ერთი თესლით აღმოცენებული ორი სხვადასხვა ნაყოფი - პომიდორი და კარტოფილი
04-11-2013
ერთი თესლით აღმოცენებული ორი სხვადასხვა ნაყოფი - პომიდორი და კარტოფილი
ბრიტანულმა კომპანიამ "ტომპსონმა და მორგანმა" მებაღეების უძველეს ოცნებას ფრთები შეასხა - ეს სურვილი არაერთი ქვეყნის არაერთ მებაღეს წლების განმავლობაში აწვალებდა:  გაყიდვაშია მცენარეთა თესლი, რომლის დათესვის შემდეგ მიწის ზემოთ ამოსული მცენარე პომიდორს ისხამს, ხოლო მიწის ქვეშ,  ფესვები - კარტოფილს. ამ ჰიბრიდს "ტომტატო" ("ტომატო" - ინგლისურად პომიდორს ნიშნავს, "პოტატო" იმავე ენაზე კარტოფილს აღნიშნავს) დაარქვეს.

მწარმოებლები ირწმუნებიან, რომ ასე მოწეული პომიდვრის ნაყოფი აბსოლუტურად სრულყოფილია, უბრალოდ ის გემოთი ჩვეულებრივ პამიდორზე ოდნავ ტკბილია.

რაც შეეხება
კარტოფილს, ისიც ჩვეულებრივ საკვებად ვარგისი პროდუქტია. შეიძლება მისი მოხარშვა, შეწვა და ჩიფსის მომზადება.
ამ ჰიბრიდზე სპეციალურად 15 წლის განმავლობაში მუშაობდნენ, რომ პომიდვრისა და კარტოფილის მოსავალი ერთი ჩითილისგან მიეღოთ. ვინაიდან კარტოფილი
და პომიდორი ძაღლყურძენასებრთა ოჯახს მიეკუთვნება, მათ შორის ბევრი ბუნებრივი მსგავსებაა.

თითოეულ მცენარეში გენმოდიფიცირებული კომპონენტები გამორიცხულია და ორივე აბსოლუტურად ნატურალური პროდუქტია და  მისი მიღება უხიფათოა ჯანმრთელობისთვის, - დასძენს მწარმოებელი.
აღნიშნული მცენარე განკუთვნილია, როგორც სათბურისთვის, ასევე ღია ცის ქვეშ მოსაყვანად.  

ალექსი
25 მარტი 2015 11:58
გამარჯობა

სად შეიძლება ამ თესლის შეძენა?

მადლობა
გრიგოლ ვაშაკიძე
30 დეკემბერი 2013 17:53
სად შეიძლება ამ მცენარის თესლის შეძენა?
nino
20 ნოემბერი 2013 00:04
კაცმა არ იცის რისი გენები შეიყვანეს და რა მამაძაღლობები აკეთეს.ახლა უნდათ გაასაღონ და მერე ნახე მუტანტების გამრავლება.დაილოცოს ქართული და სუფთა.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა