როგორ მოვაშენო ფრინველი?
როგორ მოვაშენო ფრინველი?
წერილი რედაქციას

კითხვებს უპასუხებს სწავლული აგრონომი, ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, ფიტოთერაპევტი ნიკოლოზ იოსებიძე


შარშან პენსიაში გავედი და სოფლად გადავსახლდი. პაპისეულ სახლს ცოტა ხელის შევლება სჭირდებოდა. დიდი ეზო-კარი მაქვს და შემიძლია ბაღ-ბოსტანიც ვიქონიო და ფრინველიც ვიყოლიო, მაგრამ ყოველივესთვის სრულიად მოუმზადებელი აღმოვჩნდი. ამაში განსაკუთრებით მას შემდეგ დავრწმუნდი,  როცა რამდენიმე ქათამი ვიყიდე და ძალიან მალე დამეხოცა - არ ვიცი, რა დაავადება შეეყარათ, ერთბაშად მოიწყინეს, რა არ ვაჭამე,  მაინც ვერ გადავარჩინე. როგორც მეზობლებისგან შევიტყვე, ფრინველს
თუ ინფექციური დაავადება შეეყარა, სიკვდილი გარდაუვალია. ჩანს, ქათმები ჩემს უცოდინრობას ემსხვერპლნენ.

ახლა წერილს თქვენ გწერთ, გთხოვთ ჩემი კითხვები პროფესიონალამდე მიიტანოთ, ძალიან მინდა  ქათმები მოვაშენო, არადა, თუ სათანადო ცოდნა არ მექნა, ვეღარ გავრისკავ მათ მოშენებას.


ნანული კორაშვილი,
სოფელი საქობო


წერილის ავტორს ვურჩევთ ახალგამოჩეკილი წიწილები იყიდოს. ყველაზე
ძნელად გასაზრდელი ბროილერის ჯიშის წიწილებია, სამაგიეროდ, ზრდასრული ქათმების წონა 3-5კგ-ია. ასე რომ, ღირს თავის შეწუხება.
მაშ ასე, დაამზადეთ ყუთი (სიგრძით 50 სმ, სიგანით 40 სმ, სიმაღლით 30 სმ). სახურავზე, შიდა მხრიდან, ორი ნათურა დაამაგრეთ. იატაკზე ქაღალდი დააფინეთ. დასვრილი ფენა ყოველდღე  შეცვალეთ. ყუთს სავენტილაციოდ გაუკეთეთ ნახვრეტები.

წიწილებს პირველ კვირაში სჭირდება 30-320ჩ. ტემპერატურას წიწილების მდგომარეობის მიხედვით ვარეგულირებთ - თუ სცივათ, ერთმანეთს ეკვრიან. თუ სცხელათ, დაღებული ნისკარტებით ხშირ-ხშირად სუნთქავენ. თუ ტემპერატურა ნორმალურია, ხალისიანად კენკავენ და მხიარულად წივწივებენ.

სწორი კვება მნიშვნელოვანია. წიწილებს პირველ კვირაში აძლევენ მაგრად მოხარშულ კვერცხს, ჩაზელილს ხორბლის, სიმინდის, ქერისა და ფეტვის ბურღულში. ყოველ 10 წიწილაზე დღეში საჭიროა 1 კვერცხი და 50-70გ ბურღული. პირველ 3-4 დღეს საკვებს ყოველ 2 საათში ერთხელ უყრიან. მესამე დღის შემდეგ დამატებით აძლევენ წვრილად დაკეპილ ჭინჭარს, ბაბუაწვერას ფოთლებს, სამყურას და სხვ. მეორე კვირიდან (ყოველ 10 წიწილაზე) აძლევენ 50-100 გ ხაჭოს, 100-150 გ წვრილად დაღერღილ მარცვალსა და 20-30 გ ბალახს.  წიწილები ვიტამინებს ბალახეულიდან იღებენ, თუმცა ურიგო არ იქნება, თუ პოლივიტამინებსაც მივახმართ (1 დრაჟე 10 წიწილაზე). ერთი თვის შემდეგ უნდა ვკვებოთ 4-5-ჯერ დღეში, დღისით გავუშვათ ეზოში.

მოზრდილ ფრინველს აუცილებლად სჭირდება ცარცი, კვერცხის ნაჭუჭი, მსხვილი ქვიშა. 1 წიწილა საშუალოდ უნდა იღებდეს 30-35 გ დაფქულ მარცვალს, 15-20 გ ხაჭოს, 8-15 გ კოპტონს, 10 გ გახეხილ სტაფილოს, 10-12 გ კარტოფილს. ორი თვის ფრინველს საკვების ნორმას უორმაგებენ. კუჭ-ნაწლავის დაავადებათა საწინააღმდეგოდ, სარწყულებელში კალიუმის პერმანგანატის ღია ვარდისფერი წყალხსნარი ჩაასხით.


- სად და როდის მაქვს თევზაობის უფლება.
გიორგი ჩხაიძე

შეკითხვებს უპასუხებს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი მაია ჩხობაძე.
- საქართველოს მდინარეებში - მტკვარში, ალაზანსა და იორში ლიცენზირებული თევზჭერა შესაძლებელია განსაზღვრულ ვადებში (შემოდგომიდან გაზაფხულამდე): ლიცენზირებული თევზჭერა ასევე შესაძლებელია თავფარავნის, სანთასა და ტაბაწყურის ტბებში, ხრამისა და თბილისის წყალსატევებში.
შავ ზღვაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, კეფალი-პელენგას თევზჭერა დაშვებულია მთელი წლის განმავლობაში, ქაფშიისა - 1-ლი ოქტომბრიდან 30 აპრილის ჩათვლით...

პალიასტომის ტბაში თევზჭერა დაშვებულია: ღორჯოს, კეფალის - 1-ლი მაისიდან 1-ელ ივლისამდე; ლოქოსი - 1-ლი იანვრიდან 1-ელ აპრილამდე;
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
10-12-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
10-12-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები