ცნობილები "ყვავილების უბნიდან"
19-12-2016
ცნობილები "ყვავილების უბნიდან"
ვის რა მცენარე აქვს სახლში და როგორ უვლიან? ცნობილი ადამიანები ფლორასთან ურთიერთობის გამოცდილებას გაგვიზიარებენ.

"ყოველ წელს სხვადასხვა აჩემება მაქვს, წლევანდელი ჩემი ფავორიტი კლიმატისია"


ტელეწამყვან ქეთი კეკელიას მცენარეები ბავშვობიდან უყვარს. სეზონური ყვავილები და ოთახის მცენარეები მისი სახლისა და ეზოს ინტერიერის განუყოფელი ნაწილია.

ქეთი კეკელია:
- ზოგიერთი მცენარე, რომელიც 20 წლის წინ ვიყიდე, დღესაც ჩემთან არის, ასეთია, მაგალითად, ფინიკის პალმა. ძალიან პატარა იყო, როცა ვიყიდე და ჭერამდე გაიზარდა.

აგარაკიც მაქვს, სადაც ოთახის
მცენარეები სეზონური მცენარეებით შევცვალე. ყოველ წელს სხვადასხვა აჩემება მაქვს. წლევანდელი ჩემი ფავორიტი და აღმოჩენა არის კლიმატისი - გლიანას ტიპის მცენარე, რომელიც კედელზეა გართხმული. ამ მცენარის უამრავი სხვადასხვა ჯიში არსებობს. ინტერნეტით ვეძებ, როგორ მოვუარო. მათ მოვლაში გამოცდილებაც მეხმარება.

"ჩინურ ვარდს დავემუქრე, მოგჭრი და გადაგაგდებ-მეთქი და მოვაჭკვიანე"


დალი ჩიტალაძეს პრეტენზიული ჩინური ვარდი პერიოდულად ებუტება. როგორ უვლის სახლის ბინადარ ხეს და რატომ შეცვალა ინტერიერი, ამას თვითონ გიამბობთ.

დალი ჩიტალაძე: -
9 წელია, ჩინური ვარდის დიდი ხე მაქვს. ახლა ვაპირებ, იებიც შევიძინო. ჯერ მხოლოდ ერთი ქოთანი მაქვს. ჩინური ვარდის ხეს იმხელა ადგილი უჭირავს, რომ სხვა მცენარეებისთვის ვერ მოვიცალე. ძალიან პრეტენზიულია და მთელ ენერგიას მის მოვლას ვახმარ. სახლში დეკორიც შევცვალე და მას მოვარგე, რომ თავი კომფორტულად ეგრძნო. ჩინურ ვარდს ყველა ახირებას ვუსრულებ. უყვარს ერთ ადგილას ყოფნა. თუ გადავაადგილე, ბრაზობს და მებუტება, - ფოთლებს ყრის. ერთხელ კინაღამ გამიხმა; მერე რაღაცაზე გამებუტა და თავისი ლამაზი, წითელი ყვავილები არ გამოისხა. დავემუქრე, მოგჭრი და გადაგაგდებ-მეთქი და მოვაჭკვიანე. ასეთი გოგოა. უყვარს ლაპარაკი და მეც სულ ველაპარაკები.

"ყავის ხე ზაფხულში თავის მეგობარ ყავის ხესთან მიმაქვს"


"ჩვენი გოგოები" - ასე ეძახის მცენარეებს მსახიობი ნატუკა გულისაშვილი.

ნატუკა გულისაშვილი: -
გვიმრა დიდი რომ გაიზარდოს, დედალ-მამალი ერთ ქოთანში უნდა მოათავსო. მამალს ბოლოებში წერტ­ილები აქვს, დედალი კი სადაა.­ ერთად ჩავრგე და მართლაც დიდი გაიზარდა. დილა იწყება მცენარეებთან და შინაურ ცხოველთან საუბრით. ვამაყობ, რომ ყავის ხე მაქვს, რომელსაც ვუვლი, ვაკვირდები, რა მოსწონს, რა სწყინს. ზაფხულში არ მოსწონს ჩემს სახლში ყოფნა და მამიდაშვილთან მიმაქვს, სადაც მისი მეგობარი ყავის ხეა. ზამთარში ისევ სახლში ბრუნდება. როცა ჯუჯა ბროწეული სახლში შემოვიყვანე, მოიწყინა. თურმე გარეთ უნდა ყოფნა. არ ჰყვარებია ადგილების შეცვლა.
ნინო წიფურია
ზურა
05 იანვარი 2017 09:31
რატომ არის დალი ჩიტალაძე ცნობილი, რა დამსახურებისათვის!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა