ბარვასაც ცოდნა უნდა - კვირის პალიტრა

ბარვასაც ცოდნა უნდა

ნაწყვეტი წიგნიდან "ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ. მეურნის ენციკლოპედია". ნიკოლოზ იოსებიძე. გამომცემლობა "პალიტრა L"

დასაბარ ნაკვეთს ვყოფთ ორ თანაბარ  A  და B მონაკვეთად. პირველი კვლიდან (ა) ამობარულ მიწას დებენ იქვე, B Bმონაკვეთის კიდეზე (ბ). პირველი კვალი ამოივსება მეორე თხრილიდან ამოღებული ბელტით (გ) და ა.შ. B მონაკვეთის პირველი კვლის ბელტით ავსებენ A მონაკვეთის ბოლო კვალს (დ).  B Bმონაკვეთის ბოლო კვალი (ე) ამოივსება სულ პირველი კვლიდან ამოღებული ნიადაგით - ამ პროცესს მიწის გადაბრუნება ჰქვია.

კვლების ფსკერზე სასურველია, დაიყაროს გადამწვარი ნაკელი ან კომპოსტი.

გაითვალისწინეთ! ბარი მიწაში უნდა ჩაუშვათ ვერტიკალურად, რათა ნიადაგი უკეთ გაფხვიერდეს.

დაბარული ნიადაგი კარგად უნდა ჩაითოხნოს და ფოცხით მოსწორდეს, რის შემდეგაც ვყოფთ კვლებად. კვლების გასატარებლად უმჯობესია კვლის თავსა და ბოლოში დავასოთ პალოები და გავაბათ ლარი.

ამის შემდეგ თოხის წვერით ვაკეთებთ კვლებს, მოვრწყავთ და შემდეგ ვიწყებთ თესვას. დათესილ კვლებს ფოცხით მოვასწორებთ და მსუბუქად დავტკეპნით. რაც უფრო წვრილია თესლი, მით უფრო ნაკლებ სიღრმეზე ითესება და პირიქით.