მწვანე დასტაქარი
21-07-2014
მწვანე დასტაქარი
მამა-პაპისგან გადმოცემული რეცეპტები

დიდი ბებიისგან გამიგონია, რომ ჭინჭრის ნახარში ადამიანს ენერგიასა და ძალას მატებს...
- ჭინჭრის ხანგრძლივი მიღება პროთრომბინს სწევს მაღლა. ჭინჭარი ძალიან კარგია პროსტატისა და ანთებითი პროცესების სამკურნალოდ, ძალიან უხდება თმის ცვენას, სასარგებლოა კანისთვისაც, მაგრამ ვისაც გული აწუხებს, აქვს იშემიური დაავადება, ან გულის ოპერაცია აქვს გადატანილი, ჭინჭარი მათთვის კატეგორიულად იკრძალება. ასევე არ შეიძლება ჭინჭრის მიღება ჰიპერტონიკებისთვისაც. თუ ეს დაავადებები არ გაწუხებთ, ჭინჭრის ნახარში მართლაც ძალიან სასარგებლოა: ის კარგია იმუნიტეტისთვის,
მხედველობისთვის, უხდება ნივთიერებათა ცვლას და სხვა ორგანოებსაც. ჭინჭრის ნაყენი ასე მზადდება: ავიღებთ 30 გრამ ჭინჭარს, დავასხამთ 3 ლიტრამდე ცივ წყალს, გავაჩერებთ ერთ საათს, მერე ვადუღებთ 10-15 წუთს და გაცივების შემდეგ შევინახავთ მაცივარში. არის მეორე ვარიანტიც: 1 სუფრის კოვზ
დაფქული ჭინჭრის ფოთლებს დაასხამთ ნახევარ ლიტრ წყალს და დალევთ. ოღონდ აუცილებლად უნდა შეისვენოთ: ათი დღის განმავლობაში დალევთ, ხოლო შემდგომ ათ დღეს ისვენებთ.


საქართველო ცნობილი იყო მკურნალებითა და დასტაქრებით, რომლებიც სამკურნალოდ მამა-პაპისგან გადმოცემულ, უნიკალურ რეცეპტებს იყენებდნენ. მათი ზოგიერთი მიღწევა თანამედროვე მეცნიერებსაც კი აკვირვებს. თანამედროვე საქართველოშიც არიან ექიმები, რომლებიც პაციენტებს მცენარეული საშუალებებითა და უძველესი მეთოდებით კურნავენ. მათ შორისაა ცნობილი ფიტოთერაპევტი დათო ვაშაძე, რომელიც რამდენიმე მარტივ და სასარგებლო რეცეპტს გაგვანდობს.

- ჩვენს ქვეყანაში არაერთი უნიკალური სამკურნალო რეცეპტი შეიქმნა, თუმცა მცენარეებს ამ მიზნით სხვა ქვეყნებშიც ფართოდ იყენებდნენ. უძველესი ადამიანი, როცა დაიჭრებოდა ან თუნდაც თითს გაიკაწრავდა, ჭრილობის მოსარჩენად სამკურნალო ბალახებს იყენებდა. ამიტომ ხალხში დროთა განმავლობაში დაგროვდა ცოდნა, რომელი მცენარეა მეტ-ნაკლებად სასარგებლო და რატომ... ერთსა და იმავე მცენარეს საქართველოში სულ სხვა მიზნით იყენებდნენ და იყენებენ, ხოლო ვთქვათ, სომხეთში, რუსეთში, ან სხვა ქვეყნებში - სხვა მიზნით. არსებობს მთელი რიგი მცენარეებისა, რომლებსაც ჩვენ ყოველდღე ვხედავთ, ისინი ჩვენ გვერდით ხარობენ, ხშირად საკვებადაც ვიყენებთ, სამკურნალოდ კი იშვიათად. ამიტომ გაგაცნობთ რამდენიმე მცენარეულ რეცეპტს, რომლებიც ყველასთვის ხელმისაწვდომია.

ზაფხულში უბრალო განაკაწრიც კი შეიძლება დაჩირქდეს და გაღიზიანდეს, ამიტომ ყველა ოჯახში უნდა იყოს ჭრილობის დამუშავებისთვის საჭირო მასალა. თუ შეძლებთ, შეაგროვეთ მცენარეები: კრაზანა, ფარსმანდუკი, ჭინჭარი, ჩვეულებრივი ხვართქლა, რომელსაც ჩვენ სარეველას ვეძახით, ასევე მცენარე, რომელსაც ჩვენში ღიჭას ეძახიან და არც კი იციან, რომ ეს არის უნიკალური საშუალება ჭრილობის მოსაშუშებლად... თუ ნაყენში რომელიმე მათგანი არ იქნება, ესეც არ არის არსებითი დანაკლისი. ეს მცენარეები მოაგროვეთ თანაბარი რაოდენობით და გაახმეთ, თუნდაც ოთახში - მასალა მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას უნდა მოვარიდოთ. რეცეპტი მარტივია:  მცენარეები უნდა ავიღოთ 30-30 გრამის ოდენობით, შევურიოთ ერთმანეთს და დავასხათ ორნახადი ჭაჭის არაყი, ოღონდ სამჯერ მეტი მოცულობით. დავდგათ ბნელ, მშრალ ადგილას, შემდეგ კი მიღებული ნარევი გავწუროთ. ეს სითხე კარგა ხანს ინახება, სხვათა შორის, მისი მაცივარში შენახვაც არ არის აუცილებელი. ის იდეალური საშუალებაა ნებისმიერი ჭრილობის, განაკაწრის, ან ჩირქოვანის მოსაშუშებლად, რაშიც თვითონვე დარწმუნდებით.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით