"პლუშის ძროხები"
26-03-2018
"პლუშის ძროხები"
ეს ორიგინალური "პლუშის ძროხები" ათიოდე წლის წინ ამერიკელმა ფერმერმა გამოიყვანა აიოვის შტატში.

ხავერდოვანი, რბილი ბეწვით დაფარული და ჩაკურატებული ჯიშის შექმნა ფერმერმა თავისი რანჩოს რეკლამისთვის დაიწყო. გრძელბეწვიანი ძროხები მანამდეც იყვნენ, მაგრამ ასეთი ნაზბეწვიანი, ურქო და "სათამაშო" ძროხები მან პირველად გამოიყვანა.

ხშირი ბეწვი საქონელს დრუნჩიდან ჩლიქებამდე ფარავს. "პლუშის ძროხებს" დღეში რამდენჯერმე ჰბანენ და სპეციალური ფენით აშრობენ. პლუშის ეფექტისა და ბეწვის ბზინვარების შესანარჩუნებლად კოსმეტიკურ საშუალებებს იყენებენ და ძროხებს სათანადო დიეტასაც უნიშნავენ, ბეწვს კი
წამოზრდისთანავე კრეჭენ. მთავარი ის არის, რომ გამოფენებზე მათ საპრეზენტაციო მანერებსაც კი ასწავლიან!

რადგან მოზრდილ ცხოველს კუნთოვანი რელიეფი კარგად აქვს განვითარებული, გამოფენებში მხოლოდ წამოზრდილი ხბოები მონაწილეობენ. სელექციონერები მუშაობენ, რომ ზრდასრული ძროხებიც ხბოებივით გამოიყურებოდნენ. ძროხას აქვს მომცრო თავი, მსხვილი კისერი, განიერი და მასიური ტანი, კუდი - გრძელი,
კიდურები - მოკლე. სიმაღლე ნიდაოში 135 სმ-ს არ აღემატება, თუმცა ძროხის წონა - 500-ს, ხარის წონა კი 800 კგ-ს აღწევს. ის გათვალისწინებულია არა წველისთვის, არამედ ესთეტიკური ეფექტისთვის. ჯერჯერობით ძროხები მხოლოდ აშშ-ში­ ­იყიდება.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით