"ვაშლის მოსავალში­ "ვიხრჩობით", მაგრამ ქართული ვაშლი "სულს ღაფავს"
"ვაშლის მოსავალში­ "ვიხრჩობით", მაგრამ ქართული ვაშლი "სულს ღაფავს"
"დაუკრეფავ ვაშლის ბაღს რომ დავინახავ, გულით ვნატრობ, რამდენი მანქანა დადის, გააჩერონ, დაკრიფონ და შვილებს წაუღონ-მეთქი"

ახლა შემოდგომის ის პერიოდია, როცა მოსავალი დაბინავებული უნდა იყოს და მეურნეც მოსვენებული. თუმცა ჩვენში კარგა ხანია ასე აღარ არის. რაც უნდა გასაკვირი იყოს, წლეულს პრობლემები უხვმოსავლიანობამ შექმნა და მეურნეს კიდევ მეტი თავსატეხი გაუჩინა. განსაკუთრებით ქართლის რეგიონში, რომელიც ტრადიციულად ვაშლის ზონაა. როგორც ქარელის მუნიციპალიტეტში ამბობენ, ამ მხრივ "ვაის გაეყ­არნენ და უის შეეყარნენ" - ვაშლის მოსავლის დაბინავება
უხვმოსავლიანობის გამო შეუძლებელი აღმოჩნდა და მოსახლეობის ნაწილმა ბაღები დაუკრეფავი დატოვა.­ ვისაც დასავლეთ საქართველოსაკენ მიმავალ ტრასაზე ქარელის მუნიციპალიტეტის ზონაში ჩაუვლია, მაგალითად, სოფელ ებნისის მიმდებარედ, დაინახავს, ტრასის ორივე მხარეს ბაღებში მოუკრეფავად დარჩენილი ვაშლი ხეებზევე რომ ლპება.

ენვერ კუთხაშვილი, მეურნე: - ვინც წაიკითხავს, ხალხმა ვაშლის ბაღები­ დაუკრეფავი დატოვაო,
ზოგიერთი გაგვლ­ანძღავს, - ზარმაცები ვართ ქართველებიო, ზოგი ამას სახელმწიფოს დააბრალებს,­ უხვი მოსავალი რატომ მოვიდაო. ვაბრალებ და შემომედავოს, ვისაც უნდა, მაგრამ სახელმწიფოს იმას კი არ ვაბრალებ, რომ მოსავალი მოვიდა, იმას ვაბრალებ, რომ მოსავლის მოსვლას მოუმზადებელი შეხვდა და წვრილი ფერმერებისა თუ გლეხობისთვის თითი თითზე­ არ დაუკარებია. არაფერს ვერჩი სოფლის მეურნეობის გრანტებს,­ რაც უფრო მეტი კაცი დადგება ფეხზე, მით უკეთესი, მაგრამ იმ ხალხმა რა ქნას, დამოუკიდებელი და მუხლჩაუხრელი შრომით 20-30 ტონა ვაშლი რომ მოიწია და იმ ხარჯებსაც ვერ ინაზღაურებს, რაც გასწია?! ჩვეულებრივ 1 ყუთში, რომელშიც 25-30 კგ ვაშლი­ ჩადის, კლიენტი რომ მხოლოდ 1 ან 2 ლარს გადაგიხდის და ამ დროს თავად ყუთი 5 ლარი ღირს, რა მოგებაზე შეიძლება ლაპარაკი? ან რომელი ჭკუათამყოფელი გადაიხდის ყუთში 5 ლარს, როცა მასში ჩაყრილ 25-30 კილოგრამ ვაშლში 1-2 ლარს აძლევენ?! რაც შეეხება უფრო მსხვი­ლსა და ახალი ჯიშების ვაშლს, 1 კგ-ში 30-დან 60 თეთრამდე იხდიან, მაგრამ ეს ჯიშები ყველას როდი აქვს. ინტენსიური ბაღები თითო-ოროლა კაცმა სახელმწიფოს დაფინანსებით გააშენა,­ რაც, ცხადია, ყველას არ აქვს, და მეორე, არც ადგილობრივი ჯიშის ვაშლი გვაქვს უხარისხო, მაგრამ კლიენტი იმასთან კი არ წავა, ვინც ჩემსავით 20 ტონა ვაშლი მოიწია, არამედ იმ ფერმერთან მიდის, ვინც 500-1000 ტონა მოიყვანა. ელემენტარული მათემატიკაა - ფერმერი, რომელსაც დიდძალი ვაშლი აქვს, მოგებას მაინც ნახავს, ამიტომ ფასსაც ადვილად აკლებს, წვრილმა მეურნემ კი რაღა დააკლოს, რაც არაფერი რჩება?! გარდა ამისა, ჩვენ რომ ვაშლის მოსავალში­ "ვიხრჩობით", მაგრამ ქართული­ ვაშლი "სულს ღაფავს". თურქეთ­იდან თურქული ვაშლი ისევ შემოდის. თურქეთი პროდუქციის სახელმწიფოდან გატანას ახალისებს.­ სამაგიეროდ, ჩვენს ფერმერებს ატყავებენ საზღვრებს გარეთ პროდუქციის გატანისას, დაწყებული ფიტოსანიტარიული გადასახადით და დამთავრებული საბაჟო გადასახადით, ყველაფერს კატასტროფული ფასები­ ადევს. ამიტომაც ჩვენი მოსავალი მხოლოდ უცხოელ გადამზიდავებს გადააქვთ და იმ მიზერულ ფასად, რომ არც მოკვდე და არც მორჩე.

- რამდენადაც ვიცი, ქართლის ზონაში რამდენიმე თანამედროვე მაცივარი გაკეთდა ხილის­ შესანახად.
- მაცივრები კერძო პირებმა ააშენეს სახელმწიფო დაფინანსებით და თავიანთ ვაშლს ინახავენ, ზოგსაც ყიდულობენ. ვიმეორებ - ღმერთმა ხელი მოუმართოთ და მოგებაც ნახონ, მაგრამ მხოლოდ ეს თითზე ჩამოსათვლელი ხალხი ხომ არ არის მთელი საქართველო, დანარჩენები ხომ გულგატეხილი ვართ?! მხოლოდ ერთეულების გრანტებით დაფინანსება ქვეყანას გაჭირვებიდან ვერ ამოიყვანს, დანარჩენებს ნაწილობრივ სახელმწიფომ უნდა შეაშველოს ხელი.

გულით მიხარია, რომ ქართული ღვინისთვის ამდენი კეთდება და უკვე ბევრ ქვეყანაში გადის, მაგრამ ვაშლის ბაღების პატრონებმა რაღა ვქნათ? რამდენადაც ვიცი, ევროკავშირში ქართული ვაშლის გატანა შესაძლებელია და რატომ ზის ამდენი ხანი მთავრობა პირდაღებული, რას აკეთებენ, რომ ეს საქმე ადგილიდან ვერ დაძრეს?! ჩვენი ვაშლი არავის ვაშლზე ნაკლები არ არის. ნუთუ არ შეიძლებოდა, თითო-ოროლა მაცივარი სახელმწიფოს ბალანსზე ყოფილიყო და წვრილ მეურნეებს თავიანთი მოსავალი შეენახათ? მშრომელი კაცი რომ ხეზე მოსავალს შეალპობს, ის კარგად ვერ იქნება. ტრასაზე ჩავლილი დაუკრეფავ ვაშლის ბაღს რომ დავინახავ, გულით ვნატრობ, რამდენი მანქანა დადის, გააჩერონ, დაკრიფონ და შვილებს წაუღონ-მეთქი. ამისთვის არავინ უსაყვედურებთ, პირიქით, მადლობასაც ეტყვიან.

ქართულ სოფელს მოყვარეზე მეტი მტერი ჰყავს და მათ ასალაგმავად არავის სცალია. ყველას კარგად ახსოვს, ქართულ სუნელებზე რა ამბავი ატყდა, ტყვიით არის სავსეო. თუ მართლაც ასე იყო, იმ საწარმოების წინააღმდეგ მიეღოთ ზომები, ვინც სუნელებს არ ამოწმებდა. მაგრამ იცით, რა მოხდა? ჩვენი ბაზარი უცხოური სუნელებით გაივსო და ამ კამპანიის მიზანიც ასრულდა. სულაც არ მინდა, რომ ქართული ვაშლიც ჩავარდეს ამ დღეში!
Shoko
30 ნოემბერი 2018 10:04
აბა რა რუსეთმა დაგვბომბოს ამოგვწყვიტოს და ჩვენ ხილფაფები მივართვათ მოღალატეები ყოველთვის ყავდა საქართველოს
გიორგი
18 ნოემბერი 2018 19:29
1-ს მოყვანის ხარჯები რომ გვერდზე გავწიოთ( ძალიან ძვირი ჯდება,მაგრამ დავუშვათ) ვაშლის ღირებულება ხეზე დაკრეფას,დაბინავებას და მერე გასაყიდათ ტრასპორტირებასაც ვერ ანაზღაურებს.
მოქალაქე
18 ნოემბერი 2018 14:07
აპრუწუწუნ ხო გვაქვს კაი შედეგი რუსეთის გადაკიდებით? ( ჯერ სადა ვართ) ამ ვაშლის ხილ-ფაფა რუსეთში,,,,,ურალში---ციმბირში ...................უნდა გატანილიყო ეს ხომ ორივე უბრალო ხალხისთვის სასარგებლო იქნებოდა....მაგრამ ამით ხომ მეგრანტეები ხომ დაზარალდებოდენ რომელთა შემოსავალი ხომ დამოკიდებულია ---ამერიკის ქება და რუსეთის მუდმივი ლანძღვა.....არ დამიბლოკოთ გთხოვთ......

რუბრიკის სხვა სიახლეები
10-12-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
10-12-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები