შეჯვარებულ ღრუტუნებს სურდო და გრიპი არ ემუქრებათ
11-04-2016
შეჯვარებულ ღრუტუნებს სურდო და გრიპი არ ემუქრებათ
"ახალი ჯიშის ღორები აშკარად გამძლეები არიან. ისეთი შემთხვევაც კი მქონდა, როცა დაავადებამ ადგილობრივი ჯიშის დედა ღორი მოკლა, მისი ხელოვნურად გამრავლებული გოჭები კი გადარჩნენ"

"ქართულ ღორთან ორი ჯიშის, ლანდრასისა და იორკშირის ღორებს ვაჯვარებ. ეს ჯიშები გამძლეობასთან ერთად მეხორცულობითაც გამოირჩევიან და შენახვაც არ ჯდება ძვირი"


ოზურგეთელმა სელექციონე­რმა­ თამაზ კილაძემ გურიაში ისეთი პირუტყვის ჯიშების გამოყვანა­ გადაწყვიტა, რომელთაც მყარი იმუნიტეტი ექნებათ და დაავად­ებებს გაუძლებენ, მათ შორის არის ღორიც. საამისოდ ფრანგული ლანდრასისა და ინგლისური იორკშირის
ჯიშის ღორები შეარჩია. ამ გამოცდილი სელ­ექციონერის შრომა რეგიონისთ­ვის შეუფასებელია, პრაქტიკულად, მან მესაქონლეობა ააღორ­ძინა გურიაში.

- ამ საქმეში დაგროვებული ცოდნისა და გამოცდი­ლების­ საფუძველზე ალღო გამომიმუშავდა, რომლითაც პირუტყვის დაავადების სიმპტომს უშეცდომოდ ამოვიცნობ. მათ შორის, ღორის ჭირსაც, რო
მელმაც ჩვენში მეღორეობა ჩაკლა. დამკვიდრებულია მოსაზრება, რომ ღორის ჭირი აფრიკული სენია, მე კი ვფიქრობ, რომ ადგილობრივი უბედურებაა, გარემოს დაჭუჭყიანებისა თუ სხვა ფაქტორებისგან გამოწვეული. როცა ღორს ვკვეთ, ვხედავ, რომ აღარსად არის იმ დაავადებების კვალი, რომლებიც ადრე იყო გავრცელებული. მაგალითად, ნაწლავებზე პატარ-პატარა ბუტონები, სამაგიეროდ, ახლა გახშირდა სისხლჩაქცევები კუჭქვეშ. აქედან გამომდინარე, ამ დაავადებებთან ბრძოლის ხერხები უნდა შევცვალოთ. ისეთი ჯიშის ღორები უნდა გამოვიყვანოთ, რომელთაც ბევრად მყარი იმუნიტეტი ექნებათ.

შესაცვლელია მკურნალობის მეთო­დებიც.­ ადრე ღორის ჭირზე აცრა 2 თვიდან კეთ­დებოდა, მე კი საკუთარი გამოცდილებით მივხვდი, რომ სჯობდა ეს პერიოდი წინ გადმომეწია და აცრებს შორის შუალედებიც შემემოკლებინა. ახლა გოჭებს დაბადებიდან 2 კვირის თავზე ვცრი, მეორედ - 14 დღის გავლის შემდეგ... ახალი ჯიშის ღორები თითქმის 2 წელიწადია გამომყავს­ და ვხედავ, აშკარად გამძლეები არიან. ისეთი შემთხვევაც მქონდა, როცა დაავადებამ ადგილობრივი ჯიშის დედა ღორი მოკლა, მისი ხელოვნურად გამრავლებული გოჭები კი გადარჩნენ.

- ცნობილია, რომ გურიაში ახალი ჯიშის­ ღორების მომრავლება ფანტასტიკური ამბით დაიწყო, - სოფელ ნაგომარში, ერთ ოჯახში­ ღორმა 21 გოჭი მოიგო.
- ამან ხალხს ისეთი სტიმული მისცა, ღორების ახალი ჯიშის გამრავლება ბევრმა გადაწყვიტა. აბა, ერთი ღორი რომ 21 გოჭს მოიგებს, ჭკვიან კაცს როგორ არ მოუნდება, ასეთი ღორი მეც მყავდესო! ჰოდა, ამ საქმეში სოფელს მეც ვეხმარები და შეკვეთ­აც ბევრი მაქვს... თუმცა ეს არც ისე ადვილი საქმეა. მანქანა­ არა მყავს­ და 69 წლის კაცი ყოველკვირა, ხანდახან კვირაში ორჯერაც კახეთში ვერ ვივლი. "კავკასიის გენეტიკის" ცენტრი იქ მდებარეობს და მეც იქიდან მომაქვს ევროპული ღორის სპერმა. ამიტომაც თბილისისკენ მიმავალი სამარშრუტო ტაქსის მძღოლს ვეხვეწები, მაცივარს გაგატან, თბილისში რომ ჩახვალ, კახეთიდან ერთი კაცი მოვა და რასაც ამ მაცივარში ჩადებს, წამომიღე-მეთქი. ამისთვის­ ყოველ ჯერზე­ 15 ლარს ვიხდი.­ მძღოლი თბილისში ელოდება, როდის გამოჩნდება ტიბაანელი კაცი, როდის გადმოალაგებს თავისი მაცივრიდან ჩემს მაცივარში გასამრავლებელ მასალას და მერე ჩემთან მოაქვს. სპერმა მხოლოდ 5 დღე ვარგა.

- გადაზიდვის ამ პრიმიტიულ მეთოდს გასულ საუკუნეში თუ იყენებდნენ.

- მე კი ამ მეთოდით პირუტყვს უნდა ვუშველო და თანამედროვე ჯიშები მოვაშენო. სახელმწიფოს დახმარება მჭირდება, - რასაც ვაკეთებ, სამომავლო საქმეა და მისი მიტოვება შეუძლებელია. როგორც წესი, ქართულ ღორთან ორი ჯიშის, ლანდრასისა და იორკშირის ღორებს ვაჯვარებ. ეს ჯიშები გამძლეობასთან ერთად მეხორცულობითაც გამოირჩევიან და შენახვაც არ ჯდება ძვირი, დღეში სულ 3 კილოგრამი საკვები ჰყოფნით, თუკი დამატებით მისცემთ ძირხვენებსა თუ სხვა ტყის პროდუქტს, მით უკეთესი. ერთადერთი ნაკლი მათი ჭარბი ქონია. თუმცა ეს ჩვენთვის არის ნაკლი, თორემ ზოგიერთ ქვეყანაში ღორის ქონის ბიზნესი ყვავის.

- ამ მხრივ, ალბათ, კახურ ღორთან ევროპულის შეჯვარება უფრო მომგებიანი იქნებოდა. კახურ ღორს კარგი გემო და ნაკლები ცხიმი, მაღალი გამძლეობაც ექნებოდა.

- გეთანხმებით! ამიტომაც ვეძებთ წმინდა ჯიშის კახურ ღორს მთელ კახეთში, მაგრამ ვერ მივაგენით. კახური ღორი გარეული ღორისგან არის მოშენებული (ამას მის ზურგზე აჯაგრული ბალანიც მოწმობს) და ყველა სხვა ადგილობრივ ჯიშთან შედარებით გამძლეა. დარწმუნებული ვარ, ამ ჯიშის ღორს აუცილებლად მივაგნებ. მთავარია, ამ საქმეში სახელმწიფო ამოგვიდგეს მხარში.

ეთერ ერაძე
ალექსი
24 აპრილი 2018 15:26
ფმერთმა ხელი მოგიმართოს...
ზაზა
24 აპრილი 2016 13:27
კახურ ღორს ელკანა არავლებს დიდი ხანია.დუშეთის და თიანეთის რაიონის სოფლებშიც ყავთ.
ზურა
17 აპრილი 2016 23:37
მართლა კარგი საქმე უკეთებია ამ წესეიერ კაცს,მაგრამ რა იქნება ჩვენი პარლამენტარები ევროპელებს რომ შეაჯვაროს და ახალი ჯიშის პარლამენტარი გამოიყვანოს? იქნებ გვეშველოს რამე, სექსის გარდა მაინც არაფერზე ლაპარაკობენ კაი ხანია და...

რედაქტორის რჩევით