ჰიდროპონიკა - მცენარე წყალზე
ჰიდროპონიკა - მცენარე წყალზე
მინდა, მოვუწოდო ყველას - ნუ შეგეშინდებათ სიახლეების! საზღვარგარეთ მიღწეულ წარმატებას რომ შევნატრით, გადმოვიღოთ ის სიკეთე, რაც იქ დიდი ხნის წინ დაინერგა და რისი წყალობითაც ვითარდება მათი ეკონომიკა

"სალათის ფურცლების, ბროკოლის, მარწყვის, კიტრის, პომიდვრის ჰიდროპონიკით მოყვანის ტექნოლოგია განსხვავებულია.
მათ სჭირდება დამატებითი მინერალები და საკვები ხსნარი"


ლეგენდის მიხედვით, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა სემირამიდას დაკი­დებული ბაღები იმიტომ შექმნა, რომ მის საყვარელ მეუღლეს მტვრიანსა და უდაბურ ბაბილონში არ მოეწყინა. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მსოფლიოს ერთ-ერთი საოცრება,
You must have Flash Player installed in order to see this player.
სემირ­ამიდას დაკიდებული ბაღები, ჰიდრ­ო­პონული ბაღი იყო. ასე რომ, ჰიდროპონიკა, ერთი მხრივ, ინოვაციური ტექნოლოგიაა, მეორე მხრივ კი - უკვე ათას წელიწადს ითვლის.

სწორედ ამ ინოვაციური ტექნო­­ლოგიით­ დაინტერესდა ახალგაზრდა მეწარმე შალვა ლაღაძე, რომელიც მესაქონლეობაში ჰიდროპონიკის ტექნოლოგიას იყენებს და მზად არის, სხვა ფერმერებსაც გაუმართოს ასეთი საწარმო.

- 2011 წელს, როცა სკოლა დავამ­თავრე, ყველა ჩემს თანატოლს უნდოდა ეკონომისტობა, იურისტობა, ექიმობა, აგრარული მიმართულება კი ჩვენი ქვეყნის პერსპექტივაში მოისაზრებოდა, არადა, საქართველო ყოველთვის აგრარული ქვეყანა იყო. მისი განვითარება დაკავშირებულია აგრარული
სფეროს მოდერნიზაციასა და აღორძინებასთან.

- დარწმუნებული ხართ, რომ აგრარული სფერო აღორძინდება?

- აუცილებლად. ისე არაფერი გვეშვ­ელება, ეს კი შესაძლებელია ახალგაზრდა პროფესიონალების გაზრდით, უცხოეთის გამოცდილების გადმოღებითა­ და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით. დღეს დიდი ნაკ­ლოვანებებია ამ სფეროში, თუმცა სახელმწიფო ცდილობს, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ
პირებს­ დაეხმაროს.

სოფლის მეურ­ნეობის სამი­ნის­ტრომ­ შექმნა კოოპერატივების განვითარების სააგენტო, ლაბორატორიები,­ ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრები და ეწყობა ტრენინგები სხვადასხვა სფეროში. კოოპერატივებს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. მათ ხშირად შეღავათიან ფასად გადასცემენ ტექნიკას. ნაკლოვანებებს რაც შეეხება, უპირველ­ესად, საბაჟო კონტროლი გვაქვს სუსტი.
ჩვენთან გავრცელებული ყველა­ მავნე დაავადება ინტროდუცირე­ბულია, რომლებიც ნერგებს ან თესლებს შემოჰყვა. უნდა დაინერგოს ჯიშთა გამოცდა, რათა გაუმჯობესდეს ჯიშები და დაიწყოს სელექციური კვლევები.
ასევე გვაკლია პროფესიონალი კადრები­ და ტექნიკა.

- რამ განაპირობა ჰიდროპონიკით თქვენი დაინტერესება და როგორ
გახდით მეწარმე?

- ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ, ჩავაბარე მაგისტრატურაში აგროინჟინერიის განხრით. სწავლის თანხის გადასახდელად დავიწყე მუშაობა ტელეკომპანია GDშ-ში, სადაც რუტინული სამსახური მქონდა. ყოველთვის ვცდილობდი, დამეწყო ბიზნესი ჩემი პროფესიით. დავიწყე ძებნა ინტერნეტში და მივაგენი ჰიდროპონიკის პრინციპს. ჰიდროპონიკა არის ხელოვნება მცენარის გაზრდისა მიწის გარეშე, მხოლოდ წყალზე. ვაწარმოებ ქერის ჯეჯილს საქონლის გამოსაკვებად, რომელიც არის ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი, ქიმიური სასუქების გარეშე. ვცდილობ, ეს სისტემა დავნერგო, რადგან ეს ჩვენთვის სიახლეა.
ჩვენი ფერმერები ვერ უვლიან და ვერ კვებავენ საქონელს ისე, როგორც საჭიროა და იმავდროულად, უშინდებიან სიახლეებს.­ აუცილებელია თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, რათა ამ სფეროში მივაღწიოთ ისეთ წარმატებას, როგორსაც საზღვარგარეთის ქვეყნები აღწევენ.

- თქვენი ინოვაციური პროექტით ფერმერობის განვითარებას უწყობთ ხელს. რამდენად შესაძლებელია ჩვენს მიწათმოქმედ ქვეყანაში ფერმერობა განვითარდეს იმ მასშტაბებით, რომ მეწარმისთვისაც ხელსაყრელი იყოს და სახელმწიფოსთვისაც? არის ამის რესურსი საქართველოში?

- ჩვენ მიწის დიდი რესურსი არ გვაქვს და ამიტომ, ჰიდროპონიკა ჩვენი გად­არჩენაა. 1 სული პირუტყვისთვის საკვების საწარმოებლად გათვლილია 1 ჰექტარი მიწა, ფერმერს კი საშუალება არ აქვს, რომ ფერმა გააფართოოს, რადგან საძოვრები არ არის, რაც არის, მათი კვებითი ღირებულება (განსაკუთრებით - ბარში) მეტად დაბალია. ჰიდროპონიკა გვეხმარება მიწის რესურსის ეფექტურ ათვისებაში.
მაგალითად, 50 კვმ ფართობზე ყოველდღიურად ვიღებ 400 კგ მწვანე­ მასას. თვეში - 12 ტონას, წელი­წადში კი - 144 ტონას. ეს დაახლ­ოებით იმდენივეა, რამდენიც ბუნ­ებრივ პირობებში 20 ჰექტარ საძოვარზე მოდის.

- რამდენად დიდია მესაქონლეთა დაინტერესება თქვენი პროდუქტით?

- საწარმოს მოწყობა დეკემბრიდან დავიწყე და იანვარში უკვე პირველი პროდუქცია მივიღე. გავიარეთ ორკვირიანი ტესტირება და მოვემზადეთ, რათა ყოველდღიურად გვეწარმოებინა 400 კილოგრამი. დაინტერესებას რაც შეეხება,
იყო რამდენიმე ფერმერი, რომლებმაც გამოცადეს ჩემი ჯეჯილი და 30%-ით მეტი რძე მიიღეს. სამწუხაროდ, მათი ტრანსპორტირების ხარჯები დიდი იყო, რადგან ფერმა საწარმოდან შორს იყო. ბევრი რეკავს, ბევრი მოდის და ნახულობს წარმოებას. ჩემი შედეგი ის იქნება, რომ ჩემს რეგიონსა და ქვეყანაში მეცხოველეობა განვითარდეს. ასევე მინდა მქონდეს ჩემი ფერმა სადემონსტრაციოდ, რათა ფერმერებს თვალნათლივ დავანახო ჰიდროპონიკის ჯეჯილის სასარგებლო თვისებები.

- და ხელს რა გიშლით?

- უპირველესად, ფინანსები. ამ თვის ბოლოს აშშ-ში მივდივარ გაცვლითი პროგრამით, სადაც მეტს ვისწავლი და ახალი იდეებით დავბრუნდები.

- ახლა მხოლოდ ჰიდროპონიკის ჯეჯი­ლზე ლაპარაკობთ. ამ ტექნოლოგიით ნებისმიერი მწვანე მასის მიღებაა შესაძლებელი?

- ჰიდროპონიკით შეგვიძლია გავზარდოთ ნებისმიერი მცენარე, მრავალწლიანი ხეხილის გამოკლებით. ჩვენ ვაწვდით მათ საჭირო მინერალებს და ისინი არ კარგავენ დროსა და ენერგიას მიწიდან მათ შესათვისებლად. მცენარეც მალე იზრდება და ვეგეტაციის პერიოდიც ჩქარდება. მიწაზე პრაქტიკულად შეუძლებელია ამა თუ იმ მცენარისგან მაქსიმალური მოსავლის მიღება, ჰიდროპონიკას კი ეს შეუძლია.

- ნებისმიერი მცენარე, მაგალითად?

- სალათის ფურცლები, ბროკოლი, მარწყვი, კიტრი, პომიდორი... თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ ჯეჯილისგან განსხვავებით, მათი მოყვანის ტექნოლოგია განსხვავებულია. მათ სჭირდება დამატებითი მინერალები და საკვები ხსნარი. ჯეჯილს რაც შეეხება, ის მხოლოდ წყალზე მოგვყავს.

- ესე იგი, თეორიულად მაინც არის შესაძლებელი, ამ ინოვაციამ მებოსტნეობის განვითარებასაც შეუწყოს ხელი, ანუ ჰიდროპონიკა მხოლოდ საქონლის გამოსაკვებად ვარგისი ჯეჯილის მოყვანა არ არის?

- რა თქმა უნდა. ჩვენ ჰიდროპონიკის პრინციპს ვიყენებთ ამ კონკრეტულ წარმოებაში. ეს ამოუწურავი დარგია, რომელიც გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, ჩვენთვის კი უცხოა და ამიტომაც ვუყურებთ ეჭვის თვალით.

- წარმოიდგინეთ, ერთ დღესაც იღვიძებთ­ და თქვენი მიზანი მიღწეულია. რას დაინახავთ, გაიგონებთ და იგრძნობთ ამ დროს?

- ალბათ, დავინახავ იმ ხალხის ბედნიერ სახეებს, ვისთან ერთადაც ვიმუშავებ და ვეტყვი მათ: "ჩვენ ეს ერთად შევძელით!"
მინდა, მოვუწოდო ყველას - ნუ შეგეშინდებათ სიახლეების! საზღვარგარეთ მიღწეულ წარმატებას რომ შევნატრით, გადმოვიღოთ ის სიკეთე, რაც იქ დიდი ხნის წინ დაინერგა და რისი წყალობითაც ვითარდება მათი ეკონომიკა.

ნანა ჩარკვიანი
თამუნა
11 ივნისი 2017 14:23
მაინტერესებს თუ გაქვთ დაანგარიშებული რა დაჯდება50 კვ.მ სათბური ყველაფრიანად.
შალვა ლაღაძე
10 აპრილი 2017 23:16
მარი მოგესალმები. უკვე ვიყავი და დავბრუნდი ამერიკიდან რომ ჩემს ქვეყანას გამოვადგე :) ყველას ერთ ქვაბში ნუ მოხარშავთ. ამერიკაშ წასასვლელად არ მჭირდება ფინანსები. ფერმის გასაკეთებლად მინდა, რომ ხალხს დავანახო რეალური შედეგი ამ საკვების.

ილო. სრულფასოვანში რას გულისხმობთ? დამიკავშირდით 598314530

გიორგი
განვითარებულ ქვეყნებში მიკრომწვანილი მოყავთ ძირითადად თუმცა ჩვენთან ეგ კარგა ხანს არ შემოვა. ისე როგორც ვახსენე ნებისმიერი მცენარე
Giorgi
27 მარტი 2017 12:48
Mcvanilis mokvana tu sheidzleba mag xerxit da romlis?
ილო
24 მარტი 2017 16:10
ძლინ მომეწონა ეს ყველაფერი, მგრამ რამდენდ რამდენად სრულფასოვნია მიღებული პროდუქცია?
რუბრიკის სხვა სიახლეები
21-08-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
21-08-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
21-08-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
21-08-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
მისაღებია თუ არა თქვენთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის გაუქმება (ე.წ. ბუნებრივი ბარიერის – დაახლოებით 1%-ის დაწესება)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მისაღებია თუ არა თქვენთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის გაუქმება (ე.წ. ბუნებრივი ბარიერის – დაახლოებით 1%-ის დაწესება)?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა