კითხვა-პასუხი
30-06-2014
კითხვა-პასუხი
სამტრედიაში პამიდორს ვრგავთ და ხმება. არც შეწამვლა შველის. მკვახე პამიდორსაც ვერ ვიყენებთ. 7-8 წელიწადია, ასე გრძელდება. იქნებ სპეციალისტებმა გვირჩიონ, რა გავაკეთოთ.
ოლეგ ჯანელიძე, სამტრედია


- პამიდვრის კულტურის საკმაოდ ბევრი დაავადება არსებობს, რომელთა გამოცნობა-დადგენაც მხოლოდ ფიტოპათოლოგებს შეუძლიათ, თუკი ყოველწლიურად ან ორ წელიწადში ერთხელ მაინც მოწმენი ხდებიან ამ დაავადებების გამოჩენისა. უნახავად კი ვერც ერთი სპეციალისტი ვერ მიხვდება, რა იწვევს თქვენს მეურნეობაში 7-8 წლის განმავლობაში მოსავლის განადგურებას.

1. არავითარ შემთხვევაში არ
დარგოთ ერთი და იგივე კულტურა ერთსა და იმავე ადგილას, ყოველ 2-3 წელიწადში შეუცვალეთ ადგილები. არ დარგოთ პამიდორი კარტოფილის მახლობლად, ვინაიდან ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი დაავადება - ფიტოფტოროზი, უფრო ხშირად ამ კულტურიდან ვრცელდება.
2. მცენარის მკურნალობა დაიწყეთ კვალსათბურიდან, შეასხურეთ 1%-იანი ბორდოს ხსნარი. საუკეთესოა ჩითილების გამოზრდა ტორფ-ნეშომპალიან კუბებში. პერიოდულად გამოცვალეთ
თესლის ჯიში. ნიადაგს არ მოაკლოთ სასუქი, გაფხვიერება და მორწყვა. შეიტანეთ კალიუმიანი სასუქი.
3. დაავადების გამოჩენისთანავე პამიდვრის ნერგები შეწამლეთ 0,5%-იანი კაპტანით, 0,4%-იანი პოლიკარბაცინით, 0,4%-იანი პოლიხომით, 0,2%-იანი რიდომილით ან სხვა შესაბამისი პრეპარატებით.

როდის არის რეკომენდებული "ცის გახსნა", ანუ ვაზისთვის თავის გადატეხვა? ეს, როგორც ვიცი, სხვადასხვა დროს ხდება.
ვახტანგ მამასახლისი, ვანი

- ვაზის ყლორტების წაწყვეტა უნდა მოხდეს ყვავილობამდე 10-15 დღით ადრე, იმ ვარაუდით, რომ ყვავილობის დაწყების პერიოდში ეს ოპერაცია განმეორდეს. ოპერაციის ადრე ჩატარება და მისი განმეორების გარეშე დატოვება გამოიწვევს უარყოფით შედეგს, მრავალი ნამხარის განვითარების გამო.

მაქვს დაფნის ხე, რომელმაც გაყვითლება დაიწყო. ფოთლებიც სცვივა. როგორ მოვიქცე?
იზოლდა ჯინჭარაძე, თბილისი

- უპირველეს ყოვლისა, გამოუჩინეთ ფესვები, ერთ-ერთი, ჰორიზონტალურად მდებარე ფესვი ბურღით გახვრიტეთ, უფრო სწორად, გაბურღეთ და შპრიცით შეუშვით შიგ "ბიორაგი", რომელიც აუცილებლად უშველის. ყველაზე უკეთესი იქნება, თუ ამოძირკვავთ და ახალს დარგავთ. მის ნერგზე არავინ უარს არ გეტყვით, გასახარებლადაც ადვილია.

თუ შეიძლება გვითხრათ, როგორ მრავლდება კანფეტის ხე. ის ჩვენს ეზოშიც ხარობს და საკმაოდ დიდია. ბევრი ახლობელი მის ნერგებს გვთხოვს, მაგრამ არ ვიცით, როგორ გამოვიყვანოთ.
იზო მალაციძე, ქუთაისი

- კანფეტის ხე, იგივე ყუნწშაქარა, ლათინურად Hovenia dulcis Thumo მრავლდება თესლითა და კალმებით.

ხოხობი ქათმის კვერცხებზე დავსვი, მაგრამ როცა გამოჩეკს, როგორ უნდა მოვუარო, ან რითი გამოვკვებო, არ ვიცი.
მალვინა მირცხულავა, ჩოხატაური

- არაჩვეულებრივი საქმე მოგიფიქრებიათ, თუმცა, ვიცი შემთხვევა, როცა კაცმა თავის ძროხას გამოაჩეკვინა წიწილები. მან იცოდა, რომ გამოჩეკვას სჭირდება 38 გრადუსი ტემპერატურა. დააკერა დიდ ქსოვილზე 100 ჯიბე, ჩააწყო შიგ კვერცხები და გადააფარა. 98 ცალი სავსებითY ჯანმრთელი წიწილა გამოიჩეკა. რა თქმა უნდა, იმ ფერმერს კრუხი არ შეუცვლია და კვებავდა ჩვეულებრივად, როგორც წიწილებს კვებავენ. თქვენც ასე მოგიწევთ, რა თქმა უნდა. თქვენ თუ არ იცით, რა და როგორ აჭამოთ, მეზობელს ჰკითხეთ.

მაქვს პეკანი - ჩინური კაკალი, 6 მეტრი სიმაღლის. ჯერ არ ისხამს, რა ვქნა?
ჯემალ ჩუთლაშვილი, სიღნაღი

- ბატონო ჯემალ, ძალიან კარგია, რომ გიდგათ პეკანი, მაგრამ პეკანი არც ჩინურია და არც კაკალი. იგი ცალკე გვარია კაკლოვნების ოჯახისა, წარმოშობით კი ჩრდილოეთამერიკულია. კაკლოვნების ოჯახიდან პეკანი ყველაზე დიდ ხედ ითვლება, რომლის სიმაღლე 65მ-მდე, დიამეტრი კი 2,5 მ-მდე აღწევს. სიცოცხლის ხანგრძლივობაა 500 წელი. მერქანი ძალიან მკვრივი და ელასტიკურია, ძალიან ლამაზად მოხატული, გამოიყენება ძვირფასი ავეჯის საწარმოებლად.

რაც შეეხება ნაყოფმსხმოიარობას, თესლნერგი მსხმოიარობას იწყებს 8-10 წლიდან, ნამყენი - 4-5 წლიდან. გააჩნია, სად იზრდება და რა პირობებში.
tamro
02 ივლისი 2014 06:08
პომიდორსს განოკიერება უხდება დროხის ნეხვიტ . მიწა სჰემოდგომიტ გაანოკიერეტ მტელი სამტრის განმავლობასჰი გაზაპხულსე რომ დაბარავტმასჰინაც ერტი პირობა გაანოკიერეტ რომ საცჰიტილე პამიდორსს ერტი კვირიტ სჰუალედი ჰქონდესს ცჰასარგავადდ აუცილებლად კვირასჰი ერტხელ მორწკეტ და კარგი იქნება სარებსე ტუ დაამაგრებტ ტოტებსს . ასევე პომიდორსს სჰეურცჰიეტ ისეტი ადგილი რომ ცოტაოდენი ცჰრდილი ჰკონდეტ ხეებისგანნ გავალვის დროს დასაცავად. მორწკვიტ ან სისხამ დილიტ მორწკეტ ეგრე ცხრამდე ან საგამოსს ექვსის მერე . ცხონებულ პაპაცჰემსს ისეტი პამინდვრის ხეივანი ჰკონდაა ტან გოგრისოდენებსს ისხავდაა მტერსს გულზე ხეტქავდაა. წარმატებებს გისურვებტტ

რედაქტორის რჩევით