წიწაკაგამოსხმული პომიდვრის ამბავი - კვირის პალიტრა

წიწაკაგამოსხმული პომიდვრის ამბავი

"ჩემო ჰორაციუს, ქვეყანაზე ბევრი რამ არის ისეთი, რაც ბრძენ ფილოსოფოსებს არც კი დაესიზმრებათ..." შექსპირის ეს სიტყვები დღესაც ხშირად უნდა გაიხსენო - ასეთია კლასიკა და ასეთია სამყაროც - იგი მუდამ გვთავაზობს საოცრებებს, რაშიც ადამიანის ხელი არ ურევია, ისე, როგორც ამ ზაფხულს ბარისახოში მოსული პომიდვრის ამბავში, რაზეც ბატონმა გოგი ჭინჭარაულმა მოგვწერა:

- ადამიანის სასარგებლოდ!), მაგრამ ვეჭვობ, ამ სიურპრიზებს ისეთი მომნუსხველი ძალა ჰქონდეს, როგორიც ბუნების მოვლენილ საიდუმლოს. მეც ძალიან ბევრი ფანტასტიკური სიახლე მსმენია, მაგრამ ამ ზაფხულს ბარისახოში პამიდორმა რომ წიწაკა დაისხა, იმაზე მეტად არაფერი გამკვირვებია.

დიახ, ასე იყო - ერთმა ბარისახოელმა ჩვეულებრივი პომიდვრის ჩვეულებრივი ჩითილები დარგო. ერთხელაც გაიხედა და ამ პომიდორს ჩვეულებრივი წიწაკები არ ასხია?!

ამან იმდენად დამაინტერესა, მივედი და სურათები გადავიღე. ვითომ რა უნდა მომხდარიყო? ასეთი რამ ძალზე იშვიათად მაშინ ხდება, როცა ამა თუ იმ ჯიშის ჩითილის მახლობლად სხვა ჯიშის ჩითილია დარგული და მოსავალს ის ამტვერიანებს, მაგრამ შემიძლია დავიფიცო, რომ წიწაკამოსხმული პომიდვრის არემარეზე ბარისახოში წიწაკა არსად ჭაჭანებდა!

დაგაინტერესათ ამ ამბავმა? ეს ბუნებრივია, მაგრამ, ჩემო ჰორაციუს, ქვეყნად ხომ ბევრი რამ არის ისეთი, რაც ბრძენ ფილოსოფოსებს აზრადაც არ მოუვათ!