მართალი კაცი თბილისიდან და ცხინვალელი ექიმი - კვირის პალიტრა

მართალი კაცი თბილისიდან და ცხინვალელი ექიმი

მახარბეკ ლ. (სახელი შეცვლილია) შუახნის კაცია და ცხინვალის საავადმყოფოს ექიმია. ის სამოციანი წლების ბოლოს ოსი მამისა და ქართველი დედის ოჯახში დაიბადა. მისთვის ქართული ენა ისეთივე მშობლიურია, როგორც ოსური. მახარბეკი ახლად დაქვრივებული, ორი შვილის მამაა და ცხოვრობს ცხინვალში, კავთის წმ. გიორგის ეკლესიის შორიახლოს, რომელიც მის ქართველ წინაპრებს ჯერ კიდევ X ს.-ის ბოლოს სქელ დუღაბზე სხვადასხვა ზომის რიყის ქვით აუგიათ.

მახარბეკის ოსი პაპა XX ს.-ის დასაწყისში მოზდოკში დაბადებულა და ცხინვალში ლუკმა-პურის საშოვნელად წამოსულ მშობლებს მაშინ ჩამოუყვანიათ, როცა სულ ოთხი წლისა ყოფილა და აქ სულ რამდენიმე ოსი თუ ცხოვრობდა. მახარბეკის დედა, მშობლებითა თუ წინაპრებით ძირძველი ცხინვალელია. ისინი ამ ქალაქში იმ დროიდან სახლობდნენ, როცა ცხინვალს ჯერ კიდევ ქრცხინვალი (სახელი წარმოიშვა რცხილადან, ძვ. ქართულად ქრცხილა) ერქვა და "ქართველთა გარდა, მხოლოდ სომხები და ურიები თუ სახლობდნენ მცირე ოდენობით".

მახარბეკის ცხოვრება მეტ-ნაკლებად დალაგებულია, არც თავზე საყრელი ქონების პატრონია და, თბილისსა თუ ვლადიკავკაზში საცხოვრებლად გადასული შვილების წყალობით, არც რამე აკლია. საავადმყოფოში უთენია წასული, თუ მორიგეობა არ უწევს, შუადღისას უკვე სახლშია ხოლმე და საკუთარ ეზოში დინჯად საქმიანობს. ტელევიზორს ნაკლებად აქცევს ყურადღებას, გაზეთებს კი სულაც გაურბის და ისეთ რაღაცაზე, როგორიც რუსების მიერ ნაღვერდალივით შემონახული ქართულ-ოსური კონფლიქტია, "სულ აღარა ფიქრობს".

9 ნოემბერი ჩვეულებრივ გათენდა და არც ისე უჩვეულოდ დაღამდებოდა კიდეც, რომ არა სიახლე, რომელიც მახარბეკმა შუადღისას შეიტყო. ის იყო ხალათი გაიხადა და სახლში წასასვლელად მოემზადა, რომ ექთანმა ამბავი მოიტანა, რუსებს "საზღვარზე" კიდევ ვიღაც დაუჭერიათო. ამას ალბათ არც მიაქცევდა ყურადღებას, რადგან ასეთებს შეჩვეული იყო, რომ არა დაკავებულის პროფესია.

სახლში წასვლაზე აღარც უფიქრია და სამორიგეოში ჩავიდა. და როცა იქ შეკრებილთაგან შეიტყო, რომ ახალგორში, პაციენტის დასახმარებლად ჩასულმა, აწ დატყვევებულმა ქართველმა ექიმმა "სამხრეთ ოსეთის საზღვრის" დარღვევის ოქმს არათუ ხელი არ მოაწერა, რადგან მან "საქართველოს საზღვარი იცოდა მხოლოდ ფსოუზე და როკის გვირაბთან", არამედ რუსებთან სალაპარაკოდ თარჯიმანიც კი მოითხოვა, საშინლად დაიბნა.

ცხინვალის იზოლატორიდან გამოსული ეს უცნაური ამბავი, როგორც იშვიათი მაგალითი, იქაური ექიმებისთვის ცოტა დაუჯერებლად ჩანდა, ვინაიდან ყველამ იცოდა, რომ იქაურ ხელისუფლებას ასეთი ამბის გახმაურება ალბათ სულაც არ აწყობდა.

სამორიგეო ექიმებით ნელ-ნელა გაივსო, ზოგი რას ამბობდა, ზოგი კიდევ - რას. მიუხედავად იმისა, რომ არცერთს არ უღიარებია ვაჟა გაფრინდაშვილის სიმართლე, თანაგრძნობა მის მიმართ ნებისმიერი მათგანის გამოხედვაში იგრძნობოდა. მახარბეკს უნდოდა ხმამაღლა ეთქვა, რომ თბილისელი ტყვე ცამდე მართალი იყო. მერე, გაუბედავად, თითქმის ჩურჩულით ამოღერღა, იქნებ სოლიდარობა მაინც გამოვუცხადოთო, მაგრამ როცა დაინახა, რომ მისი სიტყვები ისე გაატარეს, რომ ზოგიერთმა თავიც კი ჩაქინდრა, მიხვდა, რომ არც თავს ზემოთ იყო ძალა და არც გულწრფელობის დრო იდგა.

იმ დღის მერე, მახარბეკი სულ ვაჟაზე ფიქრობდა. ცდილობდა აეხსნა, რამ აიძულა ეს წარმატებული ექიმი, ასეთი ნაბიჯი რომ გადაედგა?

იქნებ ჰიპოკრატეს ფიცმა, რომლითაც ექიმმა "ძალ-ღონისა და საკუთარი თვალსაზრისის შესაბამისად, კეთილსინდისიერად უნდა მოუაროს ავადმყოფებს და აარიდოს ისინი ყოველგვარი ვნების მიყენებას, რათა მათ არ მიიღონ ზიანი და არ იწვალონ", ან იქნებ იმან, რომ სამშობლოს სიყვარულის გამო, ქართულ მიწაზე რუსების დაუსრულებელი თარეში ყელში ამოუვიდა? იქნებ შვილებმა, რომლებსაც საქართველოს გულის გული შიდა ქართლი ჯერ თვალითაც არ უნახავთ? იქნებ ქართული მთავრობის უხეირობამ, რომელიც საკუთარი ფუძეებიდან ქართველების გამტაცებელ "რუსიანობას", კონფორმისტ ევროპელებთან ერთად უკვე წლებია ფარხმალდაყრილი აკვირდება?

თბილისელი ექიმის დატყვევების დღიდან ორი კვირაში საავადმყოფო ჩვეული რიტმიდან ამოვარდა. ექიმების ერთი ნაწილი გაღიზიანებული, მეორე ნაწილი კი - გულჩათხრობილი დადიოდა. ექიმ ვაჟაზე კაბინეტებსა თუ დერეფნებში თითქმის ყოველდღიურად ლაპარაკობდნენ, თუმცა საკუთარი აზრის ხმამაღლა თქმას ვერავინ ბედავდა, რადგან ყველას მასავით ეშინოდა.

ვაჟას დატყვევებიდან ერთი თვის თავზე, საავადმყოფოს ცხოვრება უკვე იმდენად აუტანელი გახდა, ექიმთა ნაწილმა საკუთარ პროფესიაზე ლამის გულიც კი აიცრუა. იმდენად უგულოდ და უხალისოდ მუშაობდნენ, რომ თავი შეგძულდებოდა. ადამიანური ემოციები მატულობდა ხოლმე მხოლოდ მაშინ, როცა იზოლატორიდან მწირად ვაჟას ამბები მოდიოდა. ყველამ იცოდა, და გულშიც ყველას ჩუმად უხაროდა, რომ თბილისელი ტუსაღი იყო მხნედ, არავის ჭკუაზე არ დადიოდა, არც თავისი სიტყვების უკან წაღებაზე ფიქრობდა და პატივისცემითაც სარგებლობდა.

ცხინვალელი ექიმები ვერ ხვდებოდნენ, როგორ გაბედა ერთმა თბილისელმა კაცმა სიმართლის თქმა მათთვის, ვისთვისაც ეს ადამიანური ნორმა უცხო იყო და მაშინ, როცა ქართველები და ოსები, რუსების წყალობით, ერთად ცხოვრებას უკვე გადაჩვეულები იყვნენ. მათ ვერც ის გაიგეს, რა გული ჰქონდა თბილისელ ტუსაღს ასეთი, რომ საპატიმროს კედლებმა ვეღარ დაიტია.

თუმცა, სხვებს რომ თავი დავანებოთ, იმის თქმა ნამდვილად შეიძლება, რომ ერთმა მახარბეკ ლ.-მა მაინც იცის, რატომ ვერ ახერხებენ ცხინვალელი ექიმები ერთი კაცური, კავკასიური სიტყვის დაძვრას. მან ასევე იცის, რომ მიუხედავად გახამებულ საყელოიანი თეთრი ხალათისა და რუსების გამოგონილი თავისუფლებისა, ტუსაღები არიან თავად ცხინვალელები და არამც ექიმი ვაჟა, ანუ კაცი, რომელიც ციხის საკანშიც თავისუფალი დარჩა.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

მართალი კაცი თბილისიდან

მახარბეკ ლ. (სახელი შეცვლილია) შუახნის კაცია და ცხინვალის საავადმყოფოს ექიმია. ის სამოციანი წლების ბოლოს ოსი მამისა და ქართველი დედის ოჯახში დაიბადა. მისთვის ქართული ენა ისეთივე მშობლიურია, როგორც ოსური. მახარბეკი ახლად დაქვრივებული, ორი შვილის მამაა და ცხოვრობს ცხინვალში, კავთის წმ. გიორგის ეკლესიის შორიახლოს, რომელიც მის ქართველ წინაპრებს ჯერ კიდევ X ს.-ის ბოლოს სქელ დუღაბზე სხვადასხვა ზომის რიყის ქვით აუგიათ.

მახარბეკის ოსი პაპა XX ს.-ის დასაწყისში მოზდოკში დაბადებულა და ცხინვალში ლუკმა-პურის საშოვნელად წამოსულ მშობლებს მაშინ ჩამოუყვანიათ, როცა სულ ოთხი წლისა ყოფილა და აქ სულ რამდენიმე ოსი თუ ცხოვრობდა. მახარბეკის დედა, მშობლებითა თუ წინაპრებით ძირძველი ცხინვალელია. ისინი ამ ქალაქში იმ დროიდან სახლობდნენ, როცა ცხინვალს ჯერ კიდევ ქრცხინვალი (სახელი წარმოიშვა რცხილადან, ძვ. ქართულად ქრცხილა) ერქვა და „ქართველთა გარდა, მხოლოდ სომხები და ურიები თუ სახლობდნენ მცირე ოდენობით.“

მახარბეკის ცხოვრება მეტ-ნაკლებად დალაგებულია, არც თავზე საყრელი ქონების პატრონია და, თბილისსა თუ ვლადიკავკაზში საცხოვრებლად გადასული შვილების წყალობით, არც რამე აკლია. საავადმყოფოში უთენია წასული, თუ მორიგეობა არ უწევს, შუადღისას უკვე სახლშია ხოლმე და საკუთარ ეზოში დინჯად საქმიანობს. ტელევიზორს ნაკლებად აქცევს ყურადღებას, გაზეთებს კი სულაც გაურბის და ისეთ რაღაცაზე, როგორიც რუსების მიერ ნაღვერდალივით შემონახული ქართულ-ოსური კონფლიქტია, „სულ აღარა ფიქრობს“.

9 ნოემბერი ჩვეულებრივ გათენდა და არც ისე უჩვეულოდ დაღამდებოდა კიდეც, რომ არა სიახლე, რომელიც მახარბეკმა შუადღისას შეიტყო. ის იყო ხალათი გაიხადა და სახლში წასასვლელად მოემზადა, რომ ექთანმა ამბავი მოიტანა, რუსებს „საზღვარზე“ კიდევ ვიღაც დაუჭერიათო. ამას ალბათ არც მიაქცევდა ყურადღებას, რადგან ასეთებს შეჩვეული იყო, რომ არა დაკავებულის პროფესია.

სახლში წასვლაზე აღარც უფიქრია და სამორიგეოში ჩავიდა. და როცა იქ შეკრებილთაგან შეიტყო, რომ ახალგორში, პაციენტის დასახმარებლად ჩასულმა, აწ დატყვევებულმა ქართველმა ექიმმა „სამხრეთ ოსეთის საზღვრის“ დარღვევის ოქმს არათუ ხელი არ მოაწერა, რადგან მან „საქართველოს საზღვარი იცოდა მხოლოდ ფსოუზე და როკის გვირაბთან“, არამედ რუსებთან სალაპარაკოდ თარჯიმანიც კი მოითხოვა, საშინლად დაიბნა.

ცხინვალის იზოლატორიდან გამოსული ეს უცნაური ამბავი, როგორც იშვიათი მაგალითი, იქაური ექიმებისთვის ცოტა დაუჯერებლად ჩანდა, ვინაიდან ყველამ იცოდა, რომ იქაურ ხელისუფლებას ასეთი ამბის გახმაურება ალბათ სულაც არ აწყობდა.

სამორიგეო ექიმებით ნელ-ნელა გაივსო, ზოგი რას ამბობდა, ზოგი კიდევ რას. მიუხედავად იმისა, რომ არცერთს არ უღიარებია ვაჟა გაფრინდაშვილის სიმართლე, თანაგრძნობა მის მიმართ ნებისმიერი მათგანის გამოხედვაში იგრძნობოდა. მახარბეკს უნდოდა ხმამაღლა ეთქვა, რომ თბილისელი ტყვე ცამდე მართალი იყო. მერე, გაუბედავად, თითქმის ჩურჩულით ამოღერღა, იქნებ სოლიდარობა მაინც გამოვუცხადოთო, მაგრამ როცა დაინახა, რომ მისი სიტყვები ისე გაატარეს, რომ ზოგიერთმა თავიც კი ჩაქინდრა, მიხვდა, რომ არც თავს ზემოთ იყო ძალა და არც გულწრფელობის დრო იდგა.

იმ დღის მერე, მახარბეკი სულ ვაჟაზე ფიქრობდა. ცდილობდა აეხსნა, რამ აიძულა ეს წარმატებული ექიმი, ასეთი ნაბიჯი რომ გადაედგა? იქნებ ჰიპოკრატეს ფიცმა, რომლითაც ექიმმა „ძალ-ღონისა და საკუთარი თვალსაზრისის შესაბამისად, კეთილსინდისიერად უნდა მოუაროს ავადმყოფებს და აარიდოს ისინი ყოველგვარი ვნების მიყენებას, რათა მათ არ მიიღონ ზიანი და არ იწვალონ“., ან იქნებ იმან, რომ სამშობლოს სიყვარულის გამო, ქართულ მიწაზე რუსების დაუსრულებელი თარეში ყელში ამოუვიდა? იქნებ შვილებმა, რომლებსაც საქართველოს გულის გული შიდა ქართლი ჯერ თვალითაც არ უნახავთ? იქნებ ქართული მთავრობის უხეირობამ, რომელიც საკუთარი ფუძეებიდან ქართველების გამტაცებელ "რუსიანობას", კონფორმისტ ევროპელებთან ერთად უკვე წლებია ფარხმალდაყრილი აკვირდება?

თბილისელი ექიმის დატყვევების დღიდან ორი კვირაში საავადმყოფო ჩვეული რიტმიდან ამოვარდა. ექიმების ერთი ნაწილი გაღიზიანებული, მეორე ნაწილი კი - გულჩათხრობილი დადიოდა. ექიმ ვაჟაზე კაბინეტებსა თუ დერეფნებში თითქმის ყოველდღიურად ლაპარაკობდნენ, თუმცა საკუთარი აზრის ხმამაღლა თქმას ვერავინ ბედავდა, რადგან ყველას მასავით ეშინოდა.

ვაჟას დატყვევებიდან ერთი თვის თავზე, საავადმყოფოს ცხოვრება უკვე იმდენად აუტანელი გახდა, ექიმთა ნაწილმა საკუთარ პროფესიაზე ლამის გულიც კი აიცრუა. იმდენად უგულოდ და უხალისოდ მუშაობდნენ, რომ თავი შეგძულდებოდა. ადამიანური ემოციები მატულობდა ხოლმე მხოლოდ მაშინ, როცა იზოლატორიდან მწირად ვაჟას ამბები მოდიოდა. ყველამ იცოდა, და გულშიც ყველას ჩუმად უხაროდა, რომ თბილისელი ტუსაღი იყო მხნედ, არავის ჭკუაზე არ დადიოდა, არც თავისი სიტყვების უკან წაღებაზე ფიქრობდა და პატივისცემითაც სარგებლობდა.

ცხინვალელი ექიმები ვერ ხვდებოდნენ, როგორ გაბედა ერთმა თბილისელმა კაცმა სიმართლის თქმა მათთვის, ვისთვისაც ეს ადამიანური ნორმა უცხო იყო და მაშინ, როცა ქართველები და ოსები, რუსების წყალობით, ერთად ცხოვრებას უკვე გადაჩვეულები იყვნენ. მათ ვერც ის გაიგეს, რა გული ჰქონდა თბილისელ ტუსაღს ასეთი, რომ საპატიმროს კედლებმა ვეღარ დაიტია.

თუმცა, სხვებს რომ თავი დავანებოთ, იმის თქმა ნამდვილად შეიძლება, რომ ერთმა ასლანბეკ ლ.-მა მაინც იცის, რატომ ვერ ახერხებენ ცხინვალელი ექიმები ერთი კაცური, კავკასიური სიტყვის დაძვრას. მან ასევე იცის, რომ მიუხედავად გახამებულ საყელოიანი თეთრი ხალათისა და რუსების გამოგონილი თავისუფლებისა, ტუსაღები არიან თავად ცხინვალელები და არამც ექიმი ვაჟა ანუ კაცი, რომელიც ციხის საკანშიც თავისუფალი დარჩა.

Normal 0 false false false EN-US X-NONE X-NONE