გოზინაყივით "საახალწლო" ჩემი ლიმონი
06-01-2014
გოზინაყივით "საახალწლო" ჩემი ლიმონი
ახლობელმა წლების წინ გალიდან ლიმონის პატარა ძირი ჩამომიტანა. მაშინვე შესაბამის ჭურჭელში ჩავრგე, ადგილიც მივუჩინე. გულმოდგინედ ვუვლიდი. ლიმონს წყალი უყვარს, რაც მისთვის არ მომიკლია. ორი წელი ვეფერე და ლიმონმა პირველად იყვავილა - 6 ცალი გამოისხა. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. როგორც ბავშვს, ისე ვუვლიდი. ნაყოფი თანდათან მწიფდებოდა და საოცარ სურნელს აფრქვევდა. დეკემბრის მიწურულს მოსაკრეფი გახდა. ვიფიქრე, ახალი წელი ახლოვდება და მოდი, 1-ელ იანვარს ავიღებ ჩემი წლის მოსავალს-მეთქი. ასეც მოვიქეცი: ჩემი მოწეული
ლიმონი ოჯახის წევრებს ჩაისთან ერთად მივართვი. საოცარი სურნელი ჰქონდა.

მას შემდეგ ჩემი ლიმონი ყოველთვის საახალწლოდ იკრიფება და  მუდმივად 1-ლი იანვრის დილას ვაგემოვნებთ...
მოკლედ, ჩემი ლიმონი "გოზინაყად" მექცა, რომელიც საახალწლო სუფრას ტრადიციულად მიმშვენებს.

ლალი ფაცია

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა