ბლოგერები
მამუკა ბადრიძის ბლოგი

ერთ მშვენიერ დღეს მივხვდი, რომ ქვეყნად არ არსებობს უმნიშვნელო რამ. ყველაფერი, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება, ხშირად ბევრად უფრო ღირებული აღმოჩნდება ხოლმე, ვიდრე ეს რეალურად წარმოგვედგინა. ზოგჯერ ყურადღებას არ ვაქცევთ ერთი შეხედვით ჩვეულებრივ ამბავს, მოგვიანებით კი ირკვევა, რომ სწორედ ეს, უკვე დინებას გატანებული მოვლენა ასაზრდოებს ჩვენს ცნობიერებასა თუ ყოველდღიურ განწყობილებას. მინდა, ჩემი ნაფიქრი მოგაწოდოთ ისე, რომ არაფერი გამომრჩეს და არც ბევრი ლაპარაკით შეგაწყინოთ თავი.

ულხინო და უფქვილო ქართული ზღაპარი
მდინარეში მოცურავე კაცი მორევს დიდი სისწრაფით უახლოვდებოდა. თან ფიქრობდა, თუ მორევი ჩათრევას დამიპირებს, უფალი აუცილებლად გადამარჩენსო. ამიტომაც არ ჩერდებოდა და ჯიუტად მიიწევდა წინ.
17-04-2020
დაწვრილებით...
ბრძოლა წესების დაცვით, ანუ
ვისაც დიდგორის შესახებ სმენია, და ალბათ ასეთი ბევრია, მან კარგად იცის, როგორ შეძლო დავით IV-მ ამ ბრძოლის მოგება. საქმე ისაა, რომ გმირობას მხოლოდ მაშინ მოაქვს შედეგი, თუ ის სიბრძნით არის გაჯერებელი. ასე, მაგალითად, დიდგორის ველზე ყველა ქართველმა მეომარმა იცოდა თავისი ადგილი და ის საბრძოლო წესები, რომლის დაცვაც მტერთან უთანასწორო ბრძოლაში წარმატების მისაღწევად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.
01-04-2020
დაწვრილებით...
როცა ვიღაც ხელს არ გიშვებს
რასაც ახლა მოვყვები, ბუნდოვნად მახსოვს, რადგან იმ დღის მერე ბევრი წყალია ჩავლილი
27-12-2019
დაწვრილებით...
თეთრი ხალათი, რომელიც მავთულხლართებზე იმარჯვებს
დავით არსენაშვილი და გია კალანდაძე ეროვნული მოძრაობის ის მოჰიკანები არიან, რომლებიც ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ აქციაზე, საოკუპაციო ზოლთან ახლოს, სხვა მრავალ ქართველთან ერთსულოვნად იდგნენ
17-12-2019
დაწვრილებით...
ვაჟა გაფრინდაშვილის დასაბრუნებლად! კაცისა, რომელმაც მარადიული მტრისაგან შეგინებულ ქვეყანას ღირსება დაუბრუნა
დღეს დილით, როცა ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლის განცხადება ვნახე, გული ისე მეტკინა, განსაცდელში ჩავარდნილ საკუთარი ოჯახის წევრისთვის რომ გეტკინება კაცს. არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს და ალბათ არც კი მინდა ვიცოდე, ვინ უნდა იყოს, ან რატომ უნდა იყოს საქართველოში ისეთი ვინმე, რომელიც ამ ღირსეული ქალბატონის განცხადებას გულთან ახლოს ვერ მიიტანს.
14-12-2019
დაწვრილებით...
მართალი კაცი თბილისიდან და ცხინვალელი ექიმი
მახარბეკ ლ. (სახელი შეცვლილია) შუახნის კაცია და ცხინვალის საავადმყოფოს ექიმია. ის სამოციანი წლების ბოლოს ოსი მამისა და ქართველი დედის ოჯახში დაიბადა.
12-12-2019
დაწვრილებით...
ახალი ქართული გამოცანა - ვინ არის ეს კაცი?
სამი დღის წინ, რაღაც მოვლენების გამო, რომელსაც წინ უძღოდა რაღაც დაპირება, რომელიც ხალხმა როგორღაც დაიჯერა, მაგრამ დამპირებელმა რატომღაც არ შეასრულა, ქართულ მეტაფორულ ცნობიერებას შეემატა ახალი გამოცანა, რომელიც სხვა გამოცანათაგან განსხვავებით გაჯერებულია მრავალსიტყვიანი და მრავალენოვანი სინონიმებით.
17-11-2019
დაწვრილებით...
სახლი, რომელშიც შენ აღარ ცხოვრობ
როცა იმ ქვეყნის მოქალაქე ხარ, რომელსაც ჰყავს ისეთი ხელისუფლება, რომლის ყოფნაც არ ყოფნას უდრის; როცა გებრძვის ისეთი უზნეო მტერი, როგორიც რუსეთია
29-08-2019
დაწვრილებით...
ПРАВДА по русский, ანუ
მორგან ორტაგუსი ახალგაზრდა ქალია და თითქმის ექვსი თვეა, რაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერად მუშაობს.
16-08-2019
დაწვრილებით...
Back In the U.S.S.R., თუ მომავლისაკენ მიმავალი მესამე გზა
"ადამიანები შექმნილნი არიან როგორც თანასწორი არსებანი, ვინაიდან მათ ღმერთმა მიანიჭა ისეთი ხელშეუვალი უფლებები, როგორიცაა სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისაკენ სწრაფვა"
08-08-2019
დაწვრილებით...
Homo Russophilus intra, ანუ რუსოფილის პორტრეტი ინტერიერში
236 წლის წინ რუსულ დაბა გიორგიევსკში უცნაური ამბავი მოხდა. რუსულ-ქართულ ტრაქტატზე ხელმოწერისას, მთავარ დარბაზში, რუსული არყის მაგიდაზე გადაფენილი "სამეგობრო შეთანხმების" გრაგნილიდან უცებ რაღაც ნაცრისფერი გამოძვრა. გარსევან ჭავჭავაძე და პავლე პოტიომკინი თავდაპირველად დაფრთხნენ, თუმცა, ამ უცნაურმა არსებამ როგორც კი საკუთარი ვინაობა გაამხილა, ორივეს გაეცინა. ქართველი იცინოდა იმის გამო, რომ ასეთი არაფერი გაეგო, რუსი კი იცინოდა იმიტომ, რომ ასეთი ბევრი ენახა.
15-07-2019
დაწვრილებით...
როგორ გავიგოთ ეს? როგორ წარმოგიდგენიათ რუსეთისაგან დაზარალებული ქართველი, უკრაინელი თუ სხვა აღმოსავლეთ ევროპელი მოქალაქეების უფლებების დაცვა რუსეთთან ერთად? ან იქნებ რუსეთი მოულოდნელად გაკეთილშობილდა და მისი პოლიტიკა მისაბაძ მაგალითად იქცა?
05-07-2019
დაწვრილებით...
ზაფხულის ორი დღე, ანუ მომავლისთვის ნასროლი ტყვიები
როცა თოფის კონდახს აბჯრიან მხარზე იბჯენ, გაავებული თვალით სამიზნეს ირჩევ, რომელიც ამ შემთხვევაში შენი თანამოქალაქეა, როცა ამ თოფის მორკალულ ჩახმახს გულმოდგინედ გამოკრავ თითს და შენსავით ქართველ ახალგაზრდას ქუჩაში ზვარაკივით წამოაქცევ, როცა დაჭრილ თუ ცრემლიანი გაზით გაბრუებულ შენს ხალხს ქუჩებსა და სკვერებში გაშმაგებული დასდევ, როცა დაკავებულს წიხლს ურტყამ და ხელგადაგრეხილს სახეში აფურთხებ, რა უნდა გიწოდო?
25-06-2019
დაწვრილებით...
არა
იდგა 2012 და ერთმა მდიდარმა კაცმა საკუთარ ხალხს ზღაპრული ცხოვრება აღუთქვა.
20-11-2018
დაწვრილებით...
Слушай сюда, Юра! - ღია წერილი ი. მეჩითოვს
უბრალოდ, ქვეყნის ასეთ "მოქალაქეს" არცერთმა ტელევიზიამ და არცერთმა რადიომ არ უნდა დაგითმოთ ეთერი, არცერთმა საკუთარი თავის პატივისმცემელმა ადამიანმა თუ ორგანიზაციამ არ უნდა მოგცეთ თუნდაც უმნიშვნელი შეკვეთა, არცერთი მეზობელი თუ ნაცნობი არ უნდა მოგესალმოთ და არ უნდა გამოგელაპარაკოთ იმ მარტივი მიზეზით, რომ თქვენ ბრძანდებით ქართულ ენაზე მოლაპარაკე ქართველთმოძულე.
13-11-2018
დაწვრილებით...
სირცხვილით შეფერილი ქვეყანა
პირველი ივნისიდან თითქმის ერთი კვირის თავზე, ჩემი, როგორც ერთი ჩვეულებრივი ადამიანის გულიდან ყველა ემოცია, გარდა ერთისა, ისე შეთანხმებულად გაქრა, რომ მათი ერთობა სხვა შემთხვევაში შეიძლება შემშურებოდა კიდეც.
08-06-2018
დაწვრილებით...
თამაში თეთრ ფხვნილთან - როგორ იქცა ღამის ქალაქი შენელებული სიკვდილის მაცნედ?
აპრილის შუა რიცხვებიდან, არცთუ ისე მოულოდნელად, თბილისში ნარკოტიკული ქაოსი დაიწყო. უმართავი სტიქია, სახელად "კლუბური ნარკოტიკი", ათეულობით თბილისურ ოჯახში მოურიდებლად შევარდა და მათი ტრაგედიის მიზეზად იქცა.
09-05-2018
დაწვრილებით...
ჩერჩილის დაბრუნება, ანუ ვიდრე რუსეთი ამერიკული ფიცრისაგან დამზადებულ ბრიტანულ ეშაფოტზე ავა
როცა დონალდ ჯ. ტრამპი ოვალურ კაბინეტში პირველად შევიდა და თვალში მარტინ ლუთერ კინგის ბიუსტი მოხვდა, გაკვირვებულმა იკითხა: "Was it always here? (ეს ყოველთვის აქ იყო?)" თეთრი სახლის ცერემონმეისტერმა უემოციოდ უპასუხა, რომ მისტერ ობამას არჩევამდე ამ პოსტამენტზე სერ უინსტონ ჩერჩილის ბიუსტი იდგა. რეაქცია ტრამპმა ორსიტყვიანი განკარგულებით გამოხატა: "Bring Churchill back (დააბრუნეთ ჩერჩილი)".
20-04-2018
დაწვრილებით...
ტაძარში შემოდის სამი-ოთხი ავტომატმომარჯვებული, არყით გალეშილი
ახლა, როცა აღდგომამდე თითზე ჩამოსათვლელი დღეებია დარჩენილი, ჩვენი მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილი, ეკლესიაში რეგულარულად დადის. ამიტომ იმის წარმოდგენა, რის თქმასაც ქვემოთ ვაპირებ, ალბათ გაცილებით უპრიანი იქნება ახლა, ვიდრე სხვა დროს.
01-04-2018
დაწვრილებით...
როგორ აფასებთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის - თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის - თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შესახებ?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა