კითხვა-პასუხი
09-06-2014
კითხვა-პასუხი
გთხოვთ, მოკლედ მოგვითხროთ სატაცურის შესახებ.
მაია მამაცაშვილი, მცხეთა


- სატაცური შროშანისებრთა ოჯახის მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. პატარა ყვავილები აქვს, ნაყოფი - წითელი, წვრილი, სფეროსებრი კენკრაა. ევროპაში, აზიასა და აფრიკაში მისი 300-მდე სახეობაა გავრცელებული, საქართველოში - მხოლოდ სამი. სატაცურისაგან გაზაფხულზე გემრიელ კერძებს ამზადებენ დიასახლისები.


იქნებ გვირჩიოთ, ბაღ-ბოსტანში რომელი მცენარე რომლის გვერდით დავრგოთ?
გედეონ მამრაძე, საგარეჯო


- ვენახში არ შეიძლება კომბოსტოს და ზოგიერთი ბაღჩეულის დარგვა. არ ვარგა ალუბლისა და გარგარის ხეების ერთად დარგვა,
კომშთან მსხალი, ხოლო ბალთან მოცხარი არ ხარობს.
სოჭის, ცხენისწაბლას, აკაციის, იასამნისა და ვარდის ბუჩქის მახლობლად სხვა მცენარეებს უჭირთ ზრდა-განვითარება.


უწამლი საფერავის ყურძნის ჯიშებიდან რომლის მოშენებას გვირჩევდით საგარეჯოს რაიონში, გვაცნობეთ ოჯალეშის მოვლა-პატრონობის წესები.
ნიკო ყარაულაშვილი


- "უწამლი საფერავის" ჯიში არ არსებობს. საფერავი ერთ-ერთი უძვირფასესი შავნაყოფა ვაზის
ჯიშია, რომელიც საგარეჯოს რაიონში, კერძოდ ხაშმში, დიდ მოსავალსაც იძლევა და უძვირფასესი ღვინოც დგება. თქვენ ალბათ გაინტერესებთ, რომელი შავნაყოფა ვაზის უწამლი ჯიშის გაშენება სჯობს საგარეჯოს რაიონში.
ამ ბოლო ხანებში ამგვარი უწამლი ჯიში უამრავი გამოჩნდა საქართველოში - შავიც და თეთრიც, რომელთა კონკრეტული დასახელებაც, ვფიქრობთ, არავინ იცის. ვისაც ჰკითხავ, რა ჯიშიაო - უწამლს ვეძახითო, გიპასუხებს.
ერთი ჯიში, რომელსაც მტრედისფეხას ეძახიან, საგარეჯოს პირობებში კარგ მოსავალსაც იძლევა და მისი ღვინოც საუკეთესოა - საფერავისგან ძნელად გასარჩევი. როგორც ირკვევა, მტრედისფეხა უძველესი შავყურძნიანი ქართული ჯიშია, მესხეთიდან გადმოტანილი, რომელიც შეწამვლას არ საჭიროებს.

უპრიანი იქნება, თუ თქვენთვის საინტერესო საკითხზე უშუალოდ საგარეჯოელებს გაესაუბრებით.
ოჯალეში წითელყურძნიანი უძვირფასესი საღვინე ჯიშია. გავრცელებულია სამეგრელოს მთისპირა რაიონებში, როგორც მაღლარად, ისე დაბლარების სახით. შეუწამლავად ავადდება ჭრაქითა და ნაცრით. საჭიროებს საწამლი ვაზის ყველა აგროტექნიკურ ღონისძიებას. აღმოსავლეთ საქართველოში ოჯალეში ივარგებს, თუ არა, საეჭვოა.
...
13 იანვარი 2016 22:23
სათაცურის მოშენებაზე შეგიზლით მითხრათ რამე?მა
დოლობა წინასწარ

რედაქტორის რჩევით