ინოვაციური სათბური
15-01-2018
ინოვაციური სათბური
გურამ ჭიტაძე მეგობრებთან ერთად, სახელოსნოში სხვადასხვა სახის სამეურნეო სათბურებს ამზადებს პოლიკარბონატისგან. საკუთარი ნახელავის ავკარგიანობაზეც თვითონ გვიამბობს.

- პოლიკარბონატი შედარებით ახალი სამშენებლო მასალაა. ვამზადებთ ფიჭური, ბოჭკოვანი და მონოლითური ტიპის სათბურებს როგორც შერეული, ისე ცალკეული კონსტრუქციების სახით. მასალა უნივერსალური თვისებებით გამოირჩევა, მტკიცეა, მსუბუქი და დრეკადი. მონოლითურით გამძლე კედლები ამოდის, ფიჭური კი თაღოვანი ფორმებისთვის გამოიყენება. სათბურის ჭერზე შეგროვებული წვეთები არ შეიძლება შიგნით მცენარეებს ეწვეთებოდეს, თაღსაც ცვარი კედლებზე ჩაჰყავს, დაქანებით. ზოგიერთი პოლიკარბონატი კედლებსა და
ჭერზე გაჩენილ ნალექსა და ორთქლს შეიწოვს კიდეც და დაწვეთების საფრთხეც არ იქმნება.

სათბურის კარკასი 25 მმ-იანი რკინის ოთხკუთხოვანი ღარებისგან იკვრება და 4 მმ-იანი მასალით გადაიხურება. იგი მინაზე 20-ჯერ მყარია, სასათბურე მეურნეობას 10-ჯერ უკეთ იცავს სეტყვისა და ქარისგან. პოლიკარბონატი - 40 გრადუსიდან +120 გრადუსამდე უცვლელად ინარჩუნებს
თვისებებს, 2-3 ჯერ უკეთ ინახავს სითბოს, ვიდრე მინა ან ცელოფანი, შუქგამტარიანობა კი თითქმის ისეთივე აქვს, როგორიც მინას. ამასთან, კარგად უძლებს დიდთოვლობას და მკაცრ ზამთარში სულაც არ არის საჭირო მისი დემონტაჟი.

- ძირითადად ვინ ყიდულობს ამ სათბურებს?

- ეს შედარებით უცხო და ახალი პროდუქტია და დაინტერესებაც დიდია. ვიღეEბთ შეკვეთებს, გვაქვს საჩვენებელი ნიმუში 3X4 მ და 2,3 მ სიმაღლის. ასეთი მინისათბური კარგი საჩუქარია აგარაკებზე, დიასახლისებისთვის, ვისაც სურს, საკუთარი ხელით მოყვანილი ხილ-ბოსტნეული ჰქონდეს. გამოდგება ქალაქური ტიპის დასახლებებშიც, ვისაც კერძო სახლი ან კორპუსთან ახლოს საკუთარი მცირე ნაკვეთი აქვს. მოსახერხებელია მისი მოწყობა სამზარეულოს სიახლოვეს - ამ პატარა ოთახ-სათბურებში ხომ ზამთარ-ზაფხულ შეიძლება ფუსფუსი ისე, რომ ვერც გაუსაძლისმა ყინვამ და ვერც აუტანელმა ხვატმა ვერაფერი ავნოს იქ მოსულ ჭირნახულს. პოლიკარბონატი გარემოს მზის მავნე გამოსხივებისგანაც იცავს.

- სხვებიც ამზადებენ ასეთ სათბურებს?

- შეიძლება, თუმცა არ გვსმენია. ჰიდროკარბონატი, როგორც სამშენებლო მასალა, ახალია. მას ოცდამეერთე საუკუნის ინოვაციურ პროდუქტსაც უწოდებენ. გარდა სათბურებისა, მისგან მსუბუქი, მარტივი კონსტრუქციის თავშესაფრებსაც აგებენ, მაგალითად, აივნის ფანჩატურებს, მანქანის სადგომებს, აუზის ქოლგებს და სხვ. თუმცა ჩვენი ჯგუფი ჯერჯერობით მხოლოდ სასათბურე კონსტრუქციებზე მუშაობს. ამ ეტაპზე სოფლის­ მეურნეობაში მისი გამოყენებით მეტი სიკეთე შეიძლება მიიღოს მეურნემ - ჩვენთან დამზადებული სათბურის გადატანა საქართველოს ნებისმიერ კუთხეში შეიძლება.

20 იანვრიდან მომხმარებელს 20-25%-იანი ფასდაკლებაც ელის. ფასის კლების მიზეზი პოლიკარბონატის ახალი პარტიის შემოტანაა.

კახა მჭედლიშვილი
რეზო
04 ივლისი 2018 22:55
ფიჭური პოლიკარბონატი კარგი მასალაა სათბურებისთვის, მაგრამ სეტყვას ვერ უძლებს.
მარიამი
02 თებერვალი 2018 13:06
გთხოვთ ფასებზეც მოგვაწოდეთ ინფორმაცია,რა თანხა დაჯდება მისი შეძენა?
გურამი
22 იანვარი 2018 15:49
599 17 96 36 ზურაბი, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი

რედაქტორის რჩევით