"ამ ასაკის ცაცხვის ხე მსოფლიოში არ არის"- რა ისტორიას ინახავს ხე, რომელიც სენაკში იზრდება? - კვირის პალიტრა

"ამ ასაკის ცაცხვის ხე მსოფლიოში არ არის"- რა ისტორიას ინახავს ხე, რომელიც სენაკში იზრდება?

1970 წლებში ნოქალაქევის ციხე გოჯის არქეოლოგიურ გათხრებს ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი - პარმენ ზაქარაია ხემძღვანელობდა. მან სრულიად შემთხვევით გაიგო, რომ სამეგრელოს სოფელ ხორშში გიგანტური ცაცხვის ხე იდგა, დაინტერესდა ამით და როცა ნახა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა ნანახმა! მის წინ რამდენიმე საუკუნის ცაცხვის ხე აღმოჩნდა. ექსპერტები მოიწვია, ჩაატარეს ექსპედიცია და წინასწარი ვარაუდით, ხე V-VI საუკუნის აღმოჩნდა. პარმენ ზაქარაიას თქმით, ამ ასაკის ცაცხვის ხე მსოფლიოში არ არის. სამომავლოდ დაუგეგმავთ საფუძვლიანი კვლევების ჩატარება, თუმცა, რაღაც მიზეზების გამო, ვერ მოხერხდა. დღეს პარმენ ზაქარაია ცოცხალი აღარ არის. მას მერე 40 წელი გავიდა. ეს ხე კი დღესაც ამაყად დგას მშობლიურ მიწის ფესვებზე. ამ ასაკის ცაცხვის ხე იშვიათი მოვლენაა", - წერს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ფოტოგრაფი გიორგი ნიკოლავა. დავინტერესდით და გიორგი ნიკოლავასთან ხის შესახებ ინტერვიუ ჩავწერეთ.

- პარმენ ზაქარია ვინც მიიყვანა ამ ხესთან წლების წინ, მეც მან წამიყვანა სანახავად. იგი ბევრს იბრძოდა, გზა რომ გაკეთებულიყო იმ სოფლის უბანში. გურამ ოდიშარია იმ პერიოდში სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო. ხე მას აჩვენა და იმდენი იბრძოლა, რომ ბატონ გურამს გზა გააკეთებინა. ასეთი ძველი ხეები საზღვარგარეთ ტურისტული დანიშნულების ყოფილა. ხალხს 200 კილომეტრის მოშორებით ხის გამო მიყავთ ტურისტები, იმდენად დიდია ინტერესი. აქ კი ნაკლებად არის ცნობილი, რადგან რეკლამა აკლია. წვიმის დროს რქოსანი პირუტყვიც აფარებს თურმე თავს, იმდენად დიდი ფუღუროა.

განაგრძეთ კითხვა