როგორ ვებრძოლოთ მცენარეთა დაავადებებს - კვირის პალიტრა

როგორ ვებრძოლოთ მცენარეთა დაავადებებს

ხახვის ჭრაქი - ფოთლებზე ჩნდება ყვითელი ფერის წაგრძელებული ლაქები, რომლებიც მონაცრისფრო-იასამნისფერი ფიფქით იფარება. მცენარის ღერო იგრიხება და ლპება.

წამლობა იწყება, როცა მცენარე 10 სმ სიმაღლეს მიაღწევს.

იწამლება 1%-იანი ბორდოს ხსნარით. წამლობა მეორდება 10-15 დღის შემდეგ.

გოგროვანთა ნაცარი - კიტრის, გოგრის და ნესვის ფოთლებზე ჩნდება ბაცი ნაცრისფერი ლაქები, ფოთლები ყვითლდება და ჭკნება.

შეასხურეთ 0,5%-იანი კოლოიდური გოგირდის ხსნარი.

ფიტოფტოროზი (შავლაქიანობა) აზიანებს პამიდვრისა და კარტოფილის ფოთლებს, ღეროებსა და ნაყოფს.

პირველი წამლობა უნდა ჩატარდეს ჩითილების გადარგვამდე 1-2 დღით ადრე 0,5%-იანი ბორდოს ან კუპროზანის 0,4%-იანი ხსნარით. გადარგვის შემდეგ პროფილაქტიკის მიზნით 3-4-ჯერ უნდა შეიწამლოს. საჭიროებისამებრ, წამლობა უნდა განმეორდეს 5-7 დღის შემდეგ 1%-იანი ბორდოს ხსნარით ან კუპროზანის 0,4%-იანი ხსნარით.