ბლოგერები
მამუკა ბადრიძის ბლოგი

ერთ მშვენიერ დღეს მივხვდი, რომ ქვეყნად არ არსებობს უმნიშვნელო რამ. ყველაფერი, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება, ხშირად ბევრად უფრო ღირებული აღმოჩნდება ხოლმე, ვიდრე ეს რეალურად წარმოგვედგინა. ზოგჯერ ყურადღებას არ ვაქცევთ ერთი შეხედვით ჩვეულებრივ ამბავს, მოგვიანებით კი ირკვევა, რომ სწორედ ეს, უკვე დინებას გატანებული მოვლენა ასაზრდოებს ჩვენს ცნობიერებასა თუ ყოველდღიურ განწყობილებას. მინდა, ჩემი ნაფიქრი მოგაწოდოთ ისე, რომ არაფერი გამომრჩეს და არც ბევრი ლაპარაკით შეგაწყინოთ თავი.

სირცხვილით შეფერილი ქვეყანა
პირველი ივნისიდან თითქმის ერთი კვირის თავზე, ჩემი, როგორც ერთი ჩვეულებრივი ადამიანის გულიდან ყველა ემოცია, გარდა ერთისა, ისე შეთანხმებულად გაქრა, რომ მათი ერთობა სხვა შემთხვევაში შეიძლება შემშურებოდა კიდეც.
08-06-2018
დაწვრილებით...
თამაში თეთრ ფხვნილთან - როგორ იქცა ღამის ქალაქი შენელებული სიკვდილის მაცნედ?
აპრილის შუა რიცხვებიდან, არცთუ ისე მოულოდნელად, თბილისში ნარკოტიკული ქაოსი დაიწყო. უმართავი სტიქია, სახელად "კლუბური ნარკოტიკი", ათეულობით თბილისურ ოჯახში მოურიდებლად შევარდა და მათი ტრაგედიის მიზეზად იქცა.
09-05-2018
დაწვრილებით...
ჩერჩილის დაბრუნება, ანუ ვიდრე რუსეთი ამერიკული ფიცრისაგან დამზადებულ ბრიტანულ ეშაფოტზე ავა
როცა დონალდ ჯ. ტრამპი ოვალურ კაბინეტში პირველად შევიდა და თვალში მარტინ ლუთერ კინგის ბიუსტი მოხვდა, გაკვირვებულმა იკითხა: "Was it always here? (ეს ყოველთვის აქ იყო?)" თეთრი სახლის ცერემონმეისტერმა უემოციოდ უპასუხა, რომ მისტერ ობამას არჩევამდე ამ პოსტამენტზე სერ უინსტონ ჩერჩილის ბიუსტი იდგა. რეაქცია ტრამპმა ორსიტყვიანი განკარგულებით გამოხატა: "Bring Churchill back (დააბრუნეთ ჩერჩილი)".
20-04-2018
დაწვრილებით...
ტაძარში შემოდის სამი-ოთხი ავტომატმომარჯვებული, არყით გალეშილი
ახლა, როცა აღდგომამდე თითზე ჩამოსათვლელი დღეებია დარჩენილი, ჩვენი მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილი, ეკლესიაში რეგულარულად დადის. ამიტომ იმის წარმოდგენა, რის თქმასაც ქვემოთ ვაპირებ, ალბათ გაცილებით უპრიანი იქნება ახლა, ვიდრე სხვა დროს.
01-04-2018
დაწვრილებით...
გლოვისა და სირცხვილის ოცდაექვსი დღე
ნუთუ არ დადგა დრო, რომ ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი კითხვა სახელისუფლებო დერეფნებში მოარულ ადამიანებს ახლა მაინც გაუჩნდეთ?
23-03-2018
დაწვრილებით...
თუ სამსახურში ყოველდღიურად დადიხარ და საკუთარ საქმეს მეტ-ნაკლები წარმატებით უძღვები, დგება დრო, როცა ეს ყველაფერი გბეზრდება და გჭირდება სიახლე, რომელიც სადღაც, სამსახურიდან თუ საკუთარი ქალაქიდან შორს ყოველთვის არსებობს.
26-06-2017
დაწვრილებით...
წარმოვიდგინოთ თბილისის ჩვეულებრივი კვარტლის რამდენიმე კორპუსი. აქედან ორი თექვსმეტსართულიანია, ორი კი - ხუთიანი. ამ კორპუსებს შორის მოქცეულია ეზოდ წოდებული საერთო სარგებლობის მონაკვეთი, რომელსაც აქაურები უმეტესწილად მანქანების სადგომად იყენებენ. ამავე ეზოში არსებობს გრძელი მაგიდითა და არანაკლები სიგრძის სკამებით აღჭურვილი ფანჩატური, რომელიც ვიღაცამ კორპუსის მცხოვრებლებს დასასვენებლად თუ ყოველდღიურ პრობლემათაგან განსაქარვებლად აუგო.
19-06-2017
დაწვრილებით...
ჩვიდმეტი წლის წინ, "ლაგუნა ვერეს" ჯერ კიდევ მოქმედ აუზში ცურვისას, როცა მეორე კილომეტრის დასრულებას თითქმის აღარაფერი მეკლდა, გულის სიღრმეში მწვავე ტკივილი ვიგრძენი. წყალზე მოტივტივე ნარინჯისფერ ბილიკს შიშით ხელი ვტაცე და საკუთარ თავს სიტყვა მივეცი, რომ სიგარეტს აღარასოდეს მოვწევდი. სხვა გზა არ იყო, ვინაიდან "მოცურავის რეჟიმი" ვერ ერგებოდა იმ ცხოვრების წესს, სადაც სიგარეტს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა.
22-04-2017
დაწვრილებით...
სამშობლოში გვჭირდებით! - ფიქრი ჩემს ძმაკაც
დავითი თბილისელია, რომელსაც ჯერ არ უნახავს ევროპული პეწით შეკმაზული აღმაშენებლის გამზირი, ანუ ქუჩა, რომელზეც, მისი ასწლოვანი სახლის ფანჯრები კვლავაც ძველებურად გამოდის.
06-04-2017
დაწვრილებით...
წერილი გამოცხადებულ სიკვდილამდე -  კრიმინალური საკითხავი
თანამედროვე ყოფა საკუთარი მხრებით უამრავ ტკივილს ატარებს. ზოგს ერევა, ზოგს კი, ვერა. ამ ყოველდღიურ ბრძოლაში ბუნებრივად ჩნდება ისეთი ცენტრები, სადაც ფსიქოლოგიური უძლურებითა თუ ნარკომანიით დამძიმებულ ადამიანებს მენტალური ბალასტის მოცილებაში პროფესიონალები ეხმარებიან.
31-03-2017
დაწვრილებით...
ნებისმიერი დღე, მიუხედავად ჩვენი სურვილისა, გამოირჩევა ხოლმე ისტორიით, რომელიც დროის რაღაც მონაკვეთის შემდეგ, შესაძლოა მეტად ღირებული აღმოჩნდეს.
25-03-2017
დაწვრილებით...
მიხას ომი, ანუ კაცი 1993 წლის 16 მარტიდან
საქართველოს ისტორიაში არის მაგალითები, რომელთა გახსენებაც საკმარისია საიმისოდ, რომ სიამაყემ შეგიპყროს. ოცდაოთხი წლის წინ, მდინარე გუმისთაზე გამაგრებულმა ქართველებმა სოხუმის ასაღებად დაძრული ფართომასშტაბიანი შეტევა იმგვარი ვაჟკაცობითა და თავგანწირვით მოიგერიეს, რომ 1993 წლის 15-16 მარტი აფხაზეთის ომის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ საბრძოლო ოპერაციად იქცა.
16-03-2017
დაწვრილებით...
ჩემი ევროპელი ბებია, ანუ როცა დასავლეთი არც ისე შორსაა...
ვიდრე საქართველო ევროპის სრულუფლებიანი ნაწილი გახდება და სანამ მისი პირველი მოქალაქე ამ თავისუფალ მიწაზე უვიზოდ შეაბიჯებს...
09-03-2017
დაწვრილებით...
საბრალონი, ანუ როცა სხვისი უბედურება გახარებს
თუ ქუჩაში ვინმეს გააჩერებ და თავაზიანად ჰკითხავ, არის თუ არა კეთილშობილი ადამიანი, გაჩერებულთა ოთხი მეხუთედი მცირეოდენ უხერხული, მაგრამ ტკბობაშეპარული ღიმილით გიპასუხებთ, რომ ალბათ არის.
02-03-2017
დაწვრილებით...
"ესე ენაჲ (ქართული) შემკული და კურთხეული... მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსლვასა უფლისასა..."
23-02-2017
დაწვრილებით...
თვალისმომჭრელი სისუფთავე, ანუ რატომ არ გვიყვარს ქართველებს ნაგვის სანაგვე ურნაში ჩაყრა?
დაახლოებით სამი დღის წინ, ორბელიანის მოედანთან მდებარე "კარფურიდან" ნელი ნაბიჯით, ბალზაკის ასაკის, ორი ელეგანტურად ჩაცმული ქალბატონი გამობრძანდა. ერთ მათგანს ხელში ეკავა ხელსახოცი, რომელიც ჩემს შორიახლოს, ასფალტზე ისე ბუნებრივად დააგდო, რომ გაოცებისაგან ენა წამერთვა.
19-02-2017
დაწვრილებით...
Men in Black, ანუ როგორ იქცა ფერადოვანი ინდოელი ქართველი ბავშვებისთვის ღირსშესანიშნაობად
ვინც არ იცის, მათთვის ვიტყვი, რომ ზაარბრიუკენის მოედანსა და მშრალ ხიდს შორის არსებობს დედა ენის ბაღი, რომელშიც ახალი წლის დღეებში კაშკაშა საბავშვო ქალაქი გაიხსნა. ამ ამბავმა ჩემი უმცროსი, ოთხი წლის შვილის გამო დიდად გამახარა, თუმცა ამ სიხარულის კვალდაკვალ მაინც გამიჩნდა მოკრძალებული კითხვა, ამ ქალაქის გადასახადის გადამხდელთა თანხების განმკარგავებმა როგორ მოახერხეს ეს?
28-01-2017
დაწვრილებით...
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები