კითხვა-პასუხი
16-06-2014
კითხვა-პასუხი
საინტერესოა, იზრდება თუ არა ზეთისხილი აღმოსავლეთ საქართველოში და სად ვიშოვოთ ნერგი?
ვანო სესიტაშვილი, გურჯაანი


- საქართველოში ზეთისხილი რომ იზრდება და მოსავალსაც იძლევა, დანამდვილებით ვიცი. მისი ერთი ძირი თბილისის ერთ-ერთ სასაფლაოზე დგას და ყოველწლიურად მსხმოიარობს. ეს იმის მაჩვენებელია, რომ აღმოსავლეთ საქართველოში მისი მოშენება შეიძლება. საერთოდ კი ზეთისხილი სუბტროპიკული კულტურაა.
როგორც დავადგინეთ, ზეთისხილის მცირე პლანტაცია არის გურჯაანის სელექციური მიღწევების სადგურში.

ეზოში ქოთნით მაქვს იორდასალამი (პიონი). მხოლოდ ერთხელ იყვავილა. აგერ უკვე მე-3 წელია,
ყვავილი აღარ გამოაქვს. იქნებ მირჩიოთ, როგორ მოვუარო, როგორი პირობები უყვარს?
ეთერ ნარიმანიძე, მცხეთა

- იორდასალამს ქოთანი არ სჭირდება! დარგეთ პირდაპირ გრუნტში და ყოველწლიურად იყვავილებს, ოღონდ წყალი და სასუქი (ნაკელი) არ მოაკლოთ.


როგორ დავაღწიოთ თავი კოლორადოს ხოჭოს?
ელდარ გამახარია, ზუგდიდი


კოლორადოს ხოჭო ამერიკული წარმოშობისაა, ეს მისი
სახელწოდებიდანაც ჩანს: კარტოფილის, პამიდვრის, ბადრიჯნის, წიწაკის, თამბაქოს ეს დაუძინებელი მტერი მთელ მსოფლიოშია მოდებული. სრულფასოვანი აგროტექნიკური ღონისძიებების გარეშე ის დიდ ზიანს მოუტანს სოფლის მეურნეობას.
როგორც კი მავნებელი თქვენს ნაკვეთში გამოჩნდება, პირველ რიგში, მოიმარჯვეთ ჭურჭელი, რომელშიც ნავთი ან მარილის კონცენტრირებული წყალხსნარია ჩასხმული. შეაგროვეთ ხოჭოები და შიგ ჩაყარეთ, შემდეგ დაწვით, ხოლო პლანტაცია აუცილებლად შეწამლეთ ქლოროფოსით, დილორით ან კარატეთი. მოხმარების წესი აღნიშნულ პრეპარატებს თან ახლავს.

ხოჭო წვერიდან ძირამდე ანადგურებს კარტოფილის (და ამ ოჯახის წარმომადგენლების) ფოთლებს. ერთი დედლის მარტო ერთი წლის ნამატის გამოსაკვებად საჭიროა 25 ტონა ფოთოლი, რასაც სჭირდება 100 ათასი ძირი მცენარე. იდეალურ ხელშემწყობ პირობებში, ერთი დედალი ხოჭო ზაფხულში 30 მილიონ კვერცხს დადებს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით