გააკეთე საყვავილე ძველი საბურავისგან
21-04-2014
გააკეთე საყვავილე ძველი საბურავისგან
თუ მარჯვე ხელები გაქვთ და ფანტაზიასაც არ უჩივით, მსუბუქი ავტომობილების ძველი საბურავებით საყვავილის დამზადებას შეძლებთ.

ამისთვის საჭიროა:

ძველი დისკიანი საბურავი, საღებავი, ბასრი დანა.
მაშ, ასე, აიღეთ დისკიანი საბურავი. დაჭრამდე სასურველია თარგის გაკეთება, რისთვისაც ცარცი და სახაზავი გამოიყენეთ. შემდეგ ზიგზაგისებურად გაჭერით გვერდიდან (ისე რომ, 2 არათანაბარი ზომის ნაწილად დაიყოს - იხ. ფოტო).  გაჭრილი საბურავის მოზრდილი ნაწილი ამოატრიალეთ. ქვედა ნახევარსაბურავი სადგამის როლს შეასრულებს, დიდი კი საყვავილის თასისას.

შემდეგ შეგიძლიათ თქვენი საყვავილე სასურველ
ფერად შეღებოთ. დისკის შეღებვა აუცილებელი არ არის.
თუ საყვავილის გაკეთებას კარგად გაართვით თავი, საბურავისგან ულამაზესი თუთიყუშისა და გედის გაკეთებასაც შეძლებთ. ეს ფოტოები მარჯვე ხელებისა და ფანტაზიის კარგი მაგალითია.

რედაქტორის რჩევით