა. მათ შორის ვიყავი მეც, ვუთხარი, - გადაწეულიყო, -
ზრდილობიანად მომიბოდიშა, - ჩავდივარ და იქნებ თქვენ გადახვიდეთო, რა თქმა უნდა, წვალებით გადავლახე "რუბიკონი" და უკან დავაჯექი, ნელ-ნელა სამარშრუტო ხალხით გაივსო, რატომღაც ჩემი ყურადღება მიიქცია იმან, რომ კაცი, რომელიც ამბობდა, მალე ჩავდივარო, ისევ ისე იდგა...

მარჯანიშვილის მეტროსთან, სამარშრუტო ახალი დაძრული იყო გაჩერებიდან, ვიღაც ისევ რომ
აყვირდა, - გააჩერეთ! გააჩერეთო!.. ამ მომენტიდან ცოტა ხანში, ქალმა, რომელიც ჩემ წინ დაჯდა, აღმოაჩინა, რომ ჩანთა გახსნილი ჰქონდა, მალევე კი ნახე ისიც, რომ საფულეც ამოეცალათ.


ქალი ტიროდა, - სხვისთვის მისაცემი ფული მქონდაო, გარშემო მგზავრებმა უცებ გაიხსენეს ქურთუკმოსხმული მამაკაცი, რომელიც უცნაურად იყო გახირული და ფაქტობრივად, ყველა ამსვლელ-ჩამსვლელს უშლიდა ნერვებს, მერე კი მოულოდნელად ლამის ყველას გადაურა და საოცარი სისწრაფით ჩავიდა სატრანსპორტო საშუალებიდან, როგორც აღმოჩნდა, ფეხზე დგომისას ქალის გვერდით სწორედ ის მამაკაცი იდგა...

იქვე ითქვა, რომ ეს წვრილი ქურდბაცაცები ქურთუკს ვითომ შემთხვევით აფარებენ ჩანთას და ისე "მუშაობენ".

ეს რომ ნამდვილად ასეა, უკვე მეორე შემთხვევაში საკუთარი თვალით ვნახე
. ამჯერად სამარშრუტოში ასულს, ეგრევე თვალში მომხვდა ზუსტად იგივე სცენა, ცალ მხარზე ქურთუკმოსხმული კაცი, ოღონდ ამჯერად მეტი დამაჯერებლობისთვის, რომ ვითომ ჩასვლას აპირებდა, ხელში 5 -ლარიანი ეჭირა.

ვინაიდან, ასეთ ვითარებას ორიოდე დღის წინ, ერთხელ უკვე შევესწარი, 35-წლამდე მამაკაცი ჩემი დაკვირვების ობიექტად იქცა. კაცი  ქალს, რომელიც თითო სკამის ჩაყოლების მხარეს იჯდა, თავზე ედგა. იმ დროს, როდესაც ერთ-ერთი მგზავრი ჩადიოდა, სამარშრუტოს ვიწრო გასასვლელში ვითომ სხვისთვის ადგილის დასათმობად ისე გადაიხარა, რომ ქალის კალთას, სადაც ჩანთა ედო, მთლიანად გადააფარა ქურთუკი და ის იყო შეუდგა საქმე, რომ მოვქაჩე და ვკითხე - რას შვრები-მეთქი? - მობრუნდა შეშლილი სახით, - რა შენი საქმეაო? - კბილებში ჩუმად გამოსცრა და სასწრაფოდ დაიძრა კარისკენ. ქალს ვუთხარი, - ნახეთ, ყველაფერი თუ გაქვთ ადგილზე-მეთქი, - შეშინებულმა დაიწყო ჩანთის თვალიერება, გახსნაც ვერ მოესწრო ქურდბაცაცას, რომელიც ვიდრე დანარჩენი მგზავრები გონს მოვიდნენ, სასწრაფოდ ჩახტა სამარშრუტოდან.

მოკლედ, სავარაუდოდ, იგივე ვითარება იქნება ავტობუსებშიც, შესაძლოა, მეტროშიც, ამიტომ ვინც მგზავრობთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, გაფრთხილდით... როგორც ჩანს, ჯიბის ქურდები სოკოებივით მომრავლდნენ, ჩვენს სამართალდამცავებს კი სძინავთ...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

მკითხველის კომენტარი (38)
მაშა, მაშა!!!
16 ოქტომბერი 2017 20:53
როგორც იქნა, დაგვიბრუნდა, დაგვიბრუნდა ის სანატრელი დრო!

ბევრს ჩვენგანს კარგად გვახსოვს მილიცია-პოლიციასთან შეკრული ქურდ-ბაცაცების სახეები (პირდაპირი გაგებითაც) მეტროპოლიტენში თუ ბაზრობებზე, ავტობუსებსა და მარშრუტკებში!...

ხომ გვპირფებოდა "ოცნება", აღვადგენ სამართლიანობასო! კიდევ ვინმე იტყვის, სიტყვის პატრონები არ არიანო?!! თან, ამ დღეებში ციხიდან ბოლო ტერორისტებსაც უშვებენ (თურმე ასე უნდა დალაგდეს რუსეთთან ურთიერთობები!).


პ.ს. არა, ერთი პირობა ნამდვილად არ შეუსრულებიათ - ჩაზნექილი საკამების ნოსტალგია გვკლავს! ამასაც ეშველება და მაშინ ივერია მთლად გაბრდღვიალდება!!!

:)))
16 ოქტომბერი 2017 20:20
ეს მარტო სამარშუტო ტაქსებში არ ხდება, როგორც ყოველთვის საღამოთი გამოტენილია ნებისმიერი მეტროს ვაგონები და მაშინაც უდნა უფრთხილდეთ, წინ დაიჭირეთ ჩანთები ან ისე რომ ყურადღება მიაქციოთ, ზურგჩანთა მეკეთა და საერთოდ არ ვიფიქრებდი რომ გამქურდავდა ვინე. გამოტენილი იყო ვაგონი, ვერ ვმოძრაობდი საერთოდ უკნიდან კიდევ ვიღაც დამხედავდა ხოლმე, ვხედავდი მაგრამ ისე ვერ რომ სახე დამენახა კარგად, ვაგონიდან რომ ჩამოვედი აღმოვაჩინე რომ ჩანთის ჯიბე გახსნილი მქონდა. საბედნიოროდ ფული არ მედო მაგრამ რამე ღირებული რომ ყოფილიყო აუცილებლად აიღებდა.
luxo
16 ოქტომბერი 2017 19:59
კანონი უნდა გამკაცრდეს, მინიმუმ მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის მოკვეთით,, ან შუბლზე ასო "ქ" დადაღვით.
veterani
16 ოქტომბერი 2017 18:16
ლონდონის" ბაღში , ვარანცოვზე ჩაცუცქულები სკოლის წინ სვავენ ლუდს. ბაღი მოსვარეს ძაღლებმა.კუთხეში ყოველ მეორე დღეს ავარიაა (სარკეა საჭირო).ღამით გვაღვიძებენ მანქანები მუსიკით.სადაა ჯარიმები?
ბესო
16 ოქტომბერი 2017 17:58
საიდან მომრავლდნენ და დეპორტი რომ გაუკეთეს რუსეთიდან, ევროპიდან , უკრაინიდან, თურქეთიდან და ა.შ. გერმანია, საფრანგეთი, ბელგია, ნიდერლანდები, რუსეთი, იტალია, იმდენი ქართველია დაჭერილი ამ ქვეყნებში იმდენი იქაური მკვიდრები არაა, ვის რაში შჭირდებათ იქ და გამოყრიან იქიდან და რა გინდა ქეც დაეტყო ქვეყანას, დაყაჩაღებები, მკვლელობები, გარჩევები, ადრე ამდენი მაინც არ იყო, ეხლა ქუჩაში გეშინია გავლა, კი მაგრამ რამდენი ვართ ქართველები? მთელს მსოფლიოში მოდებულები და ა.შ.
Tato
16 ოქტომბერი 2017 15:07
კანონი არ კანონობს...მომრავლდა ჯიბის ქურდები,უბნებში ჩაცუცქული ძველი ბიჭები...ასევე წერეთელზე ტროტუარებზე ფეხით ვერ გაგვივლია მანქანების სადგომად არის ქცეული..ყველგან და უველაფერში ქაოსია ქვეყანაში და პატრონი და გამკითხავი კი არავინ აღარ არის....პოლიციას კი არც აინტერესებს არაფერი თითქოსდა ვერაფერს ხედავს....
კოდალა
16 ოქტომბერი 2017 11:37
წადით ეხლა არჩევნებზე და მაინც შემოზახეთ 41.. არიქა მიშა არ მოვიდესო.. იმათ ისევ ესენი ჯობიანო.. ხოდა კრიმინალიც შესანიშნავ მდგომარეობაშია....ასეთი დასუსტებული პოლიცია კრიმინალების გაზრდის წინაპირობაა.. ყველგან იმატა კრიმინალმა, გაჩნდნენ არა მარტო ,,ჯიბგირები,, (ჯიბის ქურდები), არამედ ქუჩის მაყურებლები და ქალაქის მაყურებლები, ... გაგებით მოეკიდეთ !!!!!!!....
დემნა
16 ოქტომბერი 2017 09:36
გაგებით მოეკიდეთ თქვე დაუნახავებო! კრიმინალი შესანიშნავად გრძნობს თავს :)
ქართველი
16 ოქტომბერი 2017 04:52
საიდან მომრავლდნენ ეს ვირთხები რა ? ვფიქრობდი საზოგადოებას აზროვნება შეეცვლებოდა ქურდების და კრიმინალების მიმართ.. თითქოს დაიწყო, ახალგაზრდებშიც აღარ იყო პოპულარული იმიტომ რომ ყველა ბანძდებოდა. ადრე სავსე იყო მეტრო დს სხვა ტრანსპორტი ქურდებით.ჯგუფები დადიოდნენ, სახეზე ვცნობდით.პოლიციაც ,,გვერდში,, ედგათ და შრომობდნენ ბიჭები.მერე ისე მოხდა რომ გადაშენდნენ დინოზავრებივით. კაი ხანია ჯიბის და მანქანის ქურდობა არ გამეგო ... როგორ ვთქვა რომ ეს კარგია? გამოსავალი ისაა რომ შშს-მ უნდა გაამკაცროს ოპერ. მუშაობა და არავითარი დანდობა!!! ეს დანაშაული შემთხვევით არ ხდება, ამისთვის წინასწარ ემზადებიან, ამიტომ ყველაფრის ღირსები არიან!!!
nini
16 ოქტომბერი 2017 03:08
იყო ნატკვამი ივანიშვილი მოვა და კურდობა ისევ ისე გაილაღებს როგორც შევარდნაძის დროსო, და ისე აგიხდეტ ყველაპერი. მე კი ჩემებური გულუბრყვილობიტ ვეწინააღმდეგებოდი მატ ვინც ცდილობდა რომ დავერწმუნებინე ასეტ სიმარტლეში.

ეჰ რა ვუტხრა მარტლაც ადამიანის უსასრულო გულუბრყვილობას, ტორემ პაკტი ხომ სახეზეა?? არავიტარი სიკეტე, მარტო ის ხომ არ არის ცოცხები და ჯოხები არ იხმაროს მტავრობამ ხალხის წინააღმდეგ??

საკარტველოში ამ 5 წლის მანძილზე სრული კაოსი (ძალიან გტხოვტ ნუ დაიწყებტ "აბა ის გერჩივნაო"?) ის კი არ გვერჩივნა, მტავრობა უნდა ხალხის სამსახურში იყოს!! მორჩა და გატავდა, ამას არ უნდა მეტი მტკიცება. არც ის გიჟუა მერჩივნა, არ ის საკარტველოს ამომგდები შევარდნაძე რომლის დროსაც საკარტველო დავტოვე, და არც ეს აპერისტი ივანიშვილი რომელმაც მოისყიდა ნახევარი საკარტველო რომ ხალხის ხმა არ გაძლიერდეს!

მე მირჩევნია საკარტველო ლაღი, ტავისუპალი, ეროვნული ტვიტშეგნებიტ, ზრდილობიტ, ტრადიციებიტ, განატლებიტ, კულტურიტ და რაც მტავარია ადამიანებიტ რომლებსაც სიცოცლე კი არ მოსძულებიატ არამედ უხარიატ ყოველი დღის გატებნება, ასეტები კი მხოლოდ მტავრობის წევრები, ბანკირები და მილიონერ-მილიარდელები არიან დღეს.

როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები