რა დაგვიჯდება ჭირნახულის დაზღვევა
22-09-2014
რა დაგვიჯდება ჭირნახულის დაზღვევა
საქართველოში აგროდაზღვევის საცდელი პროექტი 1-ელ სექტემბერს ამოქმედდა და ერთ წელიწადს გაგრძელდება. პროექტის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარია. სახელმწიფო, გარკვეული პირობით, სოფლის მეურნეობის ყველა იმ პროდუქტის დაზღვევის სუბსიდირებას მოახდენს, რომელიც საქართველოში მოჰყავთ. აგროდაზღვევის კოორდინატორია სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო.

სახელმწიფო სუბსიდირების ლიმიტის ზედა ზღვარი კერძო ფერმერებისთვის - 30 ათასი, ხოლო კოოპერატივებისთვის 50 ათასი ლარია. პროექტში მონაწილეობა საქართველოში ლიცენზირებულ ყველა სადაზღვევო ფირმას შეუძლია. ამ ეტაპზე ხელშეკრულება ხუთ სადაზღვევო კომპანიასთან არის გაფორმებული, რომლებიც ფერმერებს
სთავაზობენ მოსავლის დაზღვევას ოთხ სტიქიურ მოვლენაზე: საშემოდგომო ყინვაზე, სეტყვაზე, ჭარბ ნალექსა და ქარიშხალზე. სადაზღვევო კომპანია ზარალს აანაზღაურებს 100%-ისთვის ფრანშიზის - ანუ სადაზღვევო პოლისში მითითებული არაანაზღაურებადი მინიმუმის გამოკლებით.

სახელმწიფომ დაადგინა ნორმატიული ფასები ყველა დასაზღვევი პროდუქტისთვის, რომლებიც მოცემულია ინფოგრაფიკაში. შესაბამისად, ფერმერებს შეუძლიათ, დათვალონ, რა თანხის გადახდა მოუწევთ
ჭირნახულის დასაზღვევად.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით