მამუკა ბადრიძის ბლოგი

ერთ მშვენიერ დღეს მივხვდი, რომ ქვეყნად არ არსებობს უმნიშვნელო რამ. ყველაფერი, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება, ხშირად ბევრად უფრო ღირებული აღმოჩნდება ხოლმე, ვიდრე ეს რეალურად წარმოგვედგინა. ზოგჯერ ყურადღებას არ ვაქცევთ ერთი შეხედვით ჩვეულებრივ ამბავს, მოგვიანებით კი ირკვევა, რომ სწორედ ეს, უკვე დინებას გატანებული მოვლენა ასაზრდოებს ჩვენს ცნობიერებასა თუ ყოველდღიურ განწყობილებას. მინდა, ჩემი ნაფიქრი მოგაწოდოთ ისე, რომ არაფერი გამომრჩეს და არც ბევრი ლაპარაკით შეგაწყინოთ თავი.