ბჟუჟის თევზი - პური არსობისა
08-09-2014
ბჟუჟის თევზი - პური არსობისა
თევზაობა ბევრისთვის საარსებო წყაროა, ბევრისთვის კი გართობა, მაგრამ ორივე მიზანი ადასტურებს, რომ ეს უძველესი საქმიანობა არასოდეს მიეცემა დავიწყებას, თუკი, რასაკვირველია, ადამიანმა ჯერ თევზი არ გაანადგურა, მერე - საკუთარი თავი. თუმცა, როგორც ჩანს, გასულ წლებში ბრაკონიერობის გამო ატეხილმა განგაშმა ნაყოფი მაინც გამოიღო და ასე თუ ისე, ამ მხრივ ვითარება ოდნავ მაინც შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ბრაკონიერები არ გამქრალან, ბევრი მეთევზე ამბობს, რომ 10-15 წლის წინანდელთან შე
დარებით, როცა მდინარეებში თევზი გაწყვეტილი იყო და ერთ ლიფსიტასაც ვერ დაიჭერდი, დღეს მდინარეებში თევზი ასე თუ ისე გამოჩნდა. იმავეს ამტკიცებს ოზურგეთელი პროფესიონალი მეთევზე ვლადიმერ რივალკო. მან მდინარე ბჟუჟზე დაჭერილი თითქმის ორი კილო თევზი სიამოვნებით გვიჩვენა.

- გაგურულებული უკრაინელი ვარ. ჩემი წინაპრებიც აქ, გურიაში დაიბადნენ და მეც. მთელი სიცოცხლე ბჟუჟზე მაქვს გატარებული.
4 წლიდან ვთევზაობდი მამასა და მეგობრებთან ერთად. ხუთი ძმაკაცი მყავს და ყველა პროფესიონალი მეთევზეა.  თევზი ზღვაშიც დამიჭერია და ტბაშიც, მაგრამ ტბის თევზს ტბორის გემო დაჰკრავს, მდინარის თევზი კი სულ სხვაა. მდინარეზე თევზაობის აზარტიც სხვანაირია - მდინარის ტალღები ცხოვრებას გაგონებს, რომელიც იმ კალაპოტში არასოდეს დაბრუნდება, მაგრამ არც დაიკარგება - ზღვას მიუერთდება. ბჟუჟზე სათევზაოდ დღის ნებისმიერ მონაკვეთზე გამოვდივარ - ეს არის ჩემი ერთადერთი დასვენება. თევზაობა საარსებო წყაროც არის. ზუსტად ვიცი, მდინარის რომელ მონაკვეთში რომელი თევზი შემხვდება.…

- თევზაობა დღის რა მონაკვეთშია უმჯობესი?
- დილით, რასაკვირველია. წყალი ამ დროს დაწყნარებულია და თევზიც მოდის ანკესზე. ოღონდ ერთსა და იმავე ადგილას არც დილით უნდა გაჩერდე და არც საღამოს - სამი თევზი რომ მოეკიდება ანკესს, იმ ადგილს უნდა გასცილდე, რადგან თევზს ინსტინქტი აქვს და იმ ადგილს შორდება, სადაც საფრთხეა მოსალოდნელი. ამ მხრივ თევზის დაჭერა ამღვრეულ წყალში უფრო შეიძლება, მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას, წყალი მუდამ ამღვრეული იყოს. თევზი არც იქ ჩერდება, სადაც ხალხი ცურავს, მობანავეებს უფრთხის. თევზაობა ღამითაც შეიძლება, მაგრამ ამ დროს ანკესს ტივტივა უნდა მოხსნა და უფრო მძიმე ანკესი დაუგო, რათა ფსკერისკენ წავიდეს.

- ბრძანეთ, ყოველდღე ვთევზაობო... ბევრ თევზს იჭერთ?
- აბა, მაშ სათევზაოდ რა მინდა!.. ახლა წყალში თევზი მოტრიალდა, თუმცა იყო წლები, ასე 15-10 წლის წინ, როცა ამაოდ დავდოდი მდინარეზე. მაშინ ბრაკონიერები დათარეშობდნენ და ელექტროდენით ქვირითსაც კი სპობდნენ. მერე ამ ბოროტებას სახელმწიფომ ასე თუ ისე ლაგამი ამოსდო და ვითარება შემობრუნდა. დღესაც ასე უნდა გაგრძელდეს, თორემ ის შავი დრო დაგვიბრუნდება.

- ამ მდინარეში რა თევზი ბინადრობს?

- მთის მდინარეებში ყველგან არის კალმახი. კალმახი აქ გაზაფხულზე დამიჭერია, მაგრამ ქვირითობისას ხელს არ ვკიდებ. ბევრ ქვეყანაში არის ასეთი წესი: კალმახის ქვირითობისას მდინარის ნაპირებზე ბანერებს დგამენ და ხალხს აფრთხილებენ, კალმახი ქვირითობს და ხელი არ ახლოთო! აAქაც ასე უნდა იყოს! ბჟუჟში არის ტობი და ქაშაყიც. მაგათ წებოვანი ქვირითი აქვთ. სწორედ ეგ წებოვნება არ აყოლებს მათ ქვირითს მდინარის დინებას. ყYველა თევზის ქვირითობას თავისი კანონზომიერება აქვს. ტობის ქვირითი იმიტომაც არის წებოვანი, რომ მაგათ ლიფსიტებს სინათლის ეშინიათ და აუცილებლად ქვებში უნდა დაიმალონ. აი, ორაგულის ქვირითს კი ცუდი ამბავი მოსდევს, - მისი დაყრის შემდეგ ორაგულები იღუპებიან. მაგრამ რას იზამ, ბუნებას თავისი კანონი აქვს. სამაგიეროდ, როცა კაცი უზარმაზარ ლოქოს დაიჭერ, გულში ემადლიერები ბუნებას, რომ ამისთანა ძღვენი გიბოძა. Mმე 7-კილოიანი ლოქოც დამიჭერია. ბჟუჟში არის ღორჯოც და ქორჭილაც. ღორჯო პატარა თევზია და ქვის ქვეშ ბინადრობს. Aაქ ემალება მეთევზესაც. ძალიან გემრიელია, მაგრამ ნამდვილი მეთევზეები მას არ ეტანებიან - ძალიან პატარაა. Eეს უფრო იმ პატარა ბიჭების დასაჭერია, რომლებიც ახლა სწავლობენ თევზაობას.

- ბადით თუ თევზაობთ?
- როგორ არა, მაგრამ ბადეს ყველა წყალში ვერ ჩადგამ. მაგასაც ცოდნა უნდა. მე მგონია, რომ ვისაც ბუნებით აღტაცება არ შეუძლია, ვერც ითევზავებს, ვერც ღამით მინდორში, ნაკვერჩხლებზე კალმახს შეწვავს და ვერც შუაცეცხლზე შედგმულ ქვაბში გააკეთებს უხას ანუ თევზის სუპს, რომელსაც სარგებლიანობით ბევრი კერძი ვერ შეედრება.

- ეგ როგორ კეთდება?
- აუცილებლად კარტოფილითა და სტაფილოთი. მათთან ერთად დაფნა, ხახვი, შავი წიწაკა უნდა მოხარშო, თევზი კი ყველაზე ბოლოს ჩაუშვა ადუღებულ წყალში და ქვაბი წამოდუღებისთანავე გადმოდგა. მMერე კი შეგიძლია, ამ მთების, ამ ბარის და ამ ვარსკვლავების სადღეგრძელოც დალიო...
Shemoqmedeli
11 სექტემბერი 2014 10:55
გამარჯობათ.მიდა ჩემი ახშფოთება გამოვთქვა სტატიასთან დაკავშირებით .მე გახლავართ წარმოშვებით შემოქმედიდან ,რამოდენიმე დღის უკან გახლდით შემოქმედში.40 წელი ყოველ ზაფხულს ჩავდივარ და ზედმიწევნით ვიცი მაგ მხარის ანი და ბანი .აქ რაზეა ლაპარაკი ,რომ დალოცვილია ბჟუჟის ხეობა და ამოისუნთქა ამ ბოლო ხანებში მასში მობინადრე თევზის ჯიშებმა ? ეგ არის სასაცილო .36 წელია ანკესი მიჭირავს ხელში , ბჟუჟი ჩემი ეზოს უკან მოედინება .24 წელია ამ დალოცვილ მდინარეს არც დენს ,არც აფეთქებას და არც ეგრედწოდებულ "პარაშუტს" აკლებენ დღემდე !!! და დიდი ბოდიშის მოხდით მინდა ვკითხო "პროფესიონალ" მეთევზეს და ასევე სტატიის ავტორსაც ,როდიდან არის დაშვებული ამ ქვეყანაში კალმახზე თევზაობა ??? ის წითელ წიგნშია შეტანილი ვაი მეთევზეების მიერ და აკრძალულია მასზე თევზჭერა! .დაწერეთ სიმართლე რომ ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ეს თემა არ აინტერესებს ,არანაირი მონიტორინგი არ ხდება ,არც ბჟუჟზე ,არც სუფსაზე,არც აჭზე ,არც ნატანებზე ,არსად !!! და მიდის ბრაკონიერების თარეში დღე და ღამ . ერთსაც დავამატებ .ბჟუჟის მდინარე სათავეს იღებს გომის მთიდან ,სადაც გაჩეხეს მთელი საუკუნოვანი ხე თყე ,გაჩერებული იყო ეს პროცესი და ეხლა ისევ დაიწყო .მდინარიდან ამის გამო თითქმის არაფერი დარჩა ,ცოტახანში ღელეს დაემსგავსება და ეს საგანგაშოა !!!
გთხოვთ გამოაქვეყნოთ
zura
08 სექტემბერი 2014 13:21
სამწუხაროდ კიდევ არ ექცევა ჩვენს ქლორას და ფაუნას ყურადგება... რაიონებში სავსეა მანოკისტები და დილით ომი გეგონება ისეთი ბაგაბუგია..მდინარეს რაც შეეხება კიდევ ხდება ბრაკონიერება.. თუ გდი-უფრო ყურადგებას მიაქცევს და გაამკაცრებს სანქციებს არ იქნებოდა ურიგო...

რედაქტორის რჩევით