ბალღოჯიანის მწარე ბალმა გამრჯე გლეხს ცხოვრება დაუტკბო
03-07-2017
ბალღოჯიანის მწარე ბალმა გამრჯე გლეხს ცხოვრება დაუტკბო
"ამ ყველაფერს დღესაც ძმასთან ერთად ვაკეთებ - მხარში ვუდგავართ ერთმანეთს. ჩემი სამი წლის ძმისშვილიც კი ჩვენი ბრიგადის წევრია"

ყვარლის რაიონის სოფ­ელ ბალღოჯიანის მკვი­დრის, ავთანდილ მარაქვ­ელიძის ამბავი ბევრ `მიწის მგმობელ~ გლეხს სამაგალითოდ­ გამოადგება...
- აქაური მიწა მადლიანია, არაფერი არსებობს ისეთი, რასაც აქ დათესავ და შრომას ერთი ათად არ დაგიბრუნებს. მამაჩემი დურგალი იყო და შრომა არც მიწაზე აკლდა, მაგრამ ბევრი მაინც არაფერი გვქონდა. ჩვენც პატიოსნება და შრომის სიყვარული დაგიტოვა სიმდიდრედ. მე და
ჩემი ძმაც იმდენს ვშრომობდით, ლამის თოხს ჩახუტებულებს­ გვეძინა.­ არ იყო იოლი, მაგრამ სამაგიეროდ, მიწის ფასი გაგვაგებინა.

ავთანდილ მარაქვ­ელიძე:

- ჩემი შრომით გამომუშავებულ გროშებს ვაგროვებდი და როცა გასაყიდი ნაკვეთი გამოჩნდებოდა, ვყიდულობდი. ეს ის დროა, როცა სახელმწიფო სავარგულები განადგურდა და ხალხისთვის მიწების დარიგება დაიწყეს. ბევრმა ათვისება ვერ
შეძლო და გაყიდა. თუმცა ისეთი ხალხიც არსებობდა, ვინც მიწის მადლი იცოდა და სხვის გაყიდულს ყიდულობდა. მეც მათ შორის ვიყავი. უფრო ისეთ ნაკვეთებს ვყიდულობდი, რომლებზეც საკოლმეურნეო­ ვაზი იყო გაშენებული.­ ზოგს უკვირდა, ახლა ღვინო ვიღას უნდა, ხალხს პური ენატრება, ჯობს, ცარიელა მიწები იყიდო, რომ ხორბალი დათესოო.
დღეს უკვე 12 ჰექტარი გვაქვს და მიწის ისეთ გამოყენებაზე გადავედით, რაც მომგებიან მოსავალსაც გაძლევს და ექსპერიმენტების ჩატარების უფლებასაც. ბევრ კულტურას ვთესავ: კიტრს (წელიწადში 150 ტონამდე მოგვყავს), პომიდორს, გოგრას, სიმინდს... ხეხილი გავაშენეთ - ბალი, ვაშლი, ქლიავი, კაკალი, თხილი, კარალიოკი­ და ხურმა, რაც შემოსავლის წყაროდ იქცა.

- ბალი ახსენეთ... ცნობილია, რომ გორიდან და ქარელიდან ბალი უცხოეთში გადის. ყვარლიდანაც ასეა?

- ჯერჯერობით მე მხოლოდ ხურმა­ და კარალიოკი გამაქვს - ამ ხეხილის შემოსავალმა აქაურებს იმედი გაგვიჩინა. ბალი კი ჯერჯერობით ადგილობრივ ბაზარზეც მშვენივრად იყიდება. ჩვენს სოფელში საუცხოო ხარისხის ბალი მოდის - ბალღოჯიანიც იმიტომ ჰქვია აქაურობას, რომ აქ სადედე მწარე ბალი მრავლად იყო და მასზე ხალხი ჯიშიან ბალს ამყნობდა. მეც ხუთი წლის წინ მწარე ბალის სადედეებზე გოგრა ბლის ჯიშები დავამყნე და წელს თითო ხემ უკვე 50 კილოგრამი დაისხა. სრულ მსხმოიარობა­ში რომ შევა, თითო ძირი 200 კილოგრამამდე დაისხამს. ამ ყველაფერს დღესაც ძმასთან ერთად ვაკეთებ - მხარში ვუდგავართ ერთმანეთს. ჩემი სამი წლის ძმისშვილიც კი ჩვენი ბრიგადის წევრია. ბაღჩეულის სათბურებიც გვაქვს. …

- თქვენისთანა მშრომელი ბევრი რომ გვყავდეს, ჩვენი ქვეყანა ფეხზე მალე დადგებოდა.

- სამწუხაროდ, მეც ვიცი, რომ შრომის მოყვარული ჩვენში ბევრი არ არის. შრომას იმხელა მადლი მოაქვს, ვერაფერს შეადარებ. მით უფრო დღეს, როცა სახელმწიფომ სოფლისკენ გაიწვდინა ხელი - უამრავი პროგრამა არსებობს და თუ შრომის უნარი გაქვს, ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენო. საბედნიეროდ, ისეთი ხალხიც არსებობს, რომელსაც მართლა უნდა სოფლის აღორძინება.
ბოლო დროს ყვარელში ჟოლოს გახარებაზე დაიწყეს ლაპარაკი. როგორც გვითხრეს, ჟოლოს ბაზარს მსოფლიოში სერბეთი აკონტროლებს, მაგრამ თურმე ქართული ჟოლო სერბულ ჟოლოზე 10 დღით ადრე შემოდის და თანაც არა სათბურში, არამედ ღია გრუნტში, ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია ჟოლო სერბებზე ადრე გავიტანოთ მსოფლიო ბაზარზე.

სერბეთიდან უკვე ჟოლოს საძირეები შემოგვდის და უახლოეს ხანში მეც გავაშენებ პლანტაციას. ზამთარში ასეულობით ძირ ნერგს რომ დავრგავ, მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქავ ხოლმე. თუკი ჩემს ცხოვრებაში რომელიმე სეზონი გავიდა ისე, რომ ნერგის დარგვა შეიძლებოდა და არ დავრგე, ეს სეზონი ჩემი ცხოვრებიდან ამოძირკვულად მიმაჩნია.

ეთერ ერაძე
afxazi
17 ივლისი 2017 22:40
ღმერთმა ძალღონე არ გამოგილიოთ ბარაქა და ხვავი მოგცეთ
keti
17 ივლისი 2017 18:03
სადაც მიცა გიპასებს სჰრომას ზალიან კარგი გმერტმა ხელი მოგიმარტოტ სადაც მიცა სჰემოუსავლიანია იკ რა ვკნატ



Tuxa
17 ივლისი 2017 01:36
Gmertma daglotsot. Gaizardet da gamravldit

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა