ყურძნის მტევანი 4.000 დოლარად! - კვირის პალიტრა

ყურძნის მტევანი 4.000 დოლარად!

"რომაული ლალისებრი" (Ruby Roman) სუფრის ყურძნის ჯიშია, რომელიც იაპონელებმა 2008 წელს გამოიყვანეს. ის მხოლოდ ისიკავას პრეფექტურაში მოდის. მოწეული ყურძნის ხარისხი მკაცრად მოწმდება. თითოეული მარცვალი უნდა იყოს ხასხასა წითელი, ზომით მაგიდის ჩოგბურთის ბურთისოდენა, წონით არანაკლებ 20 გრამისა, ხოლო მასში შაქრის შემცველობა - არანაკლებ 18-22%. განარჩევენ ასევე ე.წ. პრემიუმკლასის "რომაულ ლალისებრს", რომელიც განსაკუთრებით ძვირი ღირს - ასეთი მტევანი არანაკლებ 700 გრამს უნდა იწონიდეს, ხოლო თითო მარცვალი - არანაკლებ 30 გრამს. მაგალითად, 2010 წლის მოსავალში პრემიუმ-კლასის მხოლოდ ექვსი მტევანი აღმოჩნდა, 2011-ში კი... არც ერთი. 2013 წელს პრემიუმკლასის "რომაული ლალისებრის" ერთადერთი მტევანი მიიღეს, რომელიც აშშ-ში 4.000 დოლარად გაიყიდა.