როკო და მისი "მოლაყბე ძმები"
19-09-2016
როკო და მისი "მოლაყბე ძმები"
"ჩემს თუთიყუშებს შორის ყველაზე იშვიათი სახეობაა ეკლექტუსი. 1 წყვილი მყავს (ლურჯ-წითელი). როგორც ვიცი, ამ სახეობის თუთიყუშები საქართველოში მხოლოდ მე და ბიძინა ივანიშვილს გვყავს"

"ამ ლამაზი ფრინველების სელექცია, ათას საიდუმლოებას და სირთულეს უკავშირდება. მაგალითად, ყვითელი და ცისფერი ერთად რომ არიან გალიაში, მათ აუცილებლად სალათისფერი ბარტყი ეყოლებათ"


მას უჩვეულო სახელი ჰქვია,­ ამბობს,­ იტალიურიაო. "როცა დავიბადე, ბიძაჩემ რობერტსა და პაპაჩემ კობას დაუჟ­ინიათ, არა ჩემი სახელი უნდა დავარქვათ ბიჭს და არა - ჩემიო. ჰოდა,
ჩემმა მშობლებმაც არც ერთს არ დასწყვიტეს გული და ორივეს სახელიდან თითო მარცვალი ისესხეს", - მიყვება­ ჩემი რესპონდენტი როკო მარტიროსიანი.
reclama
ისე გამოვიდა, თითქოს მშობლებმა­ როკოს სახელი წინასწარ საგანგებოდ­ შეურჩიეს, რომ წლების შემდეგ მისი ოჯახის ბინადრებს ადვილად წარმო­ეთქვათ - როცა მარტიროსიანების­ ეზოში ფეხი შევდგი, გალიებში­ მოფრთხიალე თუთიყუშებმა
გაიგონეს თუ არა პატრონის ხმა, მაშინვე დამარცვლით გამოსძახეს - რო-კო, რო-კო... 32 წლის როკოს ეზოში სულ ცოტა, 100 წყვილი თუთიყუში ცხოვრობს.

- პატარაობისას ხან ძაღლი მყავდა, ხან - კურდღლები, ქათმები, მტრედები და თევზები. 17 წლისამ კი თუთიყუშების მოშენება გადავწყვიტე.

- რატომ თუთიყუშების?

- მათმა შეფერილობამ მომხიბლა და, რაც მთავარია, ინტელექტმა. არსებობენ დიდი ზომის თუთიყუშები - ჟაკო, ამაზონი, არა... მათი ინტელექტი 5 წლის ბავშვისას უტოლდება, - ისინი გეუბნებიან, რა სურთ, რას მიირთმევენ, იციან, დილაა თუ საღამოა და ა.შ.

- ამჟამად რამდენი თუთიყუში გყავთ?

- დაახლოებით 100 წყვილია. მათგან­ ყველაზე ჭკვიანი ჟაკოა - ნაცრისფერი შეფერილობის წითელკუდა. ინტელექტით, აზროვნებით, დროის მცირე მონაკვეთში მეტყველების შესწავლით, ჟაკო პირველია თუთიყუშებს შორის. მას მოსდევს კაკადუ, შემდეგ ეკლექტუსი (წითელი, მოლურჯო მკერდიანი), ამაზონი (წითელ-მწვანე)... ეკლექტუსები და კაკადუები ავსტრალიიდან, ამაზონები - სამხრეთ ამერიკიდან არიან, ჟაკო აფრიკელი გახლავთ. მყავს აგრეთვე დიდი და მცირე ზომის ყელსაბამიანი ალექსანდრიულები. ყველაზე დიდი ზომის თუთიყუშები ყველაზე ჭკვიანებიც არიან.
reclama
- მოლაპარაკე სახეობა რომელია?

- ჟაკო, კაკადუ... მათ რამდენიმე ენის ათვისება შეუძლიათ. ჩემგან შეძენილი ბარტყები, მუშაობა-მეცადინეობით, 1-2 თვეში უკვე ლაპარაკს იწყებენ.

- თქვენი ჰობი - ფრინველების სიყვ­არული - შემოსავლის წყაროც გახდა?

- ამ ფრინველების გამოსაკვებად ყოველთვიურად 700 დოლარამდე მჭირდება­. ბარტყი თუ არ გავყიდე, მათ ვერ მოვუვ­ლი. კვების გარდა, სჭირდებათ აცრა, ჭიის წამალი... იკვებებიან მარცვლოვანი კულტურებით, ხილით, ბოსტნეულით, განსაკუთრებით თხილი და მზესუმზირა უყვართ. ზამთარში სხვა მენიუ აქვთ, ზაფხ­ულში - სხვა.
დაკვირვებული ვარ, თუთიყუშებს მეტწილად მარტოხელა, ხანში შესული ადამიანები ყიდულობენ, ეტყობა, დამლაპარაკებელი­ სჭირდებათ. ასეთები უფრო ხშირად ჟაკოს ან კაკადუს იძენენ. ჟაკო საშუალოდ 1.000 დოლარი ღირს. კაკადუ - 1.000-დან 5.000 დოლარამდე. სულ 36 სახეობის კაკადუ არსებობს, მათგან მხოლოდ კაკადუ "ტრიტონს" აქვს ცისფერი თვალები.

- ყველაზე ძვირად რომელი სახეობის თუთიყუში გაგიყიდიათ?

- არაერთი კაკადუ "ტრიტონი" გამიყიდია 3.000 დოლარად. საშუალო ზომის თუთიყუშების - "ნიმფებისა" და "კარელების" ფასი 70-დან 100 ლარამდე მერყეობს. ყველაზე იაფი ნაცრისფერი ღირს, თეთრი კი ძვირია.
ჩემს თუთიყუშებს შორის ყველაზე იშვია­თი­ სახეობაა ეკლექტუსი. 1 წყვილი მყავს­ (ლურჯ-წითელი). როგორც ვიცი, ამ სახეობის თუთიყუშები საქართველოში მხოლოდ მე და ბიძინა ივანიშვილს გვყავს.

- თქვენ სად შეიძინეთ?

- საზღვარგარეთ. წყვილ ბარტყში 3.000 დოლარი გადავიხადე. საზღვარგარეთ ყველა ფრინველი გაჩენის დღიდანვე დარგოლილია. რგოლი ფეხზე უკეთდებათ. ეს მათი პასპორტია, პირადი ნომრით, სქესით, პინკოდით, გამოჩე­კის თარიღით, ადგილით - მასზე ყველა ინფორმაციაა დატანილი.

დიდი ზომის თუთიყუშები 60-70 წელს ცოცხლობენ. სულ ცნობილია თუთიყუშების 2800 სახეობა. მე ოცამდე მყავს. ყველა სახეობას საქართველოში ვერ გაზრდი­. ზოგი აქაურ კლიმატს ვერ ეგუება. ჰავას ყველაზე უკეთ ერგება ინდური წარმოშობის ყველა თუთიყუში, ასევე აფრიკელები. ფრინველის სახეობა კუდის სიგრძით­ ფასობს, თუთიყუშებში ამას მნიშვნელობა არ აქვს. მათი ღირებულება მეტწილად შეფერილობაზეა დამოკიდებული. ყველაზე იშვიათია მელნისფერი არა. ის 40.000 ევროც ღირს.

- თქვენი თუთიყუშები საკმაოდ ენაჭარტალები ჩანან და, თუ ჩემს მაგალითზე­ ვიმსჯელებთ, სტუმარსაც მაინცდამაინც­ კეთილი თვალით არ უყურებენ. მეზობლებთან როგორი ურთიერთობა აქვთ. მათი ლაქლაქი ხომ არ აღიზიანებთ?

- არა, რას ბრძანებთ, ამბობენ, თავი ბუნებაში გვგონიაო. ამიტომ ნებისმიერი გიპასუხებთ, - მამშვიდებსო.
reclama
- გაპარვას ხომ არ ცდილობენ?

- სულ გაპარვაზე არ უჭირავთ თვალი? მარტო ის კი არ უნდა გახსოვდეს, რომ გალიის კარი ღია არ დაგრჩეს.
ძლიერი ნისკარტისა და ბრჭყალების­ წყალობით, თვითონაც აღებენ და გა­მოდიან. მეც გამპარვიან. ნებისმ­ი­ერ კლიტეს ამტვრევენ, ჭანჭიკსაც კი ხსნიან. ძალიან ჭკვიანები არიან.

- მობრუნება იციან?

- ორიენტაცია არ აქვთ განვითარებ­ული. რამენაირად ზამთრამდეც რომ მიატ­ანონ­, თუ ვინმემ არ შეიფარა, ვერც იცოცხლებენ, განწირული არიან. ამ ლამაზი ფრინველების სელექცია, ათას საიდუმლოებას და სირთულეს უკავშირდება. მაგალითად, ყვითელი და ცისფერი ერთად რომ არიან გალიაში, მათ აუცილებლად სალათისფერი ბარტყი ეყოლებათ.
საქართველოში ფრინველების კოლექციონერი ბევრია. ყველაზე საინტერესო გამრავლების პროცესია. მე არასდროს ვეუბნები არავის, როგორ ვამრავლებ თუთიყუშების სხვადასხვა სახეობას. ყველაფერი არის დაკვირვება, გამოცდილება, პირობების შექმნა, მენიუს შედგენა და ულტრაიისფერი სხივების დოზირებულად მიწოდება.

- სითბო?

- ვცდილობ, ბუნებრივ პირობებს შევაგუო. მეუღლემ პირველად რომ ნახა ჩემი თუთიყუშები, გაოგნდა. ვერ ხვდებოდა, რად მინდოდა. ახლა მეხმარება მათ მოვლაში.

- კიდევ რას საქმიანობთ?

- ზოოპარკში ფრინველების განყოფილების უფროსის მოადგილე ვარ, ეგზოტიკური ფრინველების მთავარი სპეციალისტი. 32 წლის ვარ და ფრინველებთან ურთიერთობის 15 წლის პრაქტიკა მაქვს.

- რას ნიშნავს თუთიყუშები თქვენთვის?

- თუთიყუშები ჩემი ცხოვრების აზრია.

ეკა სალაღაია
გიორგი
24 აპრილი 2018 17:16
ეკლექტუსის ბარტყი თუ გყავთ და რაღირს

რედაქტორის რჩევით