რატომ ჩაი - არა?!
20-07-2015
რატომ ჩაი - არა?!
ქართული ჩაი თითქმის საუკუნის განმავლობაში იყო დედამიწის მეექვსედის - საბჭოთა იმპერიის მთავარი არაალკოჰოლური სასმელი. იმავე იმპერიამ ყველაფერი გააკეთა, რომ ქართული ჩაი უცხოეთში არ გასულიყო­. სსრკ-ის დაშლის შემდეგ თითქმის სრულად განადგურებულმა ქართულმა ჩაიმ, სახელმწიფოსგან სრული უგულებელყოფის გამო, ვრცელი მსოფლიო ბაზრისკენ გზა ბოლო წლებშიც ვერ გაიკვალა. თუმცა ქართველ მეწარმეთა დიდი რისკის ხარჯზე 2 მილიონამდე აშშ დოლარის ქართული ჩაი მაინც გადის შუა აზიის რესპუბლიკებში, მოლდავეთში, უკრაინასა და რუსეთშიც. სამაგიეროდ, უცხოეთიდან, მათ შორის, მეზობელი
აზერბაიჯანიდან, 9 მილიონამდე დოლარის, ძირითადად, დაბალი ხარისხის ჩაი შემოდის. ამ დროს ქართველი მეჩაიე კვლავაც დაუსაქმებელია, ხოლო ჩაის შემორჩენილი პლანტაციები - გაუდაბურებული.


გურიაში, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის მეცნიერები მერ
ამდენედ ითვლიან ჩაის კულტურის იგნორირებით გამოწვეულ ზარალს და ჩაის აღორძინებით მისაღებ მოგებას. ამ ინსტიტუტს ჩაის განვითარებაზე სამეცნიერო მუშაობა მისი განადგურების დროსაც არ შეუწყვეტია.


ვალერიან ცანავა, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი: - მთელი სიცოცხლე ქართული ჩაის განვითარებაზე მუშაობას შევალიე. ვერ აღვწერ იმ გულისტკივილს, რასაც ჩაის გაველურებისა და მისი პლანტაციების აჩეხისას განვიცდი. ერთხელ გავიგე, ოზურგეთში, სოფელ ეწერში, ჩაის პლანტაციას ძირკვავენო და წავედი. ჩაის ტრაქტორი თხრიდა და ამას უამრავი ხალხი შეჰყურებდა. Mერთ ქალს ვკითხე: იცით, რას აკეთებთ? ნუთუ ჩაი არ გენანებათ-მეთქი! ქალმა ცრემლიანი თვალებით შემომხედა და მითხრა: როგორ არ მენანება, მაგრამ რა ვქნათ, გაველურებული პლანტაციებიდან შემოსულმა მგელმა და ტურამ პირუტყვი აღარ შეგვარჩინაო!
ერთხანს ვითომ ჩაის შემსყიდველები გამოჩნდნენ, ხალხს პლანტაცია მოავლევინეს, მოაკრეფინეს, შეჰპირდნენ, ფულს მოგცემთო, მაგრამ მოატყუეს! გლეხები დიდხანს გაჰყურებდნენ გზას, აგერ-აგერ მოვლენ და გასამრჯელოს მოგვცემენო, მაგრამ რომ არავინ გამოჩნდა, ჩაი აჩეხეს.
საქართველოში ჩაის საუკუნე-ნახევრის ისტორია აქვს. ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის პირველ წლებშივე აიღო სანქტ-პეტერბურგში მსოფლიო ჩაის გამოფენაზე ოქროს მედალი.

ჩაის ნერგმა სრულფასოვანი მოსავალი რომ მოგცეს, 9 წელიწადი მაინც სჭირდება.
გარდა ამისა, ჩაის ბუჩქს ალტერნატივა­ არ გააჩნია ნიადაგის ეროზიებისგან დაცვაში: მისმა ერთმანეთთან ახლოს განტოტვილმა ფესვებმა გასულ საუკუნეში მთელი გურია-სამეგრელო დაიცვა ეროზიებისგან.
მისხალ-მისხალ გვაქვს გათვლილი, რომ 1 ჰექტარი ფართობიდან შეუფუთავი ჩაის შემოსავალი დაახლოებით 19.000 ლარამდე ადის, შეფუთულისა კი 45.000 ლარამდე. Eეს, რასაკვირველია, განვითარებული ტექნოლოგიების პირობებში...

შევარდნაძის დროს ჩაისთვის 13 მილიონი ლარი გამოიყო, მაგრამ სად გაქრა ეს ფული, არავინ იცის. Aახლა ჩაის აღორძინებით სახელმწიფო კვლავ დაინტერესდა.­ დაგვიძახეს, აბა, რას გვეტყვით, ჩაის აღორ­ძინება როგორ უნდა დავიწყოთო­. ჩვენმა ინსტიტუტმა პროგრამის ფარგლებში­ ჩაის აღდგენის ხარჯები გაიანგარიშა და დავადგ­ინეთ, რომ 1 ჰექტარზე ჩაის ასაღორძინე­ბლად 8 მილიონი ლარი დაგვჭირდება. სამაგიეროდ, ამ ვადასა და ფულში ჩაისგან მიღებული შემოსავალი დაადასტურებს, რომ ხარჯი ნამდვილად ღირდა.

- როგორ აპირებთ ამას, როცა ჩაის პლანტაციების უდიდესი ნაწილი აღარ არსებობს­ და რაც არსებობს, ისიც გავერანებულია?

- მართალია. ოზურგეთში 9000 ჰექტა­რამდე ჩაის პლანტაცი\იდან 2-3 ათასი ჰექტარი თუ იქნება დარჩენილი. ამ ფართობების უკანასკნელი პასპორტიზაცია 2004 წელს ჩატარდა, ხელახალი პასპორტიზაციით კი ზუსტ რაოდენობას დავადგენთ. ამ 2-3 ათასი ჰექტარის დიდ ნაწილს ჩაის ბუჩქის მძიმე ან ნახევრად მძიმე გასხვლა დასჭირდება.­ გააჩნია, რა დაგვხვდება, რას აქვს ბოლომდე ხავსი მოდებული და რას ნაწილობრივ. N
ნახევრად მძიმე გასხვლა ითვალის­წ­ინებს 2-3 წლის ამონაყარის გადაჭრას, რომლის ადგილზე ახალი დუყები წამოვა. Mმძიმე გასხვლა ჩაის ბუჩქის ნიადაგიდან 15-20 სმ-ზე ან სულაც ზედ ყელთან, მიწის ზედაპირთან მოჭრას გულისხმობს. შემდეგ ჰერბიციდებს შევიტანთ და ნიადაგს გავა­ნოყიერებთ.

- რა გარანტია გაქვთ, რომ გლეხი ჩაის აღორძინებას მოინდომებს, როცა ის ჩაის განად­გურების შემდეგ თხილმა იხსნა?
- გარანტია ის ფულია, რომელიც ჩაის გაყიდვითY უნდა შემოვიდეს. თხილი 1 ჰექტ­არზე, ჯიშის მიხედვით, საშუალოდ 1,5 ტონას ისხამს. ამაზე მეტი იშვიათია. 1 კგ თხილისთვის თუნდაც 10 ლარი რომ ვიანგარიშოთ, რაც ასევე იშვიათია, თხილის ჰექტარიდან საშუალოდ 1.500 ლარი უნდა მივიღოთ. Eესეც გამონაკლის შემთხვევებში. ამ დროს კი შეფუთული ჩაის შემოსავალი 1 ჰექტარზე, კარგი ტექნოლოგიების პირობებში­, 45.000 ლარია. რასაკვირველია, არ ვგულისხმობ, რომ ჩაის მოვლიდან შეფუთვამდე თავად გლეხი უპატრონებს,
ჩაის უპატრონებს ის კოოპერატივი,­ რომელიც დღეს ყალიბდება და რომელშიც გლეხები გაწევრდებიან.
თუ კოოპერატივებს თავისი ჩაის ნედლეულის­ მიმღები და გადამმუშავებელი მიკროსაწარმოები არ ექნებათ, ალბათ, ჩაის აღორძინების პროგრამა ვერ გაამართლებს. დღეს ჩაის მწარმოებლები მოკრეფილ ჩაის 1,5-2 ლარად იბარებენ. ამ ფასად გლეხი არ იმუშავებს, აღარ გაბრიყვდება. გურიაში რამდენიმე მიკროსაწარმოა, რომლებიც ჩაის იბარებენ და ადგილობრივ ბაზარზე დიდი მოგებითაც ყიდიან (1 კგ-ს 30-35 ლარად), მაგრამ ის მაინც იმედოვნებს, რომ ხვალ უფრო მაღალი შემოსავალი ექნება, თორემ ამ ფასისთვის ჩაის პლანტაციას ნამდვილად არ მოუვლის. ჩაის სახით ფასდაუდებელი, აუთვისებელი სეგმენტი გვაქვს, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობას, ფინანსებს ჰაერივით სჭირდება. რატომ უნდა ყიდულობდეს ჩვენი­ მოსახლეობა შეღებილ ჩაის, როცა ადგილზე ეკოლოგიურად სუფთა ჩაის მოყვანა შეგვიძლია?!

კლიმატური პირობების გამო ჩვენში ჩაი შეწამვლასაც კი არ მოითხოვს.

თემურ რევიშვილი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი,  ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის დირექტორი:
- გლეხი სადაც­ მოგებას დაინახავს, იქით გადაიხრება. მით უფრო,
ჩვენში ჩაის გასაღების რეალ­ური ბაზარია, - წელიწადში 45-50 მილიონი ლარის ღირებულების ჩაი ისმება და მისი 85% უცხოეთიდან შემოდის.

ნეტავ მაღალხარისხოვან ჩაიზე ჩვენი მოსახლეობის მოთხოვნა დაგვაკმაყოფილებინა და იქნებ შემოსავლისთვის ჩაის საექსპორტოდ გატანა არც კი დაგვჭირდეს. თუ ესეც მოხერხდება და მაღალხარისხოვანი ჩაით მსოფლიოშიც გავალთ, ამას რა აჯობებს. ასე თუ ისე, ჩაის სეგმენტის ათვისება აუცილებელია.
გიორგი
20 მარტი 2016 20:35
გამართული პლანტაციის პირობებში მართლა შესაძლებელია წელიწადში ჰექტრიდან 45 000 -60 000 ლარის მიღება. ამხელა შემოსავალი არც ერთ კულტურას არ შეუძლია მოგვცეს... ეს შეცდომნები კი ელემენტარული ტექნიკური შეცდომებია ნაბეჭდში ერთ ჰექტარ ჩაის რებილიტაციას 3-5 ათასი ლარი ყოფნის
K-O-L-X-I
21 ივლისი 2015 15:09
ტონანახევარი თხილის ღირებულება ვერ გამოუთვლია, როცა 1 კილოგრამზე ფასი 10 ლარია, რაღაზე უნდა ილაპარაკოს?!!!მეორეც, თურმე 1 ჰექტარზე ჩაის პლანტაციის ასაღორძინებლად
8 000 000 ლარი სჭირდება !!!! ნეტა საიდან მოაქვს ეს ციფრები?.. თუ შემოსავალი ერთი ჰექტარი ჩაის პლანტაციიდან 45 000 ლარია, იქნებ იანგარიშოს, რამდენი წელი დასჭირდება ინვესტიციის ამოღებას.
პ.ს. სინამდვილეში ჩაის ბიზნსი მართლაც მომგებიანია, მაგრამ რასაც ეს "ექსპერტი" ანგარიშობს სრული აბსურდია

რედაქტორის რჩევით