ულხინო და უფქვილო ქართული ზღაპარი
ულხინო და უფქვილო ქართული ზღაპარი
მდინარეში მოცურავე კაცი მორევს დიდი სისწრაფით უახლოვდებოდა. თან ფიქრობდა, თუ მორევი ჩათრევას დამიპირებს, უფალი აუცილებლად გადამარჩენსო. ამიტომაც არ ჩერდებოდა და ჯიუტად მიიწევდა წინ.

მოულოდნელად, მას გზა გადაუჭრა ნავმა, რომელშიც ექიმები ისხდნენ და მკაცრად გააფრთხილეს, რომ თუ მორევისაკენ ცურვას არ შეწყვეტდა და ნავში არ აძვრებოდა, უეჭველად დაიღუპებოდა. კაცმა ექიმებს ხელი უდიერად აუქნია, თქვენი გაფრთხილება მე არას მარგია, რადგან თუ დამჭირდა, ღმერთი მიშველისო. ექიმები მეტისმეტად შეწუხდნენ, მაგრამ მოცურავის ნებას დაემორჩილნენ და გაეცალნენ.

ცოტა ხანში, კაცს წინ გადაეღობა ნავი, რომელშიც ახალი კანონით ხელდამშვენებული სახელმწიფო მოხელეები ისხდნენ. კაცს უგერგილოდ მიუთითეს, რომ ამ კანონის ძალითა და დაღუპვის საშიშროების გათვალისწინებით, მორევისკენ გაცურვა აკრძალული და დასჯადი იყო. კაცმა, მე არც კანონს ვემორჩილები და არც სიკვდილისა მეშინია, რადგან ღმერთი მიშველისო. მოხელეებმაც მორევისაკენ გაცურვის
პასუხისმგებლობის ხურჯინი მაშინვე მოცურავის ზურგზე გადაკიდეს და პილატესავით ხელდაბანილებმა გზა წინააღმდეგობის გარეშე გახსნეს.

მორევამდე სულ ცოტაღა რჩებოდა, რომ კაცს გზა გადაუკეტა გემმა, რომელიც ხალხით იყო სავსე. ისინი გემბანიდან უყვიროდნენ, რომ თუ მორევისაკენ წავიდოდა, მის სიკვდილს შესაძლოა სხვების სიკვდილიც მოჰყოლოდა, რადგან ეს მორევი, თავის გრძნეულებიდან გამომდინარე, ერთი კაცის ჩაყლაპვისთანავე სხვა ადამიანების შთანთქმის უდიდეს ძალას იძენდა.

მას ყელგამოწევით ევედრებოდნენ, რომ წყალზე გადმოგდებულ თოკის კიბეზე ასულიყო. კაცმა, მე თქვენისთანა მშიშარა კი არა, ნამდვილი გმირი ვარ და მორევი ვერას დამაკლებს, რადგან ღმერთი უთუოდ მიშველისო.
მერე ცურვის გაგრძელება სცადა, თუმცა უშედეგოდ, რადგან მდინარეზე ლამის გარდიგარდმოდ გახირული გემი ადგილიდან არ იძვროდა, ხალხის აღშფოთება კი სამართლიანად მატულობდა.

კაცს დიდხანს არ უფიქრია, ისე ჩაყვინთა წყალში, გემის ქვეშ გაძვრა და უცებ მორევის უძირო ხახაში აღმოჩნდა. ცოტა ხანში, როცა იგრძნო, რომ ძალა ელეოდა და იღრჩობოდა, დასახმარებლად უფალს მოუხმო.

"ჯერ ექიმები გამოგიგზავნე და იუკადრისე, მერე სახელმწიფო მოხელეები დაგაწიე და ხელი ჰკარი, ბოლოს ხალხი დაგახვედრე და მათი ხვეწნა-მუდარა ყურად არ იღე. სამჯერ გამოგიწოდე დახმარების ხელი და სამჯერვე მიუარე, რადგან შენმა სიყრუემ გონება წაგართვა", - ესღა ჩაესმა, სანამ ფსკერისკენ წავიდოდა.

აქ უკვე აღარ იქნება "ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა", ვინაიდან ასეთი დასასრულის შემთხვევაში ლხინი და ფქვილი აღარავის გაახსენდება.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
გლახუნა
19 აპრილი 2020 22:23
ეს ,,ოცნება,,-ს თავისი მხარდამჭერებიანათ - მოუყევით- წააკითხეთ , არ ექნებათ წაკითხული ...თორემ არსებულ დღეში - ა რ იქნებოდა საქართველო 2012 წლიდან- მათი 8 ,,საუკეთესო,, წლის მერე ...უკვე ამიერკავკასიაშიც კი ყველაზე ღ ა ტ ა კ ი, უიმედო, უსუსური და უპერსპექტივო ...პ.ს. კორონა-ს გადაიტანს -ერი - გადაივლის და მათი 8 წლიანი ,,მოღვაწეობის,, - ,,შედეგები,, კიდევ უფრო თვალსაჩინო შეიქმნება...
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები