ყურძნის სასარგებლო თვისებები და უგემრიელესი ყურძნის მურაბა
08-09-2017
ყურძნის სასარგებლო თვისებები და უგემრიელესი ყურძნის მურაბა
კახეთში რთველისთვის სამზადისი დაწყებულია. საქართველო ოდითგან მევენახეობა-მევიღინეობის ქვეყნად მიიჩნევა, თუმცა ჩვენში ცოტამ თუ იცის რა სასარგებლო თვისებები აქვს ყურძენს.

ეს გემრიელი და მაღალკალორიული ხილი სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს შორის ყველაზე უხვად აჯილდოებს მიწათმოქმედს. მაგრამ მთავარი ის არის, რომ იგი ადამიანის ჯანმრთელობისა და ძლიერების უდიდესი წყაროა. სხვადასხვა ჯიშისა და მოშენების ადგილის მიხედვით, ყურძნის მწიფე ნაყოფი შეიცავს ადვილად შესათვისებელ შაქრის სახეობებს, კერძოდ კი გლუკოზას და ფრუქტოზას.

ათ გარდა, სხვადასხვა რაოდენობით მოცემულია საქაროზა, რაფინოზა,
ქსილოზა და სხვა შაქრის მსგავსი ნივთიერებები. გლუკოზა - ეს არის იდეალური ენერგეტიკული ნივთიერება. ყურძნის მიღების შემდეგ ის სწრაფად ვრცელდება სისხლში და ნერვული უჯრედების კვების ძირითადი წყარო ხდება. ყურძენში ყველაზე მეტი შემცველობით მოცემულია ღვინის მჟავა, შემდეგ ვაშლის, ლიმონისა და ქარვის.

ორგანული მჟავების ზეგავლენით ძლიერდება კუჭქვეშა ჯირკვლის
მოქმედება, სუსტდება გულისცემა და მცირდება პულსის სიხშირე, სუნთქვა კი უფრო მშვიდი ხდება.

ყურძნის წვენი შეიცავს ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო პრაქტიკულად ყველა მინერალურ ნივთიერებას და მიკროელემენტებს. კათიონებს შორის ჭარბობს კალიუმი, კალციუმი, ნატრიუმი, მაგნიუმი, რკინა, მარგანეცი, ალუმინი; ანიონებიდან – ფოსფორი, გოგირდი, კაჟბადი, ქლორი. მიკროელემენტები, როგორც ბიოლოგიური კატალიზატორები, წარმოდგენილია მარგანეცის, მოლიბდენის, ბორის, ტიტანიუმის, ვანადიუმის, რადიუმის, თუთიისა და კობალტის სახით.

• უძველეს დროში ექიმები ადამიანებს ჭამათა შორის ინტერვალებისას ყურძნის მიღებას ურჩევდნენ, მაგრამ ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ.

• ყურძნის წვენი ხელს უშლის რაქიტის განვითარებას, ეხმარება კუჭ-ნაწლავის დაავადებების, ფილტვის ტუბერკულოზის, სურავანდის, გულის დაავადებების მკურნალობას.

• ყურძენი სასარგებლოა სისხლნაკლებობის დროს, ის შეიცავს სამ ვიტამინს, რომლებიც ხელს უწყობს სისხლის წარმოქმნას: ფოლიუმის მჟავა (აძლიერებს მას), K ვიტამინი (მოქმედებს სისხლის შედედებაზე) და P ვიტამინი (ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, აბალანსებს სისხლის წნევას).

• ყურძნის გამხმარი ფოთლებისგან ამზადებენ ფხვნილს და იღებენ 2-4 გ-ს დღეში, შინაგანი, განსაკუთრებით კი საშვილოსნოს სისხლდენის დროს.

• წითელი ან თეთრი ღვინის ზომიერი გამოყენება (50-60გ) ორგანიზმში ზრდის „კეთილი“ ქოლესტერინის დონეს (მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს), რაც თავის მხრივ მკვეთრად აქვეითებს „ცუდი“ ქოლესტერინის დონეს (დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს), რომელიც ბლოკავს არტერიებს და იწვევს გულის შეტევას.

• ყურძენი სასარგებლოა ნერვული დაავადებების, უძილობის დროს.
• გაციებისა და სასუნთქი გზების დაავადებების დროს ამზადებენ ქიშმიშის ნახარშს და იღებენ ამოსახველებელ და ხველების საწინააღმდეგო საშუალებად: 100გ ქიშმიში 1 ჭიქა წყალში იხარშება, შემდეგ გადაიწურება და მიიღება 70-100 გ 3-4 ჯერ დღეში.

• ყურძენი ასევე სასარგებლოა სასუნთქი გზების მწვავე ანთებითი პროცესების დროს, ბრონქული ასთმისა და პლევრიტებისას, ასევე ფილტვების ტუბერკულოზის სამკურნალოდ საწყის სტადიაზე.

• მორფით, კოკაინით, დარიშხანით, სტრიქნინით, ნატრიუმის ნიტრატით მოწამვლის დროს გამოიყენება ყურძენი, გლუკოზის დიდი შემცველობის გამო მას ძლიერი ანტიტოქსიკური თვისებები აქვს.

• ყურძენს აქვს ასევე ანტიბაქტერიული მოქმედება. ის კლავს ნაწლავის ჩხირს და ქოლერის ვიბრიონს.

• ყურძნით მკურნალობას ან მის გადაჭრაბებით მიღებას უკუჩვენებები ახასიათებს შაქრიანი დიაბეტისა და გაცხიმოვნების დროს. იგი ფრიად მაღალკალორიულია, მასში შაქრების, კერძოდ კი გლუკოზის დიდი შემცველობის გამო, ამიტომაც  ყურძნით მკურნალობამდე ეწვიეთ ექიმს.


ყურძენი - შესანიშნავი აღმდგენი და მატონიზებელი საშუალებაა. ყურძნის წვენი შეიცავს შაქარს, ბოჭკოვანას, ორგანულ მჟავებს, ასკორბინის მჟავას, B ვიტამინს, პექტინს, მინერალებს, ფერმენტებს. დადგენილია, რომ ყურძენი ასტიმულირებს ძვლებს. ყურძენი - კალიუმის კარგი წყაროა.

ერთი ჭიქა ყურძნის წვენის ყოველდღიური მიღება ორგანიზმს შეავსებს B ვიტამინით, რომელიც მას დაეხმარება სტრესისა და დეპრესიის დაძლევაში. ყურძნის წვენი აძლიერებს ფრჩხილებს, თმას. ყურძენი შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით C ვიტამინს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის იცავს ორგანიზმს ბაქტერიებისაგან. ყურძნის წვენის საშუალებით კანს ელასტიკურობა ენიჭება. ყურძენი შეიცავს E ვიტამინს, რომელიც ასტიმულირებს ორგანიზმის უჯრედებს!

ყურძენი და ყურძნის წვენი რეკომენდებულია ნაწლავების პერისტალტიკის, ტრაქეიტის, ბრონქიტის, გულსისხლძარღვთა დაავადებების დროს.

წითელი ყურძენი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, ფლავონოიდებს, ტანინებს, კატექინებს. ის აუმჯობესებს გულისცემას, არტერიულ წნევას, აუმჯობესებს სისხლს და ზრდის ჰემოგლობინის დონეს, აჯანსაღებს ღვიძლს, ხელს უწყობს სხეულიდან დაგროვილი ტოქსინების გამოდევნას. (წყარო)

აქვე გთავაზობთ ყურძნის უგემრიელესი მურაბის რეცეპტს


ინგრედიენტები
• თეთრი ყურძენი - 2 კგ
• შაქარი - 1 კგ
• ყურძნის წვენი - 400 მლ
• ნუში - 150 გ
• დარიჩინი - 1/2 ჩ.კ


მომზადების წესი

გავრეცხოთ ყურძნის მარცვლები თბილ წყალში, ჩავყაროთ ღრმა ქვაბში და დავაყაროთ შაქარი. დავასხათ მაღაზიაში ნაყიდი ან სახლში მომზადებული ყურძნის წვენი.

დავდგათ დაბალ ცეცხლზე და წამოვადუღოთ. ვხარშოთ, სანამ ფერს არ შეიცვლის და გამჭვირვალე არ გახდება. დრო და დრო ამოვურიოთ. შემდეგ დავამატოთ კანგაცლილი ნუში და სანელებელი. ვხარშოთ კიდევ ცოტა ხანს, რომ არომატი კარგად გაუჯდეს, შემდეგ ცხელ-ცხელი მურაბა ჩაასხით გასტერილებულ ქილებში.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები