ჯიბის ქურდები საზოგადოებრივ ტრანსპორტში, უფრთხილდით ცალ მხარზე ქურთუკმოსხმულ მამაკაცებს!
ჯიბის ქურდები საზოგადოებრივ ტრანსპორტში, უფრთხილდით ცალ მხარზე ქურთუკმოსხმულ მამაკაცებს!

ბოლო ხანს ხშირად მესმოდა, რომ ქალაქში ჯიბის ქურდები მომრავლდნენ, მაგრამ ამაზე ნამდვილად ვერ დავწერდი, ერთი კვირის განმავლობაში ორ შემთხვევას რომ არ შევსწრებოდი. ორივე შემთხვევა სამარშრუტო ტაქსიში მოხდა, ერთი 135-ში, მეორე კი 2-ში.

პირველი შემთხვევისას ყაზბეგის გამზირის ბოლოში ტრანსპორტში ავედი თუ არა, დავინახე, ნახევრად ცარიელ სამარშრუტოს შუაში ახალგაზრდა კაცი იდგა, ცალ მხარზე ქურთუკმოსხმული და უცნაურ ბარიერს ქმნიდა იმათთვის, ვინც უკანა მხარეს გადასვლას ცდილობდა. მათ შორის ვიყავი მეც, ვუთხარი, - გადაწეულიყო, -
ზრდილობიანად მომიბოდიშა, - ჩავდივარ და იქნებ თქვენ გადახვიდეთო, რა თქმა უნდა, წვალებით გადავლახე "რუბიკონი" და უკან დავაჯექი, ნელ-ნელა სამარშრუტო ხალხით გაივსო, რატომღაც ჩემი ყურადღება მიიქცია იმან, რომ კაცი, რომელიც ამბობდა, მალე ჩავდივარო, ისევ ისე იდგა...

მარჯანიშვილის მეტროსთან, სამარშრუტო ახალი დაძრული იყო გაჩერებიდან, ვიღაც ისევ რომ
აყვირდა, - გააჩერეთ! გააჩერეთო!.. ამ მომენტიდან ცოტა ხანში, ქალმა, რომელიც ჩემ წინ დაჯდა, აღმოაჩინა, რომ ჩანთა გახსნილი ჰქონდა, მალევე კი ნახე ისიც, რომ საფულეც ამოეცალათ.


ქალი ტიროდა, - სხვისთვის მისაცემი ფული მქონდაო, გარშემო მგზავრებმა უცებ გაიხსენეს ქურთუკმოსხმული მამაკაცი, რომელიც უცნაურად იყო გახირული და ფაქტობრივად, ყველა ამსვლელ-ჩამსვლელს უშლიდა ნერვებს, მერე კი მოულოდნელად ლამის ყველას გადაურა და საოცარი სისწრაფით ჩავიდა სატრანსპორტო საშუალებიდან, როგორც აღმოჩნდა, ფეხზე დგომისას ქალის გვერდით სწორედ ის მამაკაცი იდგა...

იქვე ითქვა, რომ ეს წვრილი ქურდბაცაცები ქურთუკს ვითომ შემთხვევით აფარებენ ჩანთას და ისე "მუშაობენ".

ეს რომ ნამდვილად ასეა, უკვე მეორე შემთხვევაში საკუთარი თვალით ვნახე
. ამჯერად სამარშრუტოში ასულს, ეგრევე თვალში მომხვდა ზუსტად იგივე სცენა, ცალ მხარზე ქურთუკმოსხმული კაცი, ოღონდ ამჯერად მეტი დამაჯერებლობისთვის, რომ ვითომ ჩასვლას აპირებდა, ხელში 5 -ლარიანი ეჭირა.

ვინაიდან, ასეთ ვითარებას ორიოდე დღის წინ, ერთხელ უკვე შევესწარი, 35-წლამდე მამაკაცი ჩემი დაკვირვების ობიექტად იქცა. კაცი  ქალს, რომელიც თითო სკამის ჩაყოლების მხარეს იჯდა, თავზე ედგა. იმ დროს, როდესაც ერთ-ერთი მგზავრი ჩადიოდა, სამარშრუტოს ვიწრო გასასვლელში ვითომ სხვისთვის ადგილის დასათმობად ისე გადაიხარა, რომ ქალის კალთას, სადაც ჩანთა ედო, მთლიანად გადააფარა ქურთუკი და ის იყო შეუდგა საქმე, რომ მოვქაჩე და ვკითხე - რას შვრები-მეთქი? - მობრუნდა შეშლილი სახით, - რა შენი საქმეაო? - კბილებში ჩუმად გამოსცრა და სასწრაფოდ დაიძრა კარისკენ. ქალს ვუთხარი, - ნახეთ, ყველაფერი თუ გაქვთ ადგილზე-მეთქი, - შეშინებულმა დაიწყო ჩანთის თვალიერება, გახსნაც ვერ მოესწრო ქურდბაცაცას, რომელიც ვიდრე დანარჩენი მგზავრები გონს მოვიდნენ, სასწრაფოდ ჩახტა სამარშრუტოდან.

მოკლედ, სავარაუდოდ, იგივე ვითარება იქნება ავტობუსებშიც, შესაძლოა, მეტროშიც, ამიტომ ვინც მგზავრობთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, გაფრთხილდით... როგორც ჩანს, ჯიბის ქურდები სოკოებივით მომრავლდნენ, ჩვენს სამართალდამცავებს კი სძინავთ...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

მკითხველის კომენტარი (38)
არ მიკვირს!
15 ოქტომბერი 2017 23:31
არ მიკვირს რასაც წერთ. ყველანაირი პირობები შეიქმნა ქურდების, ნარკომანების, ნარკობარიგების ასამოძრავებლად. "აღოღდნენ ოხრები" მახსენდება ერთი ცნობილი მოთხრობიდან! ჩემი მხრივ, მინდა დავამატო და გავაფრთხილო ხალხი, რომ მობილური ტელეფონების მოპარვის რამდენიმე შემთხვევა ვიცი და პოლიციას თითი არ გაუნძრევია. არადა თავის დროზე აპიარებდნენ ისეთი აპარატურა შევიძინეთ მობილურს ვეღარავინ მოიპარავსო. ნეტა ამ ხელისუფლების დროს სად წაიღეს ის აპარატურა?
XXX
15 ოქტომბერი 2017 23:21
ასეა, როდესაც სამართალდამცველებს „სძინავთ“, კრიმინალები იღვიძებენ
მართალა
15 ოქტომბერი 2017 20:23
არ გვინდოდა “შეშლილი“, “დორბლიანი“, “მწვალებელი“, ქალების მოყვარული მიშა და სიმკაცრე–წესრიგი....
მივიღეთ ის, რაც ავიოჩიეთ, რაც დავთესეთ და გავზვრდეთ, აი იმას ვიმკით ეხლა!!!!!!
გავიხსენოთ ქართული ბრძნული ნათქვამიც: “რაც მოგივა დავითაო–ყველა შენი თავითაო“!!!!
სწორედა რომ ასე მოგვდის, მხოლოდ არა თავით, არამედ უ თ ა ვ ო ბ ი თ!!!!!!!!!!!!!!!!!!
gela
15 ოქტომბერი 2017 19:53
ჯერ სად ხართ. თუ ესენი დარჩნენ ხელისუპლებაში, მალე ჩამოყალიბდება უბნების საძმოები, გარჩევები, რეკეტი, დაუთოება, "პაიალნიკების უკანალში გარჭობა და ა.შ. აბა თქვენ იცით, ხმა მიეჩით "ოცნებას" და იოცნებეთ!!!!!!!
ოთარი
15 ოქტომბერი 2017 19:50
ქურდობა გახშირდა აბა რა მთელი ქუტდბაცაცები გამოუშვა ოცნაბამ ბესელიას თამადობით ციხეებიდან. აწი უარესი იქნება.
თამარი
15 ოქტომბერი 2017 17:57
80-90 იან წლებს დავუბრუნდიტ და ეს არის .ქურდნაცაცების ბაბუები ზღაპრებად უყვებიან ალბატ თავიანთ შტამომავლობას ტავიანტ „საგმირო “საქმეებს და ამიტომაა რომ ვერ მოისპო ეს ქურდბაცაცობა.
მიშას დროს
15 ოქტომბერი 2017 16:23
მიშას დროს არ იყო ჯიბის ქურდები.
15 ოქტომბერი 2017 16:18
Nu gdzinavt da ar mogparaven
გერა
15 ოქტომბერი 2017 15:54
ნებისმიერ სამარშუტოში მუშაობენ მუხლჩაუხრელად ჯიბის ქურდები, მძღოლებიც შესანიშნავად იცნობენ მათ. დააკვირდით კარგად, გინდა ნახევრად ცარიელი იყოს მარშუტკა მაინც ფეხზე დგანან და ჩასვლისას ფულს არ იხდიან, მძღოლი კი, რომელიც 5 ან 10 დაკლებული თეთრისათვის მზადაა ყელში გეცეს, ამ დროს ხმას არ იღებს.
irakli
15 ოქტომბერი 2017 15:16
მობილურით სურათიც რომ გადაგეღოთ, კარგი იქნებოდა.

თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები