ბლოგერები
#მახრჩობელა
წერა; წერა და წერა - ის, რაშიც ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ თავს. იუმორის გრძნობა კი ისაა,რა აადვილებს ურთიერთობებს და რთული ჩიხებიდანაც ადვილად გამოვყავარ. იუმორის თვალითგამოხედვა კომფორტული თავშესაფარია. ყველაზე უხერხულ სიუაციაშიც თუ შეძლებთ საკუთარ თავზე გაღიმებას, ნახევარზე მეტ სიმძიმეს მოიტოვებთ უკან. ჩემს ბლოგებში შელამაზებულ კი არა,სრულ სიმართლეს, თუმცა იუმორისტული არომატით დაგახვედრებთ. გავუსწოროთ თვალი საკუთარ მანკიერებებს და მოვუგოთ ბრძოლა მენტალიტეტის არალოგიკურ ნაწილს. ვიკისროთ პასუხისმგებლობა და გავითავისოთ, ჩვენს განვლილ გზაზე ჩვენივე გადადგმული ნაბიჯები ტოვებს ნაკვალევს.

მე ის მოყვარე ვარ, პირში რომ გიძრახებთ, მაგრამ თქვენგანაც იგივეს ველი. ყველაზე დიდ სიამოვნებას ადამიანებთან ურთიერთობა მანიჭებს, ამიტომ მზად ვარ მოვისმინო თქვენი აზრიც. იმედი მაქვს, თქვენც დამეხმარებით და თქვენი აქტიურობით ერთად შევარჩევთ სასურველ საკითხავებს.

P.S. და არა მხოლოდ #მახრჩობელა, ასევე ვარ: #მღაღადე-ბელა; #გამომძიე-ბელა; #დაუნდო-ბელა#სათნო-ბელა; #მიმტევე-ბელა; #გამგე-ბელა; #დამმუღამე-ბელა; #გამამხნევებელა...

.... და  ბელა თაბუაშვილი

თვის კითხვადი სტატიები