"თავსაფარა წიფელი" - კვირის პალიტრა

"თავსაფარა წიფელი"

მკითხველის ფოტო

"ვინც ცულს შემომკრავს, ჩემსავით დაიგრიხოს"

ოზურგეთის რაიონის სოფელ ჭანიეთში, ნაბადას მთის კალთაზე, ეულად დგას უცნაური ხე, "თავსაფარა წიფელი." რედაქციაში სწორედ მის ფოტოს გიგზავნით. პროფესიონალი ფოტოგრაფი რომ ვიყო, უკეთ გადავიღებდი, რათა ნათლად წარმოჩენილიყო მისი სილამაზე და სიდიადე.

ირგვლივ ამ წიფლის მსგავსი ხე არ ხარობს. დაბლა დახრილი ტოტები ისე აქვს დაგრეხილ-დაქსაქსული, როცა ვუყურებ, თავი ჯუნგლებში მგონია.

"ვინც ცულს შემომკრავს, ჩემსავით დაიგრიხოს", - უთქვამს ხეს და მართლაც, ჯერ მისთვის ცული არავის შემოუკრავს.

როცა წიფელი გაიფოთლება, მის ქვეშ საოცარი სიმყუდროვე და სიგრილეა, უამინდობის დროს კი - თავშესაფარი და ამიტომაც შეურქმევიათ "თავსაფარა წიფელი". არავინ იცის, რამდენი წლის არის  ეს უცნაური ხე...

სულიკო ლომჯარია, ჭანიეთი