სასარგებლო "სარეველები" - აი, რა სჭირდება ზამთრის სიცივითა და ავიტამინოზით დასუსტებულ ჩვენს ორგანიზმს - კვირის პალიტრა

სასარგებლო "სარეველები" - აი, რა სჭირდება ზამთრის სიცივითა და ავიტამინოზით დასუსტებულ ჩვენს ორგანიზმს

სამყურას, ჭინჭრის, ვირისტერფას და ბაბუაწვერას ყვავილები სჭირდება ზამთრის სიცივითა და ავიტამინოზით დასუსტებულ ჩვენს ორგანიზმს.

მაგალითად, სამყურა შეიცავს C და E ვიტამინებს, კაროტინს, ეთეროვან ზეთს, მისი ნახარში და ნაყენი საუკეთესო შარდმდენი და ამოსახველებელი საშუალებაა, აძლიერებს იმუნიტეტს. გთავაზობთ ვიტამინებით მდიდარ სალათის რეცეპტს: ცოტ-ცოტა სამყურა, ჭინჭარი, მწვანე ხახვი, მჟაუნა წვრილად დაკეპეთ, მოაყარეთ მარილი, წიწაკა გემოვნებით. მოასხით არაჟანი.

ჭინჭარში C ვიტამინი 4-ჯერ მეტია, ვიდრე ლიმონსა და ფორთოხალში, შეიცავს ბევრ კალციუმს, რკინასა და ცილებს, ჭინჭარი სუპერპროდუქტია, რომელიც ებრძვის ავიტამინოზს და აძლიერებს იმუნიტეტს.

ავიტამინოზის დროს 2 წუთის განმავლობაში ოდნავ მარილიან წყალში მოხარშეთ 100გ ჭინჭარი, დააქუცმაცეთ, დაამატეთ წინასწარ მომზადებული ფეტვის ფაფა, გააკეთეთ გუნდები და გამოაცხვეთ აირღუმელში.

ძველად რომში მიაჩნდათ, რომ პიტნა აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას. შეიცავს ბევრ ეთეროვან ზეთს და მათ შორის მენთოლს, აქვს სასიამოვნო არომატი და გამაგრილებელი თვისება.

დეპრესიის დროს - 400გ მარწყვი, 50გ პიტნა, 20გ რეჰანი, ცოტა შაქარი, 1 ცალი ლიმონი, 1 ლაიმა ბლენდერით დააქუცმაცეთ, დაამატეთ 200 მლ შამპანური და კიდევ აურიეთ.