წიწაკაგამოსხმული პომიდვრის ამბავი
06-01-2014
წიწაკაგამოსხმული პომიდვრის ამბავი
"ჩემო ჰორაციუს, ქვეყანაზე ბევრი რამ არის ისეთი, რაც ბრძენ ფილოსოფოსებს არც კი დაესიზმრებათ..." შექსპირის ეს სიტყვები დღესაც ხშირად უნდა გაიხსენო - ასეთია კლასიკა და ასეთია სამყაროც - იგი მუდამ გვთავაზობს საოცრებებს, რაშიც ადამიანის ხელი არ ურევია, ისე, როგორც ამ ზაფხულს ბარისახოში მოსული პომიდვრის ამბავში, რაზეც ბატონმა გოგი ჭინჭარაულმა მოგვწერა:

- ადამიანის სასარგებლოდ!), მაგრამ ვეჭვობ, ამ სიურპრიზებს ისეთი მომნუსხველი ძალა ჰქონდეს, როგორიც ბუნების მოვლენილ საიდუმლოს. მეც ძალიან ბევრი ფანტასტიკური სიახლე მსმენია,
მაგრამ ამ ზაფხულს ბარისახოში პამიდორმა რომ წიწაკა დაისხა, იმაზე მეტად არაფერი გამკვირვებია.
დიახ, ასე იყო - ერთმა ბარისახოელმა ჩვეულებრივი პომიდვრის ჩვეულებრივი ჩითილები დარგო. ერთხელაც გაიხედა და ამ პომიდორს ჩვეულებრივი წიწაკები არ ასხია?!

ამან იმდენად დამაინტერესა, მივედი და სურათები გადავიღე. ვითომ რა უნდა მომხდარიყო? ასეთი რამ
ძალზე იშვიათად მაშინ ხდება, როცა ამა თუ იმ ჯიშის ჩითილის მახლობლად სხვა ჯიშის ჩითილია დარგული და მოსავალს ის ამტვერიანებს, მაგრამ შემიძლია დავიფიცო, რომ წიწაკამოსხმული პომიდვრის არემარეზე ბარისახოში წიწაკა არსად ჭაჭანებდა!

დაგაინტერესათ ამ ამბავმა? ეს ბუნებრივია, მაგრამ, ჩემო ჰორაციუს, ქვეყნად ხომ ბევრი რამ არის ისეთი, რაც ბრძენ ფილოსოფოსებს აზრადაც არ მოუვათ!

David
26 იანვარი 2014 12:20
სამარცხვინოა, როცა ასეთი პატივსაცემი გამოცემის ჟურნალისტი ცდილობს გოგრა კიტრად გაასაღოს. ეს სურათი კი საკმაოდ უნიჭოდ გაკეთებული სიყალბეა ( ფოტოშოპს რომ ეძახიან), მე უფრო ხარისხიანად გაგიყალბებდით, რომ გეთხოვათ. გრცხვენოდეთ, ბატონებო!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა