რჩევები დამწყები მეთევზეებისთვის
02-12-2013
რჩევები დამწყები მეთევზეებისთვის
დამწყებმა მოყვარულმა მეთევზემ უნდა იცოდეს, რომ თევზის ანკესზე წამოგება დამოკიდებულია ანკესის ფორმასა და სიდიდეზე, სატყუარაზე, თევზის სახეობაზე, წლის დროზე, ამინდზე, ადგილმდებარეობაზე...


მდინარეში თევზაობისას ისარგებლეთ ანკესის წყალგაყოლების ხერხით. ამ დროს სატყუარა წყალს კარგად მიაქვს.
თევზის მოსაზიდად ჭიაყელები თიხაში აზილეთ და რამდენიმე ბურთულა წყალში გადააგდეთ. წყალი მათ დაშლის და საკვები თევზებს შეუმჩნეველი არ დარჩებათ.

ტბებსა და წყალსაცავებზე თევზს ნაფოტას ტივტივიანი ანკესით იჭერენ.  "ჩაკიდვის" ხერხით, ნემსკავზე წამოაგეთ პეპელა, ხორბლის მარცვალი, ნახევრად მოხარშული მაკარონი
ან ნაკელის ჭიაყელა.
ქაშაყი კარგად ეტანება ცომის ბურთულებს, რომელშიც წვრილად დაკეპილი ხახვია არეული.
კობრის დასაჭერად საუკეთესოა კოპტონი: დაჭერით მცირე ზომის კვადრატებად, დაასხით ადუღებული წყალი და 5-8 წუთი გააჩერეთ. შემდეგ გაშალეთ ქაღალდზე გასაშრობად.

გახსოვდეთ! წყალში დგაფუნი და წამოქმნილი წრეები თევზის თავმოყრის ადგილს გვამცნობს.
თევზი გაურბის თამბაქოს
სუნს, რომელიც მწეველი მეთევზის თითებიდან სატყუარას გადაეცემა. ამ სუნის მოსაცილებლად, მზესუმზირის ზეთში დაასველეთ ჩვარი და ხელი გაიწმინდეთ.

სად რომელი თევზის დაჭერა შეგიძლიათ

ნათქვამია: "ვისაც თევზის დაჭერა უნდა, ფეხის დასველებას არ უნდა ერიდებოდესო". ვერც მაშინ დაიჭერთ თევზს, თუ არ იცით, რომელ მდინარეში, ტბასა თუ წყალსატევში რა სახეობის თევზი ბინადრობს.
თევზის მრავალფეროვნებით გამოირჩევა მდინარე ალაზანი, სადაც 20-მდე სახეობის თევზი გვხვდება, მათ შორის ლოქო, მურწა, კალმახი, ქაშაყი, შამაია, ციმორი, წვერა, ხრამული, ფარგა, კობრი.

მდინარე ალგეთსა და არაგვში შეგიძლიათ დაიჭიროთ: ხრამული, წვერა, ციმორი, გოჭალა, ფრიტა და თაღლითა. ხრამულის დაჭერა შეგიძლიათ ბაზალეთის ტბაზეც. ოღონდ, იცოდეთ - ტბის სანაპირო ზოლში ის ღამით ამოდის, იკვებება წყალმცენარეებით, ბალახით, ხის ფოთლებით, ჭიებით, მწერებით (ეს სატყუარადაც გამოდგება).
zura
25 დეკემბერი 2013 14:32
მოგესალმებით ყველას და ჩემი თხოვნა იკნება თუ გ.დ.ი.--ის მუშაობას გააშუქებტ ბრაკონიერების წინააღმდეგ, თორემ აგარ დარცჩა ცყალში ტევზი.. სამაგალიტოდ დაისაჯონ, რომ მეორედ აგარ გაუჩნდეს აპარატის ხელში დაკავების სურვილი..ესეთი სტატიებიც ტუ ხშირად დაიცერება კარდი იქნება..
1
16 დეკემბერი 2013 13:11
ჩემი აზრით კარგი იქნებდა ამ სტატიაში აღწერილი ყოფილიყო მაგალითად მდინარეზე თევზაობისას როგორ უნდა მიხვდე, რომ თევზი წამოეგო ანკესს. ტბაზე წყალი დგას და უფრო იოლად იგებ როდის ამოკრა ანკესს და მდინარეში როგორ უნდა გაიგო?
ჯავახელი
02 დეკემბერი 2013 17:24
ეს თემა რომ განვავრცოთ კარგი იქნება.
შევქმნათ 1 გვერდი სადაც თევზაობის და ნადირობის სწორ ფორმებზე იქნება საუბარი და ზოგადად სპორტული თევზაობის პოპულიზაციას შევუწყობთ ხელს.

რედაქტორის რჩევით