პირველი საწარმო ხევსურეთში
28-04-2014
პირველი საწარმო ხევსურეთში
"მხარეში, რომელიც სულს ღაფავს, მცირე საწარმოები პირდაპირ სულზე მისწრება იქნება"

ძვირფასო რედაქცია, ხევსურეთიდან გწერთ, რადგან მინდა სიხარული გაგიზიაროთ.
ცოტა შორიდან დავიწყებ:
გასული საუკუნის 80-იან წლებში ბარისახოს ახლოს სახელმწიფომ ორი შენობა ააგო - განზრახული ჰქონდათ მატყლისა და ტყავის გადამმუშავებელი საწარმოს, სამკურნალო მცენარეთა საშრობის, სართავ-საჩეჩი საამქროს და სამღებროს გახსნა.

სამწუხაროდ, ამ გეგმებს ასრულება არ ეწერა - შენობები კი აიგო, მაგრამ... მუშაობა შეწყდა.
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. შენობები ჩ
ამოიქცა და გაპარტახდა...
არადა, ამ საწარმოების ამუშავებას ჩვენი რეგიონისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა, უპირველესად, სამუშაო ადგილები გაჩნდებოდა და ის თითზე ჩამოსათვლელი ოჯახები, რომლებიც ხევსურეთს ამაგრებენ, კერას აღარ მიატოვებდნენ.
გაოცდებით, მაგრამ ხევსური მეურნეები, ვისაც შრომის ხალისი შერჩენიათ, დღესაც ელოდებიან იმ დროს, როცა თავიანთ ნაწარმს აქვე, ხევსურეთში გაყიდიან.
და აი, გამოჩნდა არხოტიონი
ნოდარ ნაროზაული, რომელმაც მოინდომა ხევსურეთში პირველი რძის გადამმუშავებელი და სახერხი საამქროების, აგრეთვე სოკოს მოსაყვანი სათბურის გახსნა.
ნოდარმა რამდენიმე წლის წინ შეისყიდა შენობა, რომლის  გარემონტებასაც გეგმავს.
დანადგარებს შევიძენ და საწარმოს მოვაწყობო, - დაგვპირდა.

თუ ბატონი ნოდარის ჩანაფიქრი განხორციელდება, მართლაც კარგი, საქვეყნო საქმე გაკეთდება. ჯერ მხოლოდ იმიტომ, რომ რამდენიმე კაცი მაინც დასაქმდება, მერე, მესაქონლე გლეხი აქვე ჩააბარებს ნამატ რძეს და ანგარიშსაც აქვე გაუსწორებენ. თანაც ხევსურზე უკეთ  ვინ დაამზადებს საუცხოო რძის პროდუქტებს!
ეს იქნება პირველი საწარმო ხევსურეთში, მხარეში, რომელიც სულს ღაფავს და რომლისთვისაც ამგვარი მცირე საწარმოები პირდაპირ სულზე მისწრება იქნება.

გოგი ჭინჭარაული,
ბარისახო

dagvpirdao
20 მაისი 2014 11:24
ეჰ, რა ადვიალია ამ საქმის გაკეტება და როგორ არ არის ქარტული სულის მქონე ბიზნესმენები მტას და ხახლს რომ დაეხმარებიან

ამ კაცს ჯერ არაფერი გაუკეტებია და ტურმე სდომებია და უკვე სტატიას წერტ

იმედია გააკეტებს, ეჭვი მეპარება
elen
29 აპრილი 2014 02:43
ასეთ საჭირო ადამიანებს ღმერთმა ხელი მოუმართოს
.
28 აპრილი 2014 09:52
და ჩვენს მკვდარ მთავრობას არ უნდა, ამ კაცს მიეხმაროს? ათას სისულელეში რომ ხარჯავენ ფულს?

რედაქტორის რჩევით