"ვერ წარმოიდგენთ, როგორი აზარტია ქვეწარმავლების დაჭერა"
"ვერ წარმოიდგენთ, როგორი აზარტია ქვეწარმავლების დაჭერა"
24 წლის გიორგი აბსანძე რეპტილიებს, ქვეწარმავლებს და მწერებს შინ დიდი მონდომებით უვლის. სტუმრად ადრეც მოგვიწვევია შინაური თუ გარეული ცხოველების, ფრინველების მომშინაურებლები, თუმცა გიორგის მსგავსი ჯერ არავინ გვყოლია. ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის სპეციალისტი თვლის, რომ ეს მისი გატაცება სულაც არ არის და რეპტილიების, ქვეწარმავლების და მწერების შესახებ არაერთ საინტერესო ინფორმაციასა და რჩევას გვიზიარებს.

- რეპტილიები, ქვეწარმავლები და მწერები ჩემთვის უბრალო გატაცება არ გახლავთ, ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია.
ყველაფერი ხუთი წლის ასაკში დაიწყო,
როცა პირველად ულამაზესი პეპელა ვნახე, ბევრი ვეცადე, რომ დამეჭირა, მის საოცარ ფერებს დავკვირვებოდი, მაგრამ ამაოდ. შემდეგ (რადგან მაშინ ყველაფრის შოვნა ჭირდა, ის დრო იყო, როცა წიგნებს­ სანთლის შუქზე ვკითხულობდით) თავად გავაკეთე პეპლის საჭერი და ძალიან მალე ულამაზესი კოლექცია შევქმენი. მერე ჭიანჭველებმა, მათმა შრომისმოყვარეობამ და შეთანხმებულად
მოქმედების უნარმა მომხიბლა. ვაკვირდებოდი, როგორ აშენებდნენ ბუდეებს. შემდგომ ეტაპზე კლასების მიხედვით დავიწყე ჭიანჭველების განცალკევება. ვარჩევდი სილამაზის, ზომისა და ბრძოლისუნარიანობის მიხედვით. შემდეგ იყო ობობები.
პირველი ობობა, რომელიც დავიჭირე, დიდი ზომის უშხამო გახლდათ­. მას სარდაფის ობობა ეწოდება. შემდეგ დავიწყე იმ სახეობების შესწავლა, რომლებიც დასავლეთ საქართველოში ბინადრობდნენ.
ამ ეტაპზე საქართველოში გავრცელებული­ ობობების საკმაოდ დიდი მონაცემთა ბაზა მაქვს.

8 წლისამ დავიწყე მორიელების შესწავლა. ისინი დასავლეთში ძალიან ბევრია. მათში უმეტესად ბრძოლისუნარიანობა, ზომა და გამძლეობის უნარი მომწონდა (მათ დიდხანს შეუძლიათ, არ მიიღონ საკვები). 50-ზე მეტი მორიელი შევაგროვე. ვამოწმებდი, რამდენად ძლიერები იყვნენ (ვუგდებდი სხვადასხვა ტიპის მწერს და ვაკვირდებოდი, შესწევდათ თუ არა ძალა, ებრძოლათ უფრო დიდ არსებასთან); ვაკვირდებოდი ზრდის ტემპს (ზრდასთან ერთად, მორიელი იცვლის კანს); ვაკვირდებოდი გამრავლების წესს (მორიელი არის ცოცხალმშობიარე და ახალდაბადებული წიწილები დედის ზურგზე თავსდებიან, სანამ თავის რჩენას შეძლებენ). კბენისგან დაცული რომ ვყოფილიყავი, ზოგს ზეთში­ ვყრიდი, შხამსაწინააღმდეგო პრეპარატის მისაღებად, რომელიც კბენის შემდეგ მშველოდა.
11 წლისას პირველად მომიყვანეს ხვლიკი და ახლა მის შესწავლას შევუდექი. მრავალი ლამაზი სახეობა აღმოვაჩინე, სხვადასხვა ტიპის შეფერილობით.

ახლა ხვლიკები აღარ მყავს, მაგრამ ორი წლის წინ 35 სხვადასხვა შეფერილობის ხვლიკს აკვარ­იუმში საცხოვრებელ გარემოსთან მიახლოებულ პირობებში ვაც­ხოვრებდი. უმეტესად მწერებს მიირთმევდნენ.

- რა აქვთ ამ არსებებს ისეთი, რაც ასე გიზიდავთ?
- მათი მრავალფეროვანი ბუნება და კიდევ ის, რომ თითქმის ყველა შხამიანია. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი აზარტია მათი დაჭერა და შესწავლა.

- ნუთუ სულ არ გეშინიათ?
- შხამიანი გველის დაჭერისას ყოველთვის გრძნობ შიშს, რომ გიკბენს და შესაძლოა, შენი ცხოვრება რამდენიმე წუთში დასრულდეს. მინდა, ყველას ვურჩიო, ეცადონ, დაამარცხონ ეს გრძნობა, რადგან ის დაგაბრკოლებთ და არ მოგცემთ საშუალებას, აკეთოთ თქვენი საყვარელი საქმე.

- სად გყავთ ეს არსებები და რამდენი?
- ამჯერად მყავს ორი გველხოკერა და ერთი ობობა (შტეატოდა Pაყკულლიანა), რომელიც შავი ქვრივისა და ყარაყურტის ნიშნებს აერთიანებს, ანუ ორივესგან მიიღო გენური და გარეგნული მსგავსება. ისე ბევრი გავაჩუქე, ხშირად კი ისეთ ეგზემპლარში ვცვლი, რაც თავად ვერ დავიჭირე.

- როგორ უვლით? რით კვებავთ?
- მოვლა გულისხმობს მათი საცხოვრებელი არეალის ნარჩენებისაგან გასუფთავებას და მათთვის მეტ-ნაკლებად მისაღები გარემოს შექმნას. ასევე აუცილებელია წყლის პერიოდულად გამოცვლა. წყალი მათთვის ყველაზე აუცილებელი რესურსია, რომელსაც ხშირად იღებენ, ან წვანან მასში გასაგრილებლად. ზამთარში აუცილებელია ხელოვნური მზეც, რადგან უამისოდ სიცივის გადატანა გაუჭირდებათ. აკვარიუმში ბუნებრივი საკვები და საგნები უნდა ჩაუწყოთ, რადგან ხელოვნური ბალახი ან ხის ტოტები გამოყოფს ნივთიერებებს, რომლებიც მათ არ უყვართ.
გველხოკერები ყოველდღე მიირ­თმევენ­ ხორცს, ხანდახან მწერებს, ოღონდ საღამოს 6 საათამდე; მერე იძინებენ. ობობას საკვებად სხვადასხვა სახის მწერს ვაძლევ. გველხოკერებისათვის ხორცის მიცემა მხოლოდ ექსპერიმენტის სახით გადავწყვიტე. როგორც ჩანს, მოსწონთ - ჭამენ და, რაც მთავარია, წონაშიც იმატებენ.

- საიდან მოგყავთ ისინი?
- უკვე დიდი ხანია, რეპტილიებსა და მწერებს თვითონ ვეძებ და გამოცდილებაც მაქვს, სად შეიძლება მათი პოვნა. რეპტილ­იები, უმეტესად, მინდვრად, ქვებით დაფარულ ადგილებში მხვდება. სხვები მხოლოდ კლდიან ადგილებს არჩევენ და მათ გამო დიდ მანძილზე სიარული მიწევს. ობობებისა და მორიელების შორს ძებნა არ მიწევს.

- ოჯახის წევრებსაც თქვენსავით მოსწონთ ეს არსებები?
- ოჯახის განწყობა იმაზეა დამოკიდებული, რას მივიყვან. ჩემი მშობლები შეგნებულად ეკიდებიან ჩემს საქმიანობას, მაგრამ აღფრთოვანებული არ არიან.

- რა უნდა ვიცოდეთ მათთან ურთიერთობისას?
- როცა საქმე გვაქვს რეპტილიებთან, აუცილებლად უნდა დავიმახსოვროთ - მათ არ უყვართ, როცა ზედმეტად აწუხებენ და ამ დროს მზად არიან, ადამიანს უკბინონ.­ არ შეიძლება ჭამის დაძალება, არც - რაციონის შეცვლა, რადგან ამას შეიძლება საკვების მოუნელებლობა მოჰ­ყვეს, რაც მათ სიკვდილს გამოიწვევს. გველთან არასოდეს მიუშვათ სხვა, თუნდაც აკვარ­იუმში იჯდეს, რადგან ერთი პატარა შეცდომით შეიძლება ადამიანის სიცოცხლეს შეექმნას საფრთხე. მნიშვნელოვანია აკვარიუმისთვის კარგი თავსახურის შერჩევა, რადგან ზოგი გველი გრძელია და გაქცევას ადვილად შეძლებს.
ვინც აპირებს, რეპტილიები ან მწერები შეისწავლოს, ვურჩევ, არ იჩქაროს. თქვენ მრავალფეროვანი არსებების მთელი ჯარი გელოდებათ, რომელთა შესწავლას დიდი დრო და მონდომება სჭირდება. შეგიძლიათ, შექმნათ ჯგუფი, რადგან მასში საქმიანობის განაწილებით მეტის მიღწევა შეიძლება. ყოველთვის ეცადეთ, პირველი ნაბიჯები გადადგათ მარტივი საქმიანობით და არა - რისკით. ასე უკეთეს შედეგს მიაღწევთ.

როგორ ვიქცევით, როცა საქმე საშიშ არსებებთან გვაქვს?


უნდა გავითვალისწინოთ:

1. დაჭერილი მწერი ან რეპტილია მოვათავსოთ ისეთ ადგილას, საიდანაც სხვა ადამიანებს ვერ ავნებს;

2. როცა გველების დასაჭერად მივდივართ, აუცილებლად უნდა ვიქონიოთ სპეციალური გველსაჭერი, რაც დაკბენის რისკსაც ამცირებს და მათ დაჭერაშიც გვეხმარება;

3. როცა ობობას ვიჭერთ და ვიცით, რომ შხამიანია, აუცილებლად უნდა ვიქონიოთ პინცეტი და ხელთათმანი, რადგან ასე დაკბენის ნაკლები შანსი ექნება;

4. თუ ამ სფეროში დამწყები ხართ, არ ეცადოთ, დაიჭიროთ რეპტილია ან თუნდაც მწერი. ორივეს შეუძლია ზიანის მოყენება. პირველ ხანებში გამოცდილ ადამიანს გაჰყევით და ის დაგაკვალიანებთ.

5. უნდა გვქონდეს გეგმა, თუ რა სახეობის რეპტილია და მწერი ბინადრობს იმ არეალში, სადაც წასვლას ვაპირებთ. ეს ზრდის ალბათობას, ვიპოვოთ სასურველი არსება, თან დაკბენის შემთხვევაში გადარჩენის მეტი შანსი გექნებათ.

6. შხამიანი გველის დაკბენისას აუცილებელია, შევინარჩუნოთ სიმშვიდე, არ დავიწყოთ სწრაფი მოძრაობები, რადგან ასე შხამი უფრო სწრაფად ვრცელდება. სასტიკად აკრძალულია ამ დროს ალკოჰოლის ან ენერგეტიკული სასმელების მიღება, რადგან ეს აჩქარებს სისხლის მოძრაობას და გულის ნაადრევ გაჩერებას იწვევს. აუცილებლად გადაუღეთ სურათი გველს, რომელმაც გიკბინათ და მიდით უახლოეს საავადმყოფოში, სადაც შესაბამის დახმარებას აღმოგიჩენენ.

7. თუ შხამიანი მწერი გიკბენთ, კარგია, თუ მოასწრებთ, სურათს გადაუღებთ, საავადმყოფოში ექიმს აჩვენებთ. არ ეცადოთ, ექიმის გარეშე მიიღოთ წამლები, რადგან ამან შეიძლება თქვენი მდგომარეობა დაამძიმოს.


ლალი ფაცია
zhora
12 აგვისტო 2018 19:02
სურათის გადაგებას თან რომ წავიყვანოტ საავადმკოფოში არ ჯობია? აბა რას იტყვი?
zhora
12 აგვისტო 2018 18:59
სურათი უბერავს ეს დზალიან მაგრად, სურათი კი არა ვიდეო ჯობია კბენის ამსახველი.
Mixo
12 აგვისტო 2018 16:32
Gvelebze rac ar ici is ar unda ascavlo sxvas monakoli ar unda daimaxsovro shen tviton unda iscavlo
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები