როდის და როგორ დავამყნოთ ხეხილი
02-12-2013
როდის და როგორ დავამყნოთ ხეხილი
მყნობა ერთი მცენარის (სანამყენე) კალმის ან კვირტის გადანერგვაა მეორე მცენარეზე (საძირე). მყნობა ხეხილოვანი ჯიშების ვეგეტაციური გამრავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ცნობილია მყნობის მრავალი წესი, რომელთაგანაც ყველაზე გავრცელებული კვირტით და სოლით მყნობაა.

კვირტით მყნობა

კვირტით მყნობის ვადაა ივლისი-აგვისტო.

საძირეებად გამოიყენება ერთწლიანი ნერგები. შემოდგომით ან ზამთარში საძირეები გადარგეთ ღია გრუნტში.

მოაცილეთ სარეველები და მიწა გააფხვიერეთ, არ მოაკლოთ წყალი.

ზაფხულში ძირიდან 21 სანტიმეტრ სიმაღლეზე შემოაცალეთ ყველა ამონაყარი და ფოთოლი.
ნერგის ქერქზე ამოტვიფრეთ ასო თ-ს
მსგავსი ჭრილი და ქერქი ოდნავ მოაცილეთ მერქანს. ასე დამუშავებული საძირე მზად არის დასამყნობად...

სანამყენეზე არჩევენ ერთწლიან კარგად განვითარებულ ყლორტს, საიდანაც აათლიან საუკეთესო კვირტს.

კვირტს ჩასვამენ საძირის თ ჭრილში და ახვევენ გამჭვირვალე წებოვან პოლიეთილენის ლენტს ისე, რომ კვირტის თავი (ყუნწი) არ დაიფაროს.

დატოვებული ყუნწის დანიშნულებაა ნამყენის
შემოწმება. სანამ თითის ოდნავი შეხებით ყუნწი არ მოსძვრება, მანამ შეხორცების პროცესი მიმდინარეობს. როცა დარწმუნდებით, რომ შეხორცება დასრულდა, ლენტი მოხსენით.

სოლით მყნობა

სანამყენე კალმებად იანვარ-თებერვალში იჭრება სასურველი ჯიშის ერთწლიანი, 3-4-კვირტიანი კალმები. კალმები შეკარით კონებად, ჩაფალით სველ ქვიშიან ყუთებში და შეინახეთ სარდაფში, სადაც ტემპერატურა 0°ც-მდეა. გადამწყვეტი ფაქტორი მყნობისას ტემპერატურა და ჰაერის ტენიანობაა. ოპტიმალურად მიიჩნევა 25-27 °ც და 70-85% ჰაერის ტენიანობა.

კალამს ორი მხრიდან ჩაათალეთ ისე, რომ სოლის ფორმა მიიღოს. ჩაჭერით საძირე (გააპეთ) და ჩასვით კალამი. გადანახერხზე წაუსვით ბაღის მალამო და შემოახვიეთ პოლიეთილენის ლენტი. კალამი ისე უნდა ჩასვათ ჭრილში, რომ კალმის ქერქი საძირის ქერქს მჭიდროდ ედებოდეს. კალმით მყნობა გაზაფხულზე, აპრილში ტარდება. მაშინ, როცა ბუნება გამოღვიძებას იწყებს...
amirani
05 აგვისტო 2017 20:18
mainteresebs nushi rogor davamyno
06 აპრილი 2017 02:28
ბაღის მალამო არი ტალახი ძაან სველი არა
ალექსი
10 მარტი 2016 15:16
ეს ყველაფერი გავიგე მაგრამ ბაღის მალამო როგორ გავაკეთო

რედაქტორის რჩევით