ქლიავ-გარგარი
26-05-2014
ქლიავ-გარგარი
"სიყვარულის" ტკბილი ნაყოფი

პლუოტი ქლიავისა და გარგარის ჰიბრიდია. სახელი ქლიავისა (პლუმ) და გარგარის (აპრიცოტ) პირველი და ბოლო მარცვლების მიხედვით ეწოდა. პლუოტი ქლიავს ჰგავს, ხოლო მის "ძმას", რომელიც გარგარს უფრო წააგავს, აპრიუმს უწოდებენ.

პლუოტი გარედან შესაძლოა იყოს მოიისფრო, ბორდოსფერი, მოვარდისფრო ან მწვანე, შიგნით კი მოთეთრო-კრემისფერია.

ნაჯვარი ხილის ნაყოფი გაცილებით ტკბილია, ვიდრე ქლიავი ან გარგარი. ახალი ჰიბრიდი ძალიან გემრიელია. მისგან აკეთებენ წვენს, დესერტებს, მურაბებს, კომპოტებს და ღვინის დაყენებაც კი შეიძლება. ჰიბრიდი გამოყვანილია
კალიფორნიის სანერგეში 1989 წელს. მსოფლიოში დღეისთვის პლუოტის 11 სახეობაა, აპრიუმის - ორი, ხოლო ერთი სახეობა ატმისა და ქლიავის ჰიბრიდიც გამოიყვანეს.



david tkeshelashvili
31 მაისი 2014 14:42
სად შეიძლება ამ ნერგების შეძენა?

რედაქტორის რჩევით