"სამამულო" ომი ფაროსანას წინააღმდეგ
"სამამულო" ომი ფაროსანას წინააღმდეგ
იქნებ მავნებელთან ბრძოლაში ჩვენი მეთოდებიც გამოდგეს

ფაროსანას გავრცელების ადგილებში მოსაბნევი სატყუარა

#1
ბორაკი, ბორაქსი - Borax, Natriun tetraboricum - 200 გ
ცხარე წიწაკის წმინდად დაფქული ფხვნილი - 100 გ
პურის ფქვილი - 60 გ

#2
დამწვარი თაბაშირი - 100 გ
პურის ფქვილი - 100 გ
შაქრის პუდრი - 20 გ

ყველა კომპონენტი უნდა იყოს აბსოლუტურად მშრალი და ძალიან წმინდად, პუდრივით დაფქული. კარგად შევურიოთ ერთმანეთს და დავყაროთ ჩვენი "ეროვნული მტრის", ფაროსანას
გავრცელების კერებში.

წებოვანი სატყუარები

ქვემოთ დასახელებული ნივთიერებები ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა:
1) კანიფოლი ან წიწვიანების ფისი (ფიჭვის, ნაძვის) - 500 გ
2) ვაზელინის ზეთი - 250 გ

I. გაადნეთ კანიფოლი (ან ფისი), შეურიეთ ვაზელინის ზეთი.

II. მოვამზადოთ: ა) თაბახის ფურცლის ზომის პერგამენტის ქაღალდი (დასაფენად) და ბ) 50-70
სმ სიგრძისა და 7-8 სმ სიგანის ზოლებად დაჭრილი პერგამენტის ქაღალდი, რომელსაც ერთ ბოლოში უნდა მიაწებოთ კანაფი (ჩამოსაკიდებლად). დასაფენი ქაღალდი წინასწარ გამოჭერით ტრაფარეტით ისე, რომ ნაპირებში დარჩეს "მინდორი" ხელის მოსაკიდებლად. "მინდვრის" გარეშე ქაღალდის ზომებია 21X30 სმ.

III. ამოავლეთ სითხეში დასაფენი და ჩDამოსაკიდებელი ქაღალდები.

IV. ზოლებად დაჭრილი ქაღალდები დაკიდეთ ოთახებსა და ეზოში, წვიმისგან დაცულ ადგილებში, შეიძლება ნარგაობაზეც, ხოლო დიდი ზომის ქაღალდები დააფინეთ ბინებში შესაბამის ადგილებში (ყველგან, სადაც წვიმა არ მოხვდება).

ემულსია, რომე­ლშიც ამოვავლეთ ქაღალდი, წებოვანია და ვფიქრობ, სასურველ შედეგსაც მივიღებთ. ძველი თაობის ხალხს, ალბათ, ახსოვს "მუხამორი" - სწორედ მისი პრინციპით არის გაკეთებული ჩვენი სატყუარაც.

განათავსეთ გავრცელების კერებში

#1
გოგირდი - 40 გ
თამბაქოს მტვერი - 60 გ
ნაფტალინის ფხვნილი (პუდრი) - 40 გ
კედრის ზეთი - 5 გ

#2
ბენზინი - 1 ლ
ევკალიპტის ზეთი - 50 გ
ცხარე წიწაკის ზეთი - 2 გ
ქაფურის ზეთი - 1 გ

#3
თამბაქოს მტვერი - 100 გ
კოთხოჯის ფესვის მტვერი - 100 გ
ბორის მჟავა - 5 გ
კარბოლის მჟავა - 20 გ
კომპონენტები კარგად შეურიეთ ერთმანეთს, გაანაწილეთ მცირე ზომის ჭურჭელზე და განათავსეთ მავნებლების გავრცელების კერებში.

ნიკოლოზ იოსებიძე, სწავლული აგრონომი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ფიტოთერაპევტი

(რეცეპტები შედგენილია ლიტერატურული მონაცემების მიხედვით)
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები