ორიგინალური ხელნაკეთი საპნები
24-04-2017
ორიგინალური ხელნაკეთი საპნები
"ნივთიერებები, რომელსაც საპნის დასამზადებლად ვიყენებ, არ შეიცავს ქიმიურ ნაერთებს"

ქართველები ყოველთვის გამოვირჩეოდით ნიჭიერებით, მაგრამ ნიჭს თუ შრომისმოყვარეობა ახლავს თან, აუცილებლად ვქმნით საინტერესო პროდუქტს. მაია მაისურაძის სიყვარული მცენარეების, განსაკუთრებით კი იების მიმართ, სოციალურ ქსელში უკვე ბევრმა იცის. როგორც აღმოჩნდა, მაია განსაკუთრებულ საპნებსაც ამზადებს:

- ხშირად მიწევს სხვადასხვა უცხოური ვებგვერდის დათვალიერება და მცენარეების გამოწერა. იების გახარებით კარგა ხანია დაინტერესებული ვარ. მცენარეების მოძებნისას შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ იყიდებოდა სხვადასხვა ფორმის საპნები, რომელთაც ბევრი სასარგებლო
თვისება აქვს. ვებგვერდზე აღმოვაჩინე, რომ ხელნაკეთი კოსმეტიკური საპნები ყველა კანისთვის იყო განკუთვნილი და რახან კანის მოვლა ბავშვობიდანვე მიყვარს, გადავწყვიტე, საპონი თავადვე დამემზადებინა. თავდაპირველად შევისწავლე, თუ როგორ უნდა გამეკეთებინა საპონი, რა ინგრედიენტები გამომეყენებინა. რაც მთავარია, ნივთიერებები, რომელსაც საპნის დასამზადებლად ვიყენებ, არ შეიცავს ქიმიურ ნაერთებს.

- თქვენი
ლამაზი საპნები არავის დატოვებს გულგრილს, როგორ ამზადებთ მის ფორმებს?

- ვისწავლე, როგორ უნდა გამომეყენებინა ფორმები, რაშიც საპონი უნდა ჩამომესხა. ყველაზე საინტერესო კი მაინც 3D ფორმის საპნებია, რომლის ჩამოსხმაც ცოტა რთულია. პატარაობისას ვხატავდი და მშობლებმა ეს ნიჭი არ გამიღვივეს, ამიტომ დანაკარგს სხვადასხვა ხელსაქმით ვინაზღაურებ. ყველაფერი ერთ საქმეში მოვათავსე - ხატვისა თუ კანის მოვლის და მცენარეების სიყვარულიც.

- რას იყენებთ საპნის დასამზადებლად?

- საბაზისო მასალა იყიდება, თან ბიოპროდუქტია და გლიცერინის შემცველი, ანუ ჩემი საპონი ანტიალერგიულია. ის დაყოფილი მაქვს სხვადასხვა კატეგორიად: მშრალი, ცხიმიანი და ნორმალური კანისთვის, ასევე, ანტისეპტიკური. ვამზადებ საბავშვო საპნებსაც.
დამზადებული მაქვს საპნები ზოდიაქოს ნიშნებით, ყვავილების, გულის, ანგელოზისა და ხილის ფორმის. ვიყენებ საკვებ საღებავებს, სხვადასხვა ზეთს და ა.შ. საპნებს დიდი რაოდენობით ვერ ვამზადებ, რადგან ამას ფული სჭირდება, არადა, ყველასთვის გამოსადეგი პროდუქტია.

ეკა გადახაბაძე
30 აპრილი 2017 15:20
ძალიან ლამაზია, აღფრთოვანებას ვერ ვმალავ! ყოჩაღ ქალბატონს! კარგი იკნებოდა რომ სახელმწიფო დახმარებოდა პატარა საწარმოს შექმნაში და ირგვლივ ხალხსაც დაასაქმებდა?!
ლუკა
28 აპრილი 2017 03:50
თუ მოახერხებთ და საწარმოს გახსნით რომ დიდი რაოდენობით დაამზადოთ ეს საპნები. აუცილებლად გაიყიდება და ექსპორტზე საკმაოდ წარმატებული პროდუქტი გახდება. დასავლეთის მდიდარ ქვეყნებში ასეთი ორიგინალური საპნები ვფიქრობ პოპულარული უნდა იყოს. იმისთვის რომ მოსინჯოთ თუ როგორი მოთხოვნა იქნება ამ პროდუქტზე, შეგიძლიათ მცირე რაოდენობით გაყიდოთ ისეთ ინტერნეტბაზრებზე როგორიც არის eBay, Etsy. წარმატებას გისრვებთ.
სალინა
26 აპრილი 2017 19:33
რა იგრედიენტები სჭირდება საპონს

რედაქტორის რჩევით